"მილანის" დაცვისთვის დიდი პრობლემა იყო" - ბრაზილიური გამოცემა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"მილანთან" სტუმრად მოგებულ მატჩში (2:1) "ნაპოლის" შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა (ზედიზედ მეორე შეხვედრაში). ბრაზილიელებმა იციან კარგი და შემოქმედი ფეხბურთელების დაფასება - ნამატჩევს ქართველზე დადებითად თანაგუნდელმა ხუან ხესუსმა ისაუბრა, Superesportes-მა კი თამაშის მიმოხილვაში შეაქო:

"მიუხედავად დებიუტში ზეწოლისა, სტუმრებმა თამაში დააბალანსეს და სახიფათოდ შეუტიეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იერიშებში კვარაცხელია იღებდა მონაწილეობას.

ამ სეზონში ნეაპოლური გუნდის დიდი სენსაცია, ქართველი ხვიჩა კვარაცხელია, "მილანის" დაცვისთვის დიდი პრობლემა იყო. მარჯვენა ნახევარმცველ კალაბრიას უჭირდა მისი შეჩერება და პირველი ტაიმის დასასრულს ყვითელი ბარათი მიიღო. შესვენებაზე მწვრთნელმა სტეფანო
პიოლიმ ის სერჟინიო დესტით შეცვალა. "ბარსელონას" ყოფილმა მცველმა კვარაცხელია საჯარიმოში წააქცია და მატეო პოლიტანომ პენალტით ანგარიში გახსნა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბექა რა გვარი ხარ? - გამოვიცანი - სანაია!
პლეხანოვზე გაზრდილი
15:47 19-09-2022
2
ბექა ჩემო კარგო შენ მუსიკაში ცადე ბედი, მგონია იქ უფრო წარმატებული იქნები.
სამჯერ დაჯარიმდნენ სამჯერვე ყვითელი.
აქედან ერთი პენალტი გოლით დამთავრებული და გამარჯვებისკენ გაკვლეული გზა.
ის სამივე გაყვითლებული კიდევ გასახდელში გაგზავნილი?!!!
თენგო
14:51 19-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული