მოგეხსენებათ, ხვიჩას თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დავიდე კალაბრია მეურვეობდა. იტალიელი მეორე ნახევარში შეცვალეს.
ქართველის თამაშს სტეფანო პიოლიც გამოეხმაურა. DAZN-თან ინტერვიუში "როსონერის" თავკაცმა გარემარბს "შესანიშნავი მოთამაშე" უწოდა.
"კალაბრია შევცვალე, რადგან დაიღალა. ხვიჩა კვარაცხელია დიდებული მოთამაშეა" - განაცხადა პიოლიმ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას 1-ელ ოქტომბერს, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს.
"ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრების დროა" - კვარაცხელიას პოსტი "მილანის" დამარცხების შემდეგ
"მიდი, ხვიჩა, იხალისე" - თანაგუნდელმა ბრაზილიელმა ქართველს თამაში მოუწონა