საზონოვის მამა: იმედი მაქვს, ჩემი შვილი კალაძისა და კვარაცხელიას კვალს გაჰყვება

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 20 წლის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას დათანხმდა და ჩვენს ნაკრებში ითამაშებს. ის უკვე გამოემგზავრა თბილისში.

საბას დედა ქართველია - ნინო ნიშნიანიძე სამტრედიელია, ფრენბურთელი იყო. საბამ ერთი წლით უმცროს ძმასთან, დავითთან ერთად სანქტ-პეტერბურგის საფეხბურთო სკოლა "სმენაში" დაიწყო ვარჯიში. "ზენიტის" ახალგაზრდულ გუნდში პირველად 2019 წელს ითამაშა. 2021 წელს მისი პირველ გუნდში დებიუტი შედგა, 2021 წლის ზაფხულში კი მოსკოვის "დინამოში" გადავიდა.

ფეხბურთელის მამამ, ანდრე საზონოვმა, რუსულ პრესას შემდეგი უთხრა:

"ამბიცია საკმაოდ მაღალია! ხვიჩა დიდი ფეხბურთელია. კალაძის შემდეგ საქართველოს მსოფლიოში ასეთი ცნობილი ქართველი
ფეხბურთელი არ ყოფილა, საბჭოთა კავშირის დროს კი საკმაოდ ბევრი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი იყო.

თანამედროვე ისტორიაში კალაძის შემდეგ საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე არავის წარმოუჩენია - ამას ახლა აკეთებს ხვიჩა და იმედი მაქვს, ჩემი შვილიც მათ კვალს გაჰყვება და შემდეგი სწორედ ის იქნება", - ამბობს უფროსი საზონოვი.

altსაზონოვის გადაწყვეტილებამ რუსები აღაშფოთა - როგორ ოპერატიულად იმოქმედა სფფ-მ?

მკითხველის კომენტარები / 33 /
ვიცი რუსეთში მოღვაწეების მიმართ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ქართველებს და როგორ არ გვიყვარს ისინი, ამისთვის მიზეზებიც გვაქვს და ამას ახლა არ ჩამოვთვლი. უბრალოდ რადიკალიზმის და ემოციების უკან გადაწევას ვურჩევ ყველას, მათ შორის ჩემს თავსაც, რატომ უნდა დავკარგოთ ადამიანები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, მხოლოდ იმიტომ რომ იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ? უამრავი ცუდი კომენტარი წავიკითხე ამ ბიჭზე და არ მომწონს ეგ დამოკიდებულება. დედა ქართველი ჰყავს, საქართველოს სიყვარული ჩაუნერგა და ქართველად გაზარდა, რატომ უნდა დაუძახო მოღალატე რუსეთუმე და გული ატკინო ახალგაზრდა ბიჭსაც და დედასაც, რომელსაც ალბათ დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმ საშინელ ქვეყანაში ბავშვი ქართველად გაეზარდა, ქართული სახელი დაერქმია და ქართული ენა ესწავლებინა.
რაღაცეები უნდა გადავაფასოთ ჩემი აზრით. იქ გაზრდილ ადამიანებს კეთროვანივით არ უნდა ვუყურებდეთ.
მე არ მომწონს ეგრე, დასაკარგი ხალხი არ გვყავს, რუსეთუმეს რომ დაუძახებ და კარს მოუკეტავ ამით ისევ თვითონ ვზარალდებით. ეგ ყველაზე ადვილი გასაკეთებელია...
2
უნდა მივცეთ საშუალება ამ ადამიანს, რომ ჩამოყალიბდეს ნაკრებისთვის სრულფასოვან მოთამაშედ! ისე ჯობია ბათუმის ან თბილისის დინამოში გადმოვიდეს და მერე აგერ ევროპისკენ ჰერი ჰერი!
მწვრთვნელი
12:05 20-09-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული