"მამარდა" Marca-ს რჩეულებშია - გიორგი ლევანდოვსკისა და ვინისიუსის გვერდით

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში ბრწყინვალედ ასპარეზობას განაგრძობს.

ქართველმა გასულ უქმეებზე "სელტას" წინააღმდეგ უამრავი რთული ბურთი მოიგერია და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა ფეხბურთელებისგან, რომლებიც განვლილ 6 შეხვედრაში საუკეთესონი იყვნენ. შემადგენლობაში მოხვდა გიორგი მამარდაშვილიც.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია")

დაცვა: რეინილდო ("ატლეტიკო"), პაუ ტორესი ("ვილიარეალი"), რონალდ არაუხო ("ბარსელონა")

ნახევარდაცვა: ფედერიკო ვალვერდე ("რეალი"), ორელიენ ჩუამენი ("რეალი"), პედრი გონსალესი ("ბარსელონა"), ნიკო ვილიამსი ("ბილბაო")

ფორვარდები: ვინისიუს ჟუნიორი ("რეალი"), რობერტ ლევანდოვსკი ("ბარსელონა"), ბორხა იგლესიასი ("ბეტისი")

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია"
მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"მამარდამ" კონტრაქტი გაახანგრძლივა - გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო

alt"ქართველი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეებშია" - ესპანური პრესა "მამარდაზე" წერს



მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯობდა გეთქვათ, ჩვენი გიორგი ლევანდოვსკისა და პედრის გვერდით და არა ლევანდოვსკისა და დორბლიანი ვინისიუსის გვერდით.
დ.დ.
22:55 20-09-2022
9
Da am kvelafers tviton miagwia dauzareli shromit...Imat sakuradgebot vinc axla iwkebs karieras...warmatebebi kvelas!!!
Givi
22:21 20-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული