"ქართველი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეებშია" - ესპანური პრესა "მამარდაზე" წერს

AutoSharing Option
შაბათს, 17 სექტემბერს, "ვალენსიამ" "სელტას" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, ქართველმა მეკარემ არაერთი რთული ბურთი მოიგერია და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

"მამარდას" თამაშს ესპანური გამოცემა Superdeporte.es ეხმაურება და გიორგის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარესაც უწოდებს.

"21 წლის გიორგი მამარდაშვილი უკვე "ვალენსიას" ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერია. "სელტასთან" მატჩის ბედიც ფაქტობრივად მისმა მოგერიებულმა ბურთმა გადაწყვიტა, როდესაც სტრენდ ლარსენს თავური დარტყმის შემდეგ გოლის გატანის საშუალება არ მისცა და ტურის საუკეთესო სეივი განახორციელა. მიუხედავად წინა ტურებში განცდილი მარცხისა, გიორგიმ იმ
შეხვედრებშიც დამაჯერებლად იასპარეზა და "ღამურები" დიდი ანგარიშით მარცხისგან უამრავჯერ იხსნა.

ვიგოელებთან მატჩამდე კარი მშრალად ორჯერ შეინახა, თამაშში კი საშუალოდ 3 სეივს ახორციელებს. მიუხედავად მისი სიმაღლისა, უამრავი რეფლექსი და გამორჩეული მონაცემები აქვს. ასევე დამაჯერებელია სტანდარტული სიტუაციების დროს. ერთი ასპექტი აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს - ფეხით თამაში გიორგის სუსტი მხარეა, თუმცა გატუზო ამ საკითხზე ბევრს მუშაობს.

სანაკრებო შესვენების შემდეგ მამარდაშვილი "ღამურებთან" ახალ კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს. მეკარით ბევრი ევროპული კლუბი ინტერესდებოდა, თუმცა გიორგიმ "ვალენსიაში" დარჩენა ისურვა, გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევრო იქნება. უდავოა, რომ მამარდაშვილი ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა." - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ვალენსია" მორიგ მატჩს 2 ოქტომბერს "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.

altდიდებული მამარდაშვილი და "ვალენსიას" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან" [VIDEO]

alt10-ჯერ გაზრდილი ხელფასი - მამარდაშვილი "ვალენსიასთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული