"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ Metaratings-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" თამაში შეაფასა:
"როდესაც ხვიჩას თამაშს ვუყურებ, მხოლოდ წარმოუდგენელ სიხარულს განვიცდი. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ფეხბურთელთან ორი წელი მუშაობა მომიწია. ლეონიდ სლუცკი განსაკუთრებულად გახარებულია, რომ მის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო. ეს მწვრთნელის მუშაობის ნაწილია.
მახსოვს "რუბინში" მისი პირველი ვარჯიში. 2020 წლის იანვარი იყო, შეკრება თურქეთში. ოთახში სლუცკისთან, რუსტემ საიმანოვთან და მამუკა ჯუღელთან ერთად ვიყავით. სლუცკიმ პირველი ვარჯიშის შემდეგ თქვა, რომ ამ ადამიანს "ჭერი" არ აქვს.
"შესაძლოა, "რუბინში" მხოლოდ იმისათვის ვიმუშავებ, რათა
ძალიან გთხოვთ!ქოქოლის დაყრას ვინც მიპირებთ,თქვენთვის შეინახეთ.