"ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ფეხბურთელთან მუშაობა მომიწია" - "რუბინის" დირექტორი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ Metaratings-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" თამაში შეაფასა:

"როდესაც ხვიჩას თამაშს ვუყურებ, მხოლოდ წარმოუდგენელ სიხარულს განვიცდი. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ფეხბურთელთან ორი წელი მუშაობა მომიწია. ლეონიდ სლუცკი განსაკუთრებულად გახარებულია, რომ მის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო. ეს მწვრთნელის მუშაობის ნაწილია.
მახსოვს "რუბინში" მისი პირველი ვარჯიში. 2020 წლის იანვარი იყო, შეკრება თურქეთში. ოთახში სლუცკისთან, რუსტემ საიმანოვთან და მამუკა ჯუღელთან ერთად ვიყავით. სლუცკიმ პირველი ვარჯიშის შემდეგ თქვა, რომ ამ ადამიანს "ჭერი" არ აქვს.

"შესაძლოა, "რუბინში" მხოლოდ იმისათვის ვიმუშავებ, რათა
მისგან ტოპ-ფეხბურთელი შევქმნა", - ამბობდა მაშინ ლეონიდ ვიქტორის ძე".

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით,რომ რუსეთი ოკუპანტია,მაგრამ უმადურობა იქნებოდა,სიომინის,რუბინის თავკაცების და განსაკუთრებით სლუცკის დამსახურება ხვიჩას მიმარეთ,რომ უგულველებვყოთ,სწორედ სლუცკიმ მისცა დიდი სათამაშო დრო და თავისუფალი მოქმედების უფლება მოედანზე,ხვიჩა ნიჭიერი იყო,მაგრამ მისი დიდი ფეხბურთისაკენ სვლა რუბინში,სლუცკისთან დაიწყო,ამისთვი მადლობა ყველას და განსაკუთრებით სლუცკის.
ძალიან გთხოვთ!ქოქოლის დაყრას ვინც მიპირებთ,თქვენთვის შეინახეთ.
თერჯოლელი
11:26 21-09-2022
1
რუბინში ხვიჩამ მართლაც ვერ შეძლო პირველი მწვრთნელის ხელში მისი შესაძლებლობები წარმოეჩინა .გაბრწყინებები ქონდა მაგრამ როგორც ასეთი სითამამე გახსნა სლუცკის ხელში მოხდა და ადამიანურად მარტლა ამ პიროვნებამ არათუ შეუშალა ხელი შეუწყი მის განვითარებას და ნამდვილი მწვრთნელისთვის ეს მართლაც ბედნიერებაა.ვისაც ფეხბურთი უყვარს .ასეც უნდა იყოს.დასაფასებელი პიროვნებაა მართლაც მადლობას იმსახურებს.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული