"ხვალ ელმასმა უნდა დაამტკიცოს, რომ ხვიჩა მხოლოდ სპალეტის პირველი არჩევანია და მეტი არაფერი " - ჩრდილომაკედონიური მედია ხვალინდელ შეხვედრაზე წერს

AutoSharing Option
ხვალ, 23 სექტემბერს, ერთა ლიგის მე-5 ტურში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდება.

მაკედონიური გამოცემა Sportmedia.mk მატჩის შესახებ წერს და შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად ხვიჩა კვარაცხელიასა და ელიფ ელმასის პაექრობას ასახელებს.

"ელიფ ელმასი მრავალი წელია, რაც ჩვენი ნაკრების მთავარი ლიდერია, "ბრილიანტი", რომელიც კიდევ მრავალი წელი გაიბრწყინებს. "ნაპოლის" შემტევმა კარგად იცის, რომ გუნდს გამარჯვებისკენ წინ უნდა გაუძღვეს. შესაძლოა, ახლა საუკეთესო ფორმაში არაა, რადგან ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის.

ამის მიზეზი ხვალინდელი მეტოქისა და "პარტენოპეის" ახალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. გარემარბი ჯერ მხოლოდ
21 წლისაა და ამ სეზონში 7 საგოლე ქმედებაში მიიღო მონაწილეობა. "ნაპოლის" მარცხენა ფრთაზე სწორედ ქართველი თამაშობს და ელმასი მისი შემცვლელის როლს ირგებს. ელიფის ხარისხი და პოტენციალი იმ მცირე წუთებს არ შეესაბამება, რასაც ლუჩანო სპალეტი აძლევს.

მაგრამ მოცემულობას უნდა შეეგუოს და სიტუაციასთან გამკლავება ისწავლოს. ხვალინდელი მატჩი მისთვის საპასუხო შანსია. ელმასი ჩვენი "პირველი ვიოლინოა". მან უნდა დაამტკიცოს, რომ ხვიჩა მხოლოდ სპალეტის პირველი არჩევანია და მეტი არაფერი.

შეგახსენებთ, შეხვედრა ხვალ "დინამო არენაზე", 20:00 საათზე გაიმართება.

alt"უფლება, რომ ჰქონდეთ, "კვარას" იტალიის ნაკრებში გამოიძახებდნენ" - უცხოური გამოცემა ხვიჩაზე წერს და ქართველ ლეგენდებს იხსენებს

მკითხველის კომენტარები / 42 /
ელმასის თამაშის რა გითხრათ,მაგრამ მე უფრო მაშინებს ეგენი ისეთი უჯიშოები არიან ხვიჩას შეგნებულად ტრამვა არ აკადიონ : 2 კურდღელს მოკლავენ- ხვიჩას გაანეიტრალებენ ბინძურად და ელმასს "ნაპოლი"-ს ძირითად შემადგენლობაში გზას გაუხსნიან...ნეტა ვცდებოდე
ზურა
21:25 22-09-2022
4
და რა არის გასაკვირი ამაში? ხვიჩა რომ იყოს ელმასის ზამენა ჩვენ არ გავამხნევებდით აქედან? თუმცა პირიქით, ჩვენ დავცინებდით, რანდენი იძახდა აქ სკამს გახეხავსო და რამდენს გაუხარდებოდა ვინ იცის.
თურმე გაუკვირდათ თავისი ქვეყნის პრესა რომ ამხნევებს ფეხბურთელს. ჩვენთან იშვიათია და იმიტომ :)
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული