"ხვალ ელმასმა უნდა დაამტკიცოს, რომ ხვიჩა მხოლოდ სპალეტის პირველი არჩევანია და მეტი არაფერი " - ჩრდილომაკედონიური მედია ხვალინდელ შეხვედრაზე წერს

AutoSharing Option
ხვალ, 23 სექტემბერს, ერთა ლიგის მე-5 ტურში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდება.

მაკედონიური გამოცემა Sportmedia.mk მატჩის შესახებ წერს და შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად ხვიჩა კვარაცხელიასა და ელიფ ელმასის პაექრობას ასახელებს.

"ელიფ ელმასი მრავალი წელია, რაც ჩვენი ნაკრების მთავარი ლიდერია, "ბრილიანტი", რომელიც კიდევ მრავალი წელი გაიბრწყინებს. "ნაპოლის" შემტევმა კარგად იცის, რომ გუნდს გამარჯვებისკენ წინ უნდა გაუძღვეს. შესაძლოა, ახლა საუკეთესო ფორმაში არაა, რადგან ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის.

ამის მიზეზი ხვალინდელი მეტოქისა და "პარტენოპეის" ახალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. გარემარბი ჯერ მხოლოდ
21 წლისაა და ამ სეზონში 7 საგოლე ქმედებაში მიიღო მონაწილეობა. "ნაპოლის" მარცხენა ფრთაზე სწორედ ქართველი თამაშობს და ელმასი მისი შემცვლელის როლს ირგებს. ელიფის ხარისხი და პოტენციალი იმ მცირე წუთებს არ შეესაბამება, რასაც ლუჩანო სპალეტი აძლევს.

მაგრამ მოცემულობას უნდა შეეგუოს და სიტუაციასთან გამკლავება ისწავლოს. ხვალინდელი მატჩი მისთვის საპასუხო შანსია. ელმასი ჩვენი "პირველი ვიოლინოა". მან უნდა დაამტკიცოს, რომ ხვიჩა მხოლოდ სპალეტის პირველი არჩევანია და მეტი არაფერი.

შეგახსენებთ, შეხვედრა ხვალ "დინამო არენაზე", 20:00 საათზე გაიმართება.

alt"უფლება, რომ ჰქონდეთ, "კვარას" იტალიის ნაკრებში გამოიძახებდნენ" - უცხოური გამოცემა ხვიჩაზე წერს და ქართველ ლეგენდებს იხსენებს

მკითხველის კომენტარები / 42 /
ელმასმა კიარა, რატომ არ აქვეყნებთ ზოგიერთ კომენტარს ადმინებო?
ელმასის რა გითხრათ, მაგრამ საქართველოს დასამარცხებელი ჰყავს ჩრდ. მაკედონიელები, უფროსწორად დასამაკებელი! იტალიას კიდევ უნდა შევახსენოთ თუ ვინ ჩატოვა ქვეჯგუფში... ინტერესი გაიზრდება მეგობრებო ქართველებისადმი, ინტერესი!
ლაშა
22 სექტემბერი 2022 20:50
0
ელმასი კვარას ნახევარიც არ არის და მაგიტომაც ზის ნაპოლში სკამზე, სპალეტის არაფერი ეშლება,მაკედონია უნდა დავამარცხოთ,მაგრამ ზემოდან ყურება არ არის საჭირო, მოედანზე რაც შეიძლება ბევრი მოძრაობა და ბურთის კონტროლი, მაკედონია ამას ვერ გაუძლებს დარწმუნებული ვარ. წარმატებები ნაკრებს.
qomagi
22 სექტემბერი 2022 20:32
0
არც შეადაროთ ხვიჩასთან ელმაზს კოჭიც ვერ მიუსხლტება.
Pepo
22 სექტემბერი 2022 21:01
0
ელმასი კარგია,მაგრამ კვარა უკეთესი,ამაშია საქმე.
კაკო
22 სექტემბერი 2022 19:52
1
მე ხვალ 10:0-ს ველი! მაგრამ ჩვენს ბიჭებს არ უთხრათ!
aburjga
22 სექტემბერი 2022 19:44
5
ხვიჩამდე ხო რასამბობთ :))))
beqa
22 სექტემბერი 2022 19:39
1
წარმატებები სულ საქართველოს
,,,,
22 სექტემბერი 2022 20:36
0
ეგ ფრთხილად იყოს უნიტაზს ნიკაპი არ ჩამოარტყას...
ვენეციის კომისია
22 სექტემბერი 2022 18:56
3
ვისაც ხმა მიგიწვდებათ, ხვიჩა გააფრთხილეთ. ხვალ ერთი ორი “ყასაბი” ელმასისთვის კარიერის გადასარჩენად და ქვეყნისთვის მთავარი ახალგაზრდა ვარსკვლავის განვითარებისთვის ხვიჩას დამტვრევას შეეცდება! თან ისე რომ ქართველი დიდი ხანი დარჩეს ლაზარეთში და მერე კიდე უფრო მეტი დრო ფორმის აღდგენას მოანდომოს. ფეხის მოტეხვას შეეცდებიან. მე თუ მიითხავ ხვიჩამ ხვალ ჯობია დაისვენოს.
Zaza
23 სექტემბერი 2022 00:35
10
მართალს ამბობს ეს კაცი თუ ცოტა შორს წავალთ იმ ავბედით საღამომდე (როცა ფინალი მოგვიგეს) ზუსტად მაკედონია იყო კიტაიშვილი რო პირველ წუთებზევე დაგვიმტვრიეს და ჩემი აზრით შეგნებულადაც გააკეთეს კიტე ერთ ერთი საკვანძო ფიგურა ჩვენს ნაკრებში რომელიც დაცვას და თავდასხმას იდეალურად აკავშირებს
papuna
23 სექტემბერი 2022 10:44
1
მართალი ხარ ძმაო სახიფათო თამაში იქნება და იმედია მშვიდობით დასრულდება
მოგება ჩვენს გუნდს დაწინსვლა ვუსურვოთ
giorgi
23 სექტემბერი 2022 09:53
0
ყველა გამოხმაურება
გამოდის, სერია A-ს ჟურნალისტებმაც დაჩაგრეს აგვისტოში ელმასი)))
magaria
22 სექტემბერი 2022 20:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული