კახა ცხადაძე აზერბაიჯანულ კლუბში დანიშვნის მთავარი კანდიდატია - ადგილობრივი პრესის ინფორმაცია

AutoSharing Option
კახა ცხადაძეს აზერბაიჯანული "სუმგაიტი" ეპატიჟება, ამის შესახებ ინფორმაციას azerisport.com ავრცელებს, წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობას ალექსეი ბაგას შემცვლელად სწორედ ცხადაძე ესახებათ.

"აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბების "ინტერისა" და "სტანდარტის" ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძე, შესაძლოა კვლავ ჩვენს ჩემპიონატში დაბრუნდეს, ქართველი სპეციალისტი მოლაპარაკებებს "სუმგაიტთან" აწარმოებს, საიდანაც რამდენიმე დღის წინ ალეკსეი ბაგა გაათავისუფლეს, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატესობა სწორედ ცხადაძეს აქვს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, კახა ცხადაძეს სხვადასხვა დროს თბილისის "ლოკომიტივში", თბილისის "დინამოში", ბოლნისის "სიონში", ბაქოს "ინტერში", საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, "კაირატსა" და
"ორდაბასში" უმუშავია, ბოლოს 54 წლის სპეციალისტი თბილისის "დინამოს" წვრთნიდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თბილისური კლუბიდან გაათავისუფლეს.

altკახა ცხადაძე: მოსკოველთა მიერ დატოვებული სივრცეები უნდა გამოგვეყენებინა

altკახა ცხადაძე: ეს ბიჭები თვალსა და ხელს შუა იზრდებიან და მათი მადლობელი ვარ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული