"200 000-დან 99% იძახის, იქ რა უნდაო? როგორ, რა უნდა?! ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! " - აჩი არველაძემ გაგნიძის სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა

AutoSharing Option
Crystalsport-ის Youtube არხზე გადაცემა "ბურთი და მოედნის" სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ, რომელმაც ლუკა გაგნიძის შესახებ ისაუბრა:

"გასაგებია ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხი, რომელთანაც ხელი გაქ მოწერილი, თამაშობ, გპატრონობენ, ფულს გაძლევენ, გაჭმევენ, გასმევენ, ვალდებულება ხო არსებობს?!

ამ ლუკა გაგნიძეზე, რომ გადაირივნენ... ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! - ხელს ხო აწერ, ფულს იღებ? - არიქა, გამოაქციეთ... მეც მინდა, რომ მადრიდის "რეალში" თამაშობდეს, მაგრამ მოსკოვის "დინამოშია" და ძალიან კარგადაც თამაშობს.

რა ვქნათ ახლა?! 200 000-დან 99% იძახის იქ
რა უნდაო? - როგორ, რა უნდა?! რას ნიშნავს რა უნდა? ხელი მოაწერა წავიდა და თამაშობს... ეხლა ხო არ წასულა იქ, რომ გვეთქვა ამ პერიოდში იქ რამ წაიყვანაო?!

იგივეა ხვიჩას ამბავიც... ვინმემ რაზე უნდა თქვას "რუბინზე" აუგი, რა დაუშავეს? წაიყვანეს, ათამაშეს, რაღაცა დონეზე ხო მიიყვანეს და აგერ ეხლა ყველამ ვიცით სადაც არის და ხვალ ზეგ შეიძლება ოქროს ბურთი აიღოსო ვიძახით...

მეც არ მიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც მე პატივი მცა, მიპატრონა, მომეხმარა, ვინც ფული გადამიხადა, მოვუბრუნდე და რამე ისეთი ვთქვა?!

არ უნდა ავურიოთ... ასარევის და საგინებლის მეტი რა არის მაგათაზე პოლიტიკურად რომ ვთქვათ? მილიონი მიზეზი გაქვს და რაღა იმას ეძებ, რომ 20 წლის ბიჭი გამოვიდეს და შეაფურთხოს, ეგეთი რამე არ არსებობს... რატომ უნდა ქნას? რა დაუშავა მოსკოვის "დინამომ" ამ ბიჭს? ძირითადში ათამაშებენ და ხვალ-ზეგ გახდება ერთ-ერთი საუკეთესო.

მე რომ მკითხო, კვარამ პელე კომენტარი გააკეთა. 20 წლის ბიჭმა თქვა, წამოვიდე ისე, როგორც სამშობლოს სჭირდებოდა ისე გავაკეთეო... მეტი რა უნდა ეთქვა? სახელები ჩამოეთვლაა და დახვრეტა მიესაჯა იმათთვის? ფეხბურთელებს რას ვთხვოთ... ომი იქნება? ჩამოვა ყველა იომებს, ან ვერ იომებს, ზოგს შეიძლება ფეხი სტკიოდეს, ზოგმა სროლა არ იცოდეს... გააკეთონ რა ამ ბიჭებმა თავისი საქმე რასაც აკეთებენ...

მე მაგალითად მოსკოვის "დინამოში", რომ ქართველი თამაშობს ამას იცი როგორ ვუყურებ? კიდევ ერთი ქართველი გვყავს იქ, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის. რთული არ არის მაგისთვის ეხლა იქ ყოფნა? ვითომ ეხლა რიგი უდგას "ბარსელონა", "რეალი" და ეს არიქა გადააკვდა მოსკოვის "დინამოს"...

ძაან რთულია ახალგაზრდა ბიჭისთვის ამხელა ქვეყანაში ტრადიციულ გუნდში თამაშობს... კვარა, რომ რუსეთიდან წამოვიდა, გამზადებული იყო და 99% იცოდა სადაც მიდიოდა, ზურიკოს სიტუაცია ასე არ იყო... ეხლა გაგნიძემ რა ქნას, დაანებოს ფეხბურთს საერთოდ თავი თუ რა ქნას? მიდი, ლუკა, იქ ითამაშე მაგრად", - ამბობს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 77 /
აჩი, აბა ხმამაღლა თქვი, რუსეთს რა? იქნებ ისიც გეთქვა რომ საზღვრები უნდა ჩავკეტოთ. თუ სპორტი და პოლიტიკა გამიჯნულია ერთმაNეთისგან?))))
რუსეთს რა?
25 სექტემბერი 2022 21:24
11
სრულიად ვეთანხმები და კარგად აღწერა ყველაფერი მათთვის ვინც ასე ფსევდო პატრიოტიზმითაა დაკავებული.
გეგი
25 სექტემბერი 2022 16:21
9
100000% !!
zura222
25 სექტემბერი 2022 18:27
2
თქვენ ბიჭო ჯერ ერთმანეთის დაჭმას გადაეჩვიეთ ეგ გირჩევნიათ ყველას აქ,ვითომ პატრიოტებო მართლა.ერთმანეთის დახვრაში ხართ მთელი ერი მაგაზე მეტი მტრობა რაღა გინდათ.
ჰეჰე
25 სექტემბერი 2022 23:00
6
ეს ურაპაწრიოწები გადამრევენ რაა @ გამომივიდნენ აქ ექსპერტები და აჩიზე და სხვა სპეციალისტებზე მაგარი მცოდნეები @ წამოვიდა ეგ ბიჭი სხვებივით რუსეთიდან და არც პოლონეთში არ დაიტოვეს და არც სხვა მსურველი გამოუჩდა და რა ექნა ძალიშ შეტენვოდა ?? ან გენტისნაირ ბოსელში წასულიყო და ჩაკვეტაძესავით დაეღუპათ ?@@ (თუმცა იქაც არ იწვევდნენ) დაბრუნდა იქ იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო ჯერ ერთი კონტრაქტი ქონდა და რომ არ დაბრუნებულიყო ცუდ სანქციებს მიიღებდა ფიფა-უეფასგან(ამაში ისინი მაგრები არიან და დიდხარნს არ ალოდინებდნენ) დაბრუნდა და სანქციებიც აიცილა და ფორმასაც არ დაკარგავს ! უნიჭიერესი და მებრძოლი ბიჭია და დარწმუნებული ვარ მომავალი მინიმუმ 10 წელი ნაკრების ძირითადი და წამყვანი ნახევარმცველი იქნება ! ჩვენთვის მთავარია რომ ნაკრებს და ქართულ ფეხბურთს გამოადგეს და მოსკოვის დინამო კი არა თუნდაც გროზნოს ახმატში ითანაშოს და ივარჯიშოს 1-2 წელი !
zura222
25 სექტემბერი 2022 18:49
10
რამდენი ნაბიჭვარი ყავს ამ ერთ ციცქნა ქვეყანას გაგიჟდება კაცი. ხელშეკრულება რა არის იცით? მერე პირსაგამტეხლო რა არის იცით? ვინ გადაუხდით ამ ჯარიმას აბა ერთი თქვით. კრეტინი სანაია, თუ დეგენერატი პატარაია? დააყეთ ტრ..ი ერთ ადგილზე თუ არ გინდათ...
ჟორა
25 სექტემბერი 2022 17:48
9
გუშინ ჩამოთრეულმა რუსებმა უკვე ისწავლეს ქართული თუ ვინ დაანაგვიანა ეს ფორუმი რუსული პროპაგანდისტული ტყუილებით?!
ქ. გ.
25 სექტემბერი 2022 19:01
9
სპრტსმენი შე იხვო, სპორტსმენი.ისწავლე რა, ბოლოს და ბოლოს.
ლევანი
26 სექტემბერი 2022 19:06
0
პოლიტიკურად გაუნათლებელო სპორცმენებო!
პოლიტიკურ თემატიკას ნუ ეხებით!
ქ. გ.
25 სექტემბერი 2022 19:03
15
სპორცმენი რას ნიშნავს?
ლევანი
26 სექტემბერი 2022 19:04
1
აჩის-სამი-და-ოთხი-ჭკუა-აქვს-ეს-ცნობილი-ფაქტია-ამიტომაც-ხშირად-დიდაქტიკოსობს-გვარიგებს-მოკლედ-გრიბოედოვისა-არ-იყოს-გორე-ოტ-უმა-დაემართა-ჩვენი-ძმა-რა-გჭირს-ვის-წინაშე-უნდა-დაიცვა-ვალდებულება-უცხვირპირო-რუსების-წინაშე?!-რომლებმაც-მილიონჯერ-დაარღვიეს-საქარტველოს-წინაშე-აღებული-ვალდებულება(სხვადასხვა-დროს)-მარტო-აფხაზეთში-რამდენჯერ-ბოლოს-შევარდნაძემ-და-ელცინმა-ცეცხლის-შეწყვეტის-შესახებ-ხელშეკრულებას-მოაწერეს-ხელი-ჩვენ-გავიყვანეტ-მძიმე-არტილერია-ამ-არაადამიანებმა-კი-1-სექტემბერს-გახსნეს-ცეცხლი-რასაც-ბავშვების-მსხვერპლი-მოჰყვა-კირიონის-წიგნი-"როლ-ივერიი-ვ-რაზვიტიი-კულტური-რასსიი"-წაიკიტხე-იქ-მოყვანილია-საგულისხმო-ფაქტი-რუსეტის-მხრიდან-ვალდებულებების-დარღვევისა-ახლა-შენ-თუ-ნიანია-გყავდა-რუსი-და-მაგიტომ-წამლავ-ატმოსფეროს-შენი-აზრებით-მაშინ-ეგრე-თქვი-ვასია
agmsarebeli
25 სექტემბერი 2022 18:57
15
ჯიგარი ხარ აჩი !!! აი ამიტომ უყვარხარ ხალხს რომ ყოველთვის სიმართლეს ამბობ მიკიბ-მოკიბვის გარეშე ! მეტი საქმე არ გვაქვს რომ სანაია--მაქარა--შუბლაძისნაირებს ვუსმინოთ @ როგორც თვითონ მათ და ქართულ ფეხბურთს გამოადგება ისე უნდა მოიქცეს ყველა ფეხბურთელი ! გავა 1-2 წელი და გაგნიძე რომ ნაკრების ძირითადი ნახევარმცველი გახდება ისევე მადლიერი ვიქნებით როგორც რუბინის და სლუცკის მადლიერები ვართ ხვიჩა რომ გაზარდეს ასე მაგრა პირველ რიგში ფიზიკურად ! რუბინის სკოლა რომ არ გაევლო ეხლა ნაპოლიში 1 ტაიმიც ვერ გაძლებდა ფიზიკურად !
zura222
25 სექტემბერი 2022 18:15
17
ვეთანხმები ამ შემთხვევაში. შენმა ძმამ წაიყვანოს ჰალში სანამ გამოუგდიათ იქედან
!!
25 სექტემბერი 2022 15:51
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული