"200 000-დან 99% იძახის, იქ რა უნდაო? როგორ, რა უნდა?! ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! " - აჩი არველაძემ გაგნიძის სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა

AutoSharing Option
Crystalsport-ის Youtube არხზე გადაცემა "ბურთი და მოედნის" სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ, რომელმაც ლუკა გაგნიძის შესახებ ისაუბრა:

"გასაგებია ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხი, რომელთანაც ხელი გაქ მოწერილი, თამაშობ, გპატრონობენ, ფულს გაძლევენ, გაჭმევენ, გასმევენ, ვალდებულება ხო არსებობს?!

ამ ლუკა გაგნიძეზე, რომ გადაირივნენ... ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! - ხელს ხო აწერ, ფულს იღებ? - არიქა, გამოაქციეთ... მეც მინდა, რომ მადრიდის "რეალში" თამაშობდეს, მაგრამ მოსკოვის "დინამოშია" და ძალიან კარგადაც თამაშობს.

რა ვქნათ ახლა?! 200 000-დან 99% იძახის იქ
რა უნდაო? - როგორ, რა უნდა?! რას ნიშნავს რა უნდა? ხელი მოაწერა წავიდა და თამაშობს... ეხლა ხო არ წასულა იქ, რომ გვეთქვა ამ პერიოდში იქ რამ წაიყვანაო?!

იგივეა ხვიჩას ამბავიც... ვინმემ რაზე უნდა თქვას "რუბინზე" აუგი, რა დაუშავეს? წაიყვანეს, ათამაშეს, რაღაცა დონეზე ხო მიიყვანეს და აგერ ეხლა ყველამ ვიცით სადაც არის და ხვალ ზეგ შეიძლება ოქროს ბურთი აიღოსო ვიძახით...

მეც არ მიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც მე პატივი მცა, მიპატრონა, მომეხმარა, ვინც ფული გადამიხადა, მოვუბრუნდე და რამე ისეთი ვთქვა?!

არ უნდა ავურიოთ... ასარევის და საგინებლის მეტი რა არის მაგათაზე პოლიტიკურად რომ ვთქვათ? მილიონი მიზეზი გაქვს და რაღა იმას ეძებ, რომ 20 წლის ბიჭი გამოვიდეს და შეაფურთხოს, ეგეთი რამე არ არსებობს... რატომ უნდა ქნას? რა დაუშავა მოსკოვის "დინამომ" ამ ბიჭს? ძირითადში ათამაშებენ და ხვალ-ზეგ გახდება ერთ-ერთი საუკეთესო.

მე რომ მკითხო, კვარამ პელე კომენტარი გააკეთა. 20 წლის ბიჭმა თქვა, წამოვიდე ისე, როგორც სამშობლოს სჭირდებოდა ისე გავაკეთეო... მეტი რა უნდა ეთქვა? სახელები ჩამოეთვლაა და დახვრეტა მიესაჯა იმათთვის? ფეხბურთელებს რას ვთხვოთ... ომი იქნება? ჩამოვა ყველა იომებს, ან ვერ იომებს, ზოგს შეიძლება ფეხი სტკიოდეს, ზოგმა სროლა არ იცოდეს... გააკეთონ რა ამ ბიჭებმა თავისი საქმე რასაც აკეთებენ...

მე მაგალითად მოსკოვის "დინამოში", რომ ქართველი თამაშობს ამას იცი როგორ ვუყურებ? კიდევ ერთი ქართველი გვყავს იქ, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის. რთული არ არის მაგისთვის ეხლა იქ ყოფნა? ვითომ ეხლა რიგი უდგას "ბარსელონა", "რეალი" და ეს არიქა გადააკვდა მოსკოვის "დინამოს"...

ძაან რთულია ახალგაზრდა ბიჭისთვის ამხელა ქვეყანაში ტრადიციულ გუნდში თამაშობს... კვარა, რომ რუსეთიდან წამოვიდა, გამზადებული იყო და 99% იცოდა სადაც მიდიოდა, ზურიკოს სიტუაცია ასე არ იყო... ეხლა გაგნიძემ რა ქნას, დაანებოს ფეხბურთს საერთოდ თავი თუ რა ქნას? მიდი, ლუკა, იქ ითამაშე მაგრად", - ამბობს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 77 /
აი რუსეთის ნაცვლად წაიკითხეთ აფხაზეთი და იგივენაირად წაიკითხეთ. მაგ დროსაც მოვესწრებით მალე, ქართველები აფხაზურ კლუბებში ითამაშებენ, მათ დროშას ააფიალებენ და საქართველოში გამართლდება აი ასე როგორ აჩი ამართლებს
c
25 სექტემბერი 2022 16:41
28
შენ იდიოტი ხარ ხო ??? ##
zura222
25 სექტემბერი 2022 18:23
4
კი საბჭოთა პასპორტები გადაყარეს,მას პარტბილეთებიც მიაყოლეს და როცა ეროვნული ხელისუფლება მოვიდა,ისევ იმ პასპორტებს,ისევ იმ პარტბილეთებს დაუბრუნდენ და ეროვნული ხელისუფლება დაამხეს,რუსების საამებლად.
თქვენ ალბათ ისევ ის ხალხი ხართ,ან მათი შთამომავალნი,რომლებსაც ფურთხება,გინება,ლანძღვა და წყევლა პატრიოტობა გგონიათ და ამ ბიჭებსაც აქეთკენ მოუწოდებთ,რომლებიც თქვენ აზროვნებაში მილიონჯერ გჯობიათ,არ ხართ თქვენ ის ხალხი ვისაც მომავალი თაობა უნდა გენდოთ,მათ თქვენზე კარგად იციან რას და როგორ აკეთებენ,რისთვის და ვისთვის აკეთებენ.
თქვენ თქვენი ურა და ყალბი პატრიოტიზმი:გინების,წყევლისა და ფურთხებისა,უკანალის ჩვენებისა,თქვენთვის შეინახეთ,მომავალში გამოგადგებათ
თერჯოლელი
26 სექტემბერი 2022 14:42
5
უადგილოდ გამოხტომას ვერ გადაეჩვია.
ანდრი
26 სექტემბერი 2022 12:03
7
მადლობა ჯუღელს რომ ეს ბიჭები რუსეთში წაიყვანა, გამოაშკარავეთ ვინ იყო ამ და კიდევ სხვა ბიჭების დინამოდან გაშვების ინიციატორი და საერთოდ ჩამოვაშოროთ ფეხბურთს რადგანაც ის ღუპავს ქართულ ფეხბურთს. მწვრთნელს რომ გადამწყვეტი როლი ეკისრება კარგად გამოჩნდა თბილისის დინამოში და საბურთალოში და ის ხალხი ვინც სადაც დანიშნავენ ყველგან ამჟღავნებენ თავის უცოდინობას სხვა საქმით უნდა დაკავდნენ. ვერ მომინელებია რომ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ თამა–შისას მწვრთნელმა კვარაცხელია და დავითაშვილი შეცვალა და იმ დროისათვის საუკეთესო ბიჭები ერთდროულად არცერთხელ არ ათამაშა და ამისათვის არავინ განსაჯა. ან იმავე ახალგაზრდულმა რომ ფარერებთან 0–3 წააგო ... დააწინაურეს კი მაგრამ სად არის ლოგიკა? ახია თელაველებზე თუ გავარდებიან.
თეიმურაზ რეხვიაშვილი
25 სექტემბერი 2022 17:08
7
და თელავი რა შუაშია?!
ნიკო
25 სექტემბერი 2022 22:44
0
სჰენს გუნდს მიხედე, აპერისტო, უნიცჰო,მალე მაქიდანაც გამოგაბუზურებენ.
mesi
25 სექტემბერი 2022 15:43
53
რაო ეგ დაგაბარა მაქარამ ასე დაუწერეო ? შენ და შენისთანები აჩისნაირ მაგარ ხალხზე საერთოდ როგორ ბედავთ და კუდს წევთ @@@
zura222
25 სექტემბერი 2022 18:29
5
მესი თუ ნაციონალი იყო არ ვიცოდი.
Odala
26 სექტემბერი 2022 07:38
2
იქნებ ოჯახს უჭირს როგორც საქართველოს ოჯახების უმრავლესობას და ეს ბიჭი ინახავს,რატომ ამაზე არ ფიქრობთ.ქვეყანას რუსი ოლიგარხი განაგებს და რუსეთს კოჭს უგორებს და რაღა ამ პატარა ბიჭს მიადექით თქვე ძალათ პატრიოტებო.
სირცხვილია
11 იანვარი 2023 18:13
2
აჩი ჩემი ძმა ყველაფერში კაცობა და ღირსებაა საჭირო, თუ ხვიჩამ და ზურიკომ ბათუმის დინამო იკადრეს, ლუკასაც უნდა ეკადრა თბილისის დინამოს, რა ასეთ ტალანტს თბილისის დინამოში დაკარგავდნენ? მაგრამ ფული უმნიშვნელოვანესია რამაც მიაღებინა გადაწყვეტილება.. ლუკამ თავისი საქმე იცის და წარმატებები მაგრამ მინუსებშია იმედია გამოასწორებს კარგი თამაშით და ნაკრები და ხალხი ვაპატიებთ
Baduri
11 იანვარი 2023 13:46
5
ვინ გეკითხება? რა შენი საქმეა ვინ სად წავა სათამაშოდ თუ სა.......როდ? ოღონდ იპოვონ რაიმე ან ვინმე და იმწუთასვე ჭკუის დარიგებაზე არიან, შენთვის რა იცი, სხვას რო ასწავლო? სხვის საქმეში ცხვირის ჩამყიფს, ცხვირს ახევენ, დაიმახსოვრე!
Ანზორი
26 სექტემბერი 2022 01:47
15
ეს ბიჭი ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა,თავი დაანებეთ მის შეურაცხყოფას და საერთოდ,პოლიტიკა და სპორტი,რომ გავმიჯნოთ კარგი იქნება.
Sake
29 სექტემბერი 2022 10:21
5
ხვიჩასთვისაც რომ შეგეწია ერთი ორი სიტყვა კაი იქნებოდა.
რაღაცნაირად იმ არანორმალურ ბულინგს გადავრჩებოდით ხვიჩას გულშემატკივრები, მგონია, რომ ხვიჩაზე მეტად განვიცადეთ ბევრმა ის რაც იმ დღეებში ხდებოდა.
მაგრამ ჯანსაღად იმის გამოთქმის უფლება დაგვიტოვეთ, რომ არ მოგვწონს ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელების რუსეთში თამაში.
თუმცა ამას მარტო დივანზე წამოწოლილი აზრის გამოთქმა არ შველის, შიდა ჩემპიონატის გაძლიერება უნდა მოხდეს, რომ არ წავიდნენ ჩვენი ფეხბურთელები რუსეთში, სადაც უკეთესს პირობებს და სათმაშო დროს სთავაზობენ. რეალი და ბარსა არ ეძახის და მოდი პირდაპირ რუსეთში წავიდეს, ეგ მიდგომა არ მეჩვენება სწორად.

!!
26 სექტემბერი 2022 15:45
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული