"200 000-დან 99% იძახის, იქ რა უნდაო? როგორ, რა უნდა?! ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! " - აჩი არველაძემ გაგნიძის სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა

AutoSharing Option
Crystalsport-ის Youtube არხზე გადაცემა "ბურთი და მოედნის" სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ, რომელმაც ლუკა გაგნიძის შესახებ ისაუბრა:

"გასაგებია ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხი, რომელთანაც ხელი გაქ მოწერილი, თამაშობ, გპატრონობენ, ფულს გაძლევენ, გაჭმევენ, გასმევენ, ვალდებულება ხო არსებობს?!

ამ ლუკა გაგნიძეზე, რომ გადაირივნენ... ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! - ხელს ხო აწერ, ფულს იღებ? - არიქა, გამოაქციეთ... მეც მინდა, რომ მადრიდის "რეალში" თამაშობდეს, მაგრამ მოსკოვის "დინამოშია" და ძალიან კარგადაც თამაშობს.

რა ვქნათ ახლა?! 200 000-დან 99% იძახის იქ
რა უნდაო? - როგორ, რა უნდა?! რას ნიშნავს რა უნდა? ხელი მოაწერა წავიდა და თამაშობს... ეხლა ხო არ წასულა იქ, რომ გვეთქვა ამ პერიოდში იქ რამ წაიყვანაო?!

იგივეა ხვიჩას ამბავიც... ვინმემ რაზე უნდა თქვას "რუბინზე" აუგი, რა დაუშავეს? წაიყვანეს, ათამაშეს, რაღაცა დონეზე ხო მიიყვანეს და აგერ ეხლა ყველამ ვიცით სადაც არის და ხვალ ზეგ შეიძლება ოქროს ბურთი აიღოსო ვიძახით...

მეც არ მიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც მე პატივი მცა, მიპატრონა, მომეხმარა, ვინც ფული გადამიხადა, მოვუბრუნდე და რამე ისეთი ვთქვა?!

არ უნდა ავურიოთ... ასარევის და საგინებლის მეტი რა არის მაგათაზე პოლიტიკურად რომ ვთქვათ? მილიონი მიზეზი გაქვს და რაღა იმას ეძებ, რომ 20 წლის ბიჭი გამოვიდეს და შეაფურთხოს, ეგეთი რამე არ არსებობს... რატომ უნდა ქნას? რა დაუშავა მოსკოვის "დინამომ" ამ ბიჭს? ძირითადში ათამაშებენ და ხვალ-ზეგ გახდება ერთ-ერთი საუკეთესო.

მე რომ მკითხო, კვარამ პელე კომენტარი გააკეთა. 20 წლის ბიჭმა თქვა, წამოვიდე ისე, როგორც სამშობლოს სჭირდებოდა ისე გავაკეთეო... მეტი რა უნდა ეთქვა? სახელები ჩამოეთვლაა და დახვრეტა მიესაჯა იმათთვის? ფეხბურთელებს რას ვთხვოთ... ომი იქნება? ჩამოვა ყველა იომებს, ან ვერ იომებს, ზოგს შეიძლება ფეხი სტკიოდეს, ზოგმა სროლა არ იცოდეს... გააკეთონ რა ამ ბიჭებმა თავისი საქმე რასაც აკეთებენ...

მე მაგალითად მოსკოვის "დინამოში", რომ ქართველი თამაშობს ამას იცი როგორ ვუყურებ? კიდევ ერთი ქართველი გვყავს იქ, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის. რთული არ არის მაგისთვის ეხლა იქ ყოფნა? ვითომ ეხლა რიგი უდგას "ბარსელონა", "რეალი" და ეს არიქა გადააკვდა მოსკოვის "დინამოს"...

ძაან რთულია ახალგაზრდა ბიჭისთვის ამხელა ქვეყანაში ტრადიციულ გუნდში თამაშობს... კვარა, რომ რუსეთიდან წამოვიდა, გამზადებული იყო და 99% იცოდა სადაც მიდიოდა, ზურიკოს სიტუაცია ასე არ იყო... ეხლა გაგნიძემ რა ქნას, დაანებოს ფეხბურთს საერთოდ თავი თუ რა ქნას? მიდი, ლუკა, იქ ითამაშე მაგრად", - ამბობს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 77 /
ჯიგარი ხარ აჩი !!! აი ამიტომ უყვარხარ ხალხს რომ ყოველთვის სიმართლეს ამბობ მიკიბ-მოკიბვის გარეშე ! მეტი საქმე არ გვაქვს რომ სანაია--მაქარა--შუბლაძისნაირებს ვუსმინოთ @ როგორც თვითონ მათ და ქართულ ფეხბურთს გამოადგება ისე უნდა მოიქცეს ყველა ფეხბურთელი ! გავა 1-2 წელი და გაგნიძე რომ ნაკრების ძირითადი ნახევარმცველი გახდება ისევე მადლიერი ვიქნებით როგორც რუბინის და სლუცკის მადლიერები ვართ ხვიჩა რომ გაზარდეს ასე მაგრა პირველ რიგში ფიზიკურად ! რუბინის სკოლა რომ არ გაევლო ეხლა ნაპოლიში 1 ტაიმიც ვერ გაძლებდა ფიზიკურად !
zura222
25 სექტემბერი 2022 18:15
17
არავინ არ თხოვს მოსკოვის დინამოს შეაფურთხე და აგინეო.
რრრ
25 სექტემბერი 2022 18:05
8
ფსევდო პატრიოტიზმი მოიკითხეთ სუფრაზე რომ ჭიქებს არახუნებთ და მერე დუფრის გარეთ საქართველოს დაცვას რომ ურაპატირიოტიზმს ეძახით . ქართველ ვაჟკაცს მტერი აჭმევს პურს და ნორმალური გგონიათ. რამე პრინციპი არის რაც ამ ერს აქვს? აი როგორც ქართველი რო არ იკადრებს .. ვინ ეუბნება ამათ ან დინამო ან რუბინი აგუნონ , მაქსიმუმ აფხაზეთი საქართველოა თქვიო თხოვს ხალხი და ამათ, ვაჟკაცებს , ეშინიათ
T.b
25 სექტემბერი 2022 18:05
16
და რომელმა თქვა უარი აფხაზეთი საქართველოა-ს თქმაზე ?? შენ და შენნაირი ურაპაწრიოწები ხართ ზუსტად ეგეთები რაც თქვი @ და ომი რომ დაიწყოს პირველები თქვენ მოკურცხლავთ @ მტერი "კი არ აჭმევს პურს" თავის პურს თავისი შრომით გამოიმუშავებს ! და შენ და შენნაირები მიტინგებზე ძრომიალის მეტს არაფერს აკეთებთ და ზუსტად რუსეთიდან გამოგზავნილ პურს ჭამთ და გაზს ხმარობთ @ დუ ასეთი მაგარი პაწრიოწები8 ხართ უარი თქვით მაგათზე!!
zura222
25 სექტემბერი 2022 18:55
11
მოდი რა, ნუ გამოდიხართ შენ და შენი ძმები ყველაზე "ჭკვიანები"! ქართველ ქომაგს არაფერი ეშლება და არც გაგნიძეს არ სჭირდება შენი "ადვოკატობა"
არველაძე-ს
25 სექტემბერი 2022 18:00
15
გადაუარეთ ბიჭს და ალა არ სჭირდება ქომაგობა? ვინმემ ამოიღო ხმა ამ ბიჭის დასაცავად?
Odala
26 სექტემბერი 2022 07:44
1
რამდენი ნაბიჭვარი ყავს ამ ერთ ციცქნა ქვეყანას გაგიჟდება კაცი. ხელშეკრულება რა არის იცით? მერე პირსაგამტეხლო რა არის იცით? ვინ გადაუხდით ამ ჯარიმას აბა ერთი თქვით. კრეტინი სანაია, თუ დეგენერატი პატარაია? დააყეთ ტრ..ი ერთ ადგილზე თუ არ გინდათ...
ჟორა
25 სექტემბერი 2022 17:48
9
სიმართლეს ამბობს არჩილ არველაძე,გაგნიძემ კი შრომა უნდა გააგრძელოს და განვითარებაზე იფიქროს, მოსკოვის დინამო არ არის რიგითი კლუბი, საკმაოდ სახელიანი კლუბია არა მარტო რუსეთში ევროპაშიც კი.კიდევ ვამბობ გაგნიძე უნდა გააგრძელოს შრომა და პასუხი გასცეს თავისი შრომით და ფეხბურთის სიყვარულით ვითომ პატრიოტებს,მალე მოვა ის დრო გაგნიძე უკეთეს ლიგაში და უკეთეს კლუბში ვიხილავთ, მერე იქნება საინტერესო ეს ვაიპატრიოტები რას იტყვიან.
qomagi
25 სექტემბერი 2022 17:45
7
დროა გადმომცე ხელისუფლება, რადგან აიღე ვალდებულება. და ბოლოს უნდა მიგეწერათ; მაფიას გრძელი ხელები აქვს..ორიგინალშიც ესეა; „„უ ნას დლინიე რუკი“! .
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
25 სექტემბერი 2022 17:43
7
ლუკა სცორედ აკეტებს უნდა იგ იტამასშოს რუსეტში
david
25 სექტემბერი 2022 17:33
10
FIFA და UEFA გაძლევს უფლებას დატოვო რუსეთი. ეს უფლება უნდა გამოიყენო.
რუსები გარბიან რუსეთიდან. ქართველს რა უნდა რუსეთში?!
ქ. გ.
25 სექტემბერი 2022 17:17
29
пУтриоты рашкастана!
Отвечу вам на вашем языке.
Идите вслед за русским кораблём!
ქ. გ.
25 სექტემბერი 2022 18:57
3
და სად წავიდეს ჭკუისკოლოფო ბარემ ისიც ურჩიე ! იქნება შენ გაუშანსო ბარსა და რეალი თუ არა სდმე აიაქსში დორტმუნდში ან ეგეთ გუნდში ჰააა ??
zura222
25 სექტემბერი 2022 18:21
9
ყველა გამოხმაურება
მადლობა ჯუღელს რომ ეს ბიჭები რუსეთში წაიყვანა, გამოაშკარავეთ ვინ იყო ამ და კიდევ სხვა ბიჭების დინამოდან გაშვების ინიციატორი და საერთოდ ჩამოვაშოროთ ფეხბურთს რადგანაც ის ღუპავს ქართულ ფეხბურთს. მწვრთნელს რომ გადამწყვეტი როლი ეკისრება კარგად გამოჩნდა თბილისის დინამოში და საბურთალოში და ის ხალხი ვინც სადაც დანიშნავენ ყველგან ამჟღავნებენ თავის უცოდინობას სხვა საქმით უნდა დაკავდნენ. ვერ მომინელებია რომ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ თამა–შისას მწვრთნელმა კვარაცხელია და დავითაშვილი შეცვალა და იმ დროისათვის საუკეთესო ბიჭები ერთდროულად არცერთხელ არ ათამაშა და ამისათვის არავინ განსაჯა. ან იმავე ახალგაზრდულმა რომ ფარერებთან 0–3 წააგო ... დააწინაურეს კი მაგრამ სად არის ლოგიკა? ახია თელაველებზე თუ გავარდებიან.
თეიმურაზ რეხვიაშვილი
25 სექტემბერი 2022 17:08
7
და თელავი რა შუაშია?!
ნიკო
25 სექტემბერი 2022 22:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული