"გასაგებია ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხი, რომელთანაც ხელი გაქ მოწერილი, თამაშობ, გპატრონობენ, ფულს გაძლევენ, გაჭმევენ, გასმევენ, ვალდებულება ხო არსებობს?!
ამ ლუკა გაგნიძეზე, რომ გადაირივნენ... ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! - ხელს ხო აწერ, ფულს იღებ? - არიქა, გამოაქციეთ... მეც მინდა, რომ მადრიდის "რეალში" თამაშობდეს, მაგრამ მოსკოვის "დინამოშია" და ძალიან კარგადაც თამაშობს.
რა ვქნათ ახლა?! 200 000-დან 99% იძახის იქ
იგივეა ხვიჩას ამბავიც... ვინმემ რაზე უნდა თქვას "რუბინზე" აუგი, რა დაუშავეს? წაიყვანეს, ათამაშეს, რაღაცა დონეზე ხო მიიყვანეს და აგერ ეხლა ყველამ ვიცით სადაც არის და ხვალ ზეგ შეიძლება ოქროს ბურთი აიღოსო ვიძახით...
მეც არ მიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც მე პატივი მცა, მიპატრონა, მომეხმარა, ვინც ფული გადამიხადა, მოვუბრუნდე და რამე ისეთი ვთქვა?!
არ უნდა ავურიოთ... ასარევის და საგინებლის მეტი რა არის მაგათაზე პოლიტიკურად რომ ვთქვათ? მილიონი მიზეზი გაქვს და რაღა იმას ეძებ, რომ 20 წლის ბიჭი გამოვიდეს და შეაფურთხოს, ეგეთი რამე არ არსებობს... რატომ უნდა ქნას? რა დაუშავა მოსკოვის "დინამომ" ამ ბიჭს? ძირითადში ათამაშებენ და ხვალ-ზეგ გახდება ერთ-ერთი საუკეთესო.
მე რომ მკითხო, კვარამ პელე კომენტარი გააკეთა. 20 წლის ბიჭმა თქვა, წამოვიდე ისე, როგორც სამშობლოს სჭირდებოდა ისე გავაკეთეო... მეტი რა უნდა ეთქვა? სახელები ჩამოეთვლაა და დახვრეტა მიესაჯა იმათთვის? ფეხბურთელებს რას ვთხვოთ... ომი იქნება? ჩამოვა ყველა იომებს, ან ვერ იომებს, ზოგს შეიძლება ფეხი სტკიოდეს, ზოგმა სროლა არ იცოდეს... გააკეთონ რა ამ ბიჭებმა თავისი საქმე რასაც აკეთებენ...
მე მაგალითად მოსკოვის "დინამოში", რომ ქართველი თამაშობს ამას იცი როგორ ვუყურებ? კიდევ ერთი ქართველი გვყავს იქ, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის. რთული არ არის მაგისთვის ეხლა იქ ყოფნა? ვითომ ეხლა რიგი უდგას "ბარსელონა", "რეალი" და ეს არიქა გადააკვდა მოსკოვის "დინამოს"...
ძაან რთულია ახალგაზრდა ბიჭისთვის ამხელა ქვეყანაში ტრადიციულ გუნდში თამაშობს... კვარა, რომ რუსეთიდან წამოვიდა, გამზადებული იყო და 99% იცოდა სადაც მიდიოდა, ზურიკოს სიტუაცია ასე არ იყო... ეხლა გაგნიძემ რა ქნას, დაანებოს ფეხბურთს საერთოდ თავი თუ რა ქნას? მიდი, ლუკა, იქ ითამაშე მაგრად", - ამბობს არველაძე.
1- თავის დროზე, რუსეთის გარდა ევროპის სხვა ლიგა ვერ მოუძებნეთ(?!)
2-რუსეთის კლუბებს კარგა ხანი არ მისცემენ ევროპის საკლუბო ტურნირებში თამაშის უფლებას,და თუ მიცემენ,შეიძლება ა ზ ი ი ს საკლუბო ტურნირებში მოისროლონ-ევროპა ეზიზღებათ და რა ესაქმებათ მათთან(?!),თან ეს უკვე ევროპელებმაც გაითავისეს და...
3-რუსეთში ბევრი ძალიან ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ჩაიხრჩო,ევროპაში რომ ვარსკვლავი გახდებოდა
4- ხვიჩა კვარაცხელიასაც შეიძლება თავი ვერც დაეხსნა რუსეთისაგან-ომი რომ არ დაწყებულიყო...და რუსეთის ჩემპიონატის ისეთია-3-4 სეზონის მერე ფეხბურთელი რეგრესირდება- მოტივაციას კარგავს და...
5-ბოლო-ბოლო გ ა ი გ ე თ- გ ა ი თ ა ვ ი ს ე თ- რუსული იმპერია,რუსი ხალხი მტერია ქართველი ერის,ქართული სახელმწიფოს,თან მ ე ნ ტ ა ლ უ რ ი, მსოფლმხედველობრივი... მტერი(!),მარტო ბოლო 30 წელოწადში-2 რეგიონის ოკუპაცია, ქართველთა ეთნოწმენდები მოგვიწყვეს,იქ უძვწლესი ქართული ტაძრები რუსულად გააკეთებს-ქართი კვალი-ისტორიის მოსპობისათვის და საქართველოს სახელმწიფოს ლიკვიდაციას, რომ მე-3-ედაც ოცნებობენ-ცდილობენ...და თუ ეს ნებისმიერმა ქართველმა სპორტსმენმა-არ გაითვალისწინა,ე.ი.არად დაგიდებს საკუთარი ერის ტკივილს,წუხილს, განცდას...-რა გასაკვირია,რომ დადებითი დამოკიდებულება- ნაკლებად ექნება(?!).ე.ი ასე გამოდის- მ კ ი დ ი ხ ა რ თ ჩემი ქართველი ხალხი,ოღონდ ფული ვიშოვო-ოო და...არაა(?!)
გასაგებია,ყველა სპორტსმენს თავისი გზა აქვს,მაგრამ მ ა ო ნ ც, ჯერ პიროვნებად აღიქმები- რჩები, და მერე სპორტსმენად... ცხოვრება ასეთია!
ყველა გადაცემაში ხვიჩას საშინელი ბულინგი მიდიოდა და მაგ ტელევიზიებში აჩის ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს, ყველა ჟურნალისტს იცნობს და მის სიტყვას ბევრი ითვალისწინებს, ხომ შეიძლებოდა ერთი ჩართვა მაინც მოეთხოვა და ხალხი ჩაეყენებინა საქმის კურსში, ერთი სიტყვა მაინც ეთქვა, ხალხო ნუ გადაუვლით ამ ბიჭს, მერე შეგრცხვებათო :)
არ იყო ხვიჩას ფსიქოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვანი? თუ ყველამ ფეხებზე დაიკიდა რა მოუვიდოდა?
ნეტა ვის არ უნდოდა მისი რუსეთიდან წამოსვლა, მარა გახსენებაც არ მინდა რაც იკადრეს.
შოთიმ საერთოდ ცეცხლზე ნავთი დაასხა და თქვა, რომ ახლავე წავიყვანდი ჰალსიტიში მაგრამ არ წამოვაო, ხალხმა ისე გაიგო, არ წამოვა ანუ რუსეთს არ მიატოვებსო და ეგრევე ახალი ტალღა აგორდა.
როცა ხვიჩას დასჭირდით და ელემენტარული სიტყვის წაშველება მნიშვნელოვანი იყო არავინ გამოსულა ფეხბურთის სფეროდან და მისთვის სიტყვა არ შეუწევია. ახლა რაც გინდათ ის ილაპარაკეთ...
იმ დღეებს ვერ ვინელებ, უბრალოდ ყველა ბინძურ კომენტარზე ცრემლები მახრჩობდა და კაციშვილი რომ არ დაუდგა გვერდით.
რუსეთუმეს და თინა კანდელაკს რომ ეძახდა ნახევარი საქართველო და ამას ჩვეულებრივად იტანდნენ კალაძეებიც, არველაძეებიც,კობიაშვილებიც,ხიზანიშვილებიც და ყველა სხვა ფეხბურთში გარკვეული ხალხი.
ამდენი დაუმსახურებელი ტალახის სროლა და ლანძღვა არავინ გააპროტესტა
ქეცბაიას გარდა, მაგის მერე უფრო მეტად ვაფასებ ქეცბას.
გაპროტესტებაში იმას კი არ ვგულისხმობ, ისევ ნაცებად და ქოცებად გაყოფილიყვნენ და ერთმანეთი ელანძღათ, უბრალოდ როგორც ახლა აჩი აყალიბებს არგუმენტირებულად, ისე უნდა ჩამოეყალიბებინა მაშინაც და აეხსნა ხალხისთვის რას ნიშნავს კონტრაქტი და როგორ უნდოდა ხვიჩას თავად რუსეთის დატოვება, და როგორ დატოვებდა როცა იქნებოდა ამის საშუალება, მაგრამ ეგ არავინ გააკეთა, მასას ინფორმირება არ გაუწია და ყველაზე საუკეთესო ვინ გვყავს ის გადაათელინა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!
ერთს ვიტყვი თუ სადმე აქვს წასასვლელი როგორც ქართველი ვალდებულია წამოვიდეს მაქედან.
მითუმეტეს რომ რუსულ ფეხბურთ ახლო მომავალში არანაირი პერსპექტივა არ აქვს და თვითონ რუსებიც გაიქცევიან ვინმე რო პატიჟებდეს.
აგერ შენგელია გადავიდა ცსკაში და შემდეგ თავად აღნიშნა შეცდომა იყო ჩემი იქ გადასვლაო.
როცა დღეს მთელი პროგრესული კაცობრიობა გმობს რუსეთის სიმხეცეს უკრაინაში.
კიდევ ვამბობ თუ წასასვლელი გაქვს უნდა წამოხვიდე მაქედან ეს არის 2x2