გაირკვა რამდენი მიიღო "რუბინმა" კვარაცხელიას ტრანსფერში

AutoSharing Option
"რუბინის" ხელმძღვანელობა არ ამხელდა, რამდენი მიიღო "ნაპოლიში" ბათუმის "დინამოდან" გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში. ყაზანური კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ამბობდა, რომ იმედია რაღაც თანხა მათაც შეხვდებოდათ. თუმცა, ცხადი იყო, რადგან პრეტენზიებს არ გამოთქვამდნენ, უკმაყოფილოები არ იყვნენ.

Transfermarkt-ი იტყობინება, რომ "რუბინმა" 8 მილიონი ევრო მიიღო. ნეაპოლურმა კლუბმა ხვიჩა 10 მილიონად შეიძინა და დარჩენილი 2 მილიონი, ალბათ, ბათუმის "დინამომ" და შუამავლებმა მიიღეს.

ადრე "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ "კორიერე დელო სპორტს" განუცხადა, რომ ხვიჩას ტრანსფერში თავიდან 30 მილიონი მოსთხოვეს და მაშინვე შეწყვიტეს
მოლაპარაკება, შემდეგ კი მისი შეძენა 10 მილიონად შეძლეს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
იღორა რუბინმა, 30 მოითხოვა და ბოლის 8 მილიონს დასჯერდა.
გიორგი
28 სექტემბერი 2022 11:01
2
ბათუმის პრეზიდენტი...არჩილ ფიფია)))
გიუშა
28 სექტემბერი 2022 09:43
1
არ შეიძლებოდა ამ სტატიის გამოქვეყნება ბნელი ხალხისთვის. გული ეტკინებათ და ინფარტი არ დაემართოთ!
დათო
29 სექტემბერი 2022 00:47
1
Rva milions ki ara rvaas evros ar mivcemdi ram gaagija batumi amxela tanxa rogor misces vigaceebs.
Ucxo
28 სექტემბერი 2022 14:02
12
ბათუმს ვინ კითხავდა ეგ ჩერეზ უეფა ხდება, აბა ეგრე რო არ იყოს წავა ერთი გადაგდება გადმოგდებები და ბარდაგი.
skaro
28 სექტემბერი 2022 17:13
0
არ მიცემდა და გამოუწერდენ ვირის აბანოს კლუბის პრეზზიდენტს.
დააბრალებდენ ომი გინდაო და ეგეთებს :)
ეხლა რუსეთს ხო არ გაანაწყენებდენ
las
28 სექტემბერი 2022 15:36
4
არ გადაუხდიდა?სააკაშვილის რეჟიმი კიარაა,ვისაც უნდა ცოტას გადაუხდის,ვისაც უნდა საერთოდ არ გადაუხდის,ვისაც უნდა აახევს და მისთ,არ გადაუხდიდა და ისეთ სანქციებს დაუწესებდა უეფა კლუბს,რო წელში ვერ გასწორდებოდნენ
დათიკო დაჩია
30 სექტემბერი 2022 18:27
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული