სლუცკი ხვიჩაზე: ბრილიანტი მყავდა, ტიროდა, მისთვის ფეხბურთი დისნეილენდია - ახლა სრულიად სხვა დონეზეა

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

- მოდით, ვარჯიშებით დავიწყოთ. ხალხისთვის მნიშვნელოვანია გაიგონ, როგორ წარმოაჩენს ვარჯიშებზე მოთამაშე თავს, რისი მეშვეობით ვხედავთ მის სიახლეებს. როგორი იყო კვარაცხელია ვარჯიშებზე?
- როდესაც "რუბინში" მოვედი, კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდა იყო. ჩემთვის ეს მართლაც სერიოზული გამოცდა გახლდათ, რადგან მოვედი გუნდში, რომელიც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები მქონდა, მაგრამ პირველ ვარჯიშზე კვარაცხელიას მონაწილეობით ზოგიერთი მომენტი როგორც კი ვნახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ შესანიშნავი არჩევანი გავაკეთე.

არ ვიცოდი, გუნდისთვის სიტუაცია როგორ
განვითარდებოდა,
გავარდებოდა თუ არა, თუმცა ვიცოდი, რომ მე ეს ბრილიანტი მეყოლებოდა, ვინაიდან ვარჯიშზე მისი ტალანტის მიხვედრას 5 წუთი სჭირდება. ეს ძალიან ადვილია. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს, მასაც ჰქონდა ზოგიერთი განსაკუთრებული თვისებები, მეტადრე საქციელი.

პირველ ვარჯიშზე ასეთი ეპიზოდი მოხდა: ერთი მოთამაშე ვარდნაში წავიდა, კვარა კი წაიქცა და ტირილი დაიწყო. გავიფიქრე: "შეუძლებელია". პირველი ვარჯიშია და საუკეთესო ფეხბურთელმა შეიძლება ტრავმა მიიღო, შეიძლება ფეხი მოიტეხა, არ ვიცი".

როდესაც ერთი წუთის შემდეგ წამოდგა და თამაში ისე გააგრძელა, თითქოს არაფერიც არ მომხდარა, დავუსტვინე და ვუთხარი: "არა, ეს შეუძლებელია. ეს სერიოზული თამაშია, ფეხბურთი მამაკაცების თამაშია, ხოლო თუ ამისათვის მზად არ ხარ, თუ ბიჭი ხარ და არა მამაკაცი, ეს კარგი არაა".

მასთან დაკავშირებით უცნაური ვითარება იყო: ტკივილს აბსოლუტურად ვერ იტანდა.  ყოველი ვარდნის შემდეგ ტირილს იწყებდა. ეს პირველი. მეორე ფეხბურთს ეხება. მან არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა საკუთარი საუკეთესო უნარები. ყველგან დრიბლინგზე მიდიოდა, სულერთია ჰქონდა თუ არა თავისუფალი სივრცე, წინ მიიწევდა. მიდიოდა ცხრა მოთამაშის წინააღმდეგ, ხუთის წინააღმდეგ, ერთის წინააღმდეგ - განსხვავება არ არსებობდა.

კიდევ ერთი პრობლემა - კონტაქტს მუდამ გაურბოდა, ვარდნებს. ესეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. როცა ასეთი ფანტასტიკური დრიბლინგი გაქვს, ასეთი ფიზიკური მონაცემებით, ეს ნიშნავს, რომ შენს წინააღმდეგ ხშირად წამოვლენ ვარდნაში. ის კი თავს არიდებდა. მაგალითად, მოტყუებაზე ადრე მიდიოდა.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ორი რამ გავიგე: ვიმუშავებდი ბრწყინვალე მოთამაშესთან, რომლის ნიჭსაც ჭერი არ გააჩნია, რომელსაც შეუძლია განვითარება და დონით ზეცის მიღწევა. მეორე - ღმერთმა მოგცა ერთი, მაგრამ არ მოგცემს სხვა რამეს.

ხვიჩა მშვიდი არაა, ტკივილს ვერ იტანს, კონტაქტს გაურბის - ეს მინუსები. კვარაცხელიასთვის სპეციალური პროგრამა იყო, ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით, ინდივიდუალური ტაქტიკური გაკვეთილები გვქონდა. თუ ტირილს დაიწყებდა, ვცდილობდი ვარჯიშიდან გამომეყვანა.

ფეხბურთი მას მოსწონს, როგორც ბავშვს - თითქოს დისნეილენდია. შენ თუ ტირილს იწყებ, თუ ვარჯიშიდან წახვალ, მეტად ვეღარ მოხვდები დისნეილენდში.

ეს დიდი სამუშაოა, მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე კი არა, რადგან ის 100%-იანი ნიჭის პატრონია. ვიცნობ ხვიჩას მამას, მან ძალიან განავითარა, დრიბლინგი მისცა, ინდივიდუალური უნარები. თუმცა, თუ ხასიათზე ვილაპარაკებთ, სიტუაციებზე, სადაც ამის გამოყენება მაქსიმალურად შესაძლებელია - იქ დიდი სამუშაოს შესრულებაა საჭირო.

კვარასი ძალიან მადლობელი ვარ, რამეთუ ძალიან კარგად ვურთიერთობდით, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. ყოველ ვარჯიშზე ვუხსნიდი, ვუხსნიდი, ვუხსნიდი კონტაქტებზე, ტრავმებზე, ტკივილებზე, მოთმენაზე, ხასიათზე, იმაზე, როგორ უნდა გამოეყენებინა თავისი საუკეთესო თვისებები. ვფიქრობ, რომ ახლა სუსტ მხარეებზე მკითხავთ - ლუჩანო სპალეტი რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაცვის დახმარებაზე იტყვის.

ამჟამად ის ამ ასპექტში სამჯერ უფრო უკეთესია, ვიდრე მაშინ, როცა მუშაობა დავიწყეთ. იმ დროს მისი დაცვითი უნარები ნულოვანი იყო. ახლა ზონის გადაკეტვა შეუძლია, მოძრაობა, ხანდახან ვარდნაში წასვლა. რაც ყველაზე მთავარია: პირდაპირ ახლა ყველა გადაწყვეტილებას სწორად იღებს. მისი დრიბლინგი ძალიან საჭიროა. ყოველ სიტუაციაში. ბურთს კარგად ინარჩუნებს და როგორც მოთამაშე, სრულიად სხვა დონეზეა.

ხვიჩას ყველა მატჩს ვუყურე, ყველა თამაშის შემდეგ ვსაუბრობდით - ტელეფონით ან შეტყობინებებით და ყველა სიტუაციის გაანალიზებას ვცდილობთ. რა თქმა უნდა, ლუჩანო მისი ბოსია, მაგრამ მე ჩემის მხრივ დახმარებას ვცდილობ.

მკითხველის კომენტარები / 64 /
კარგად დააკვირდით როგორ პიარს უკეთებს თავის თავს სლუცკი.ცუდი ამაში არაფერია,მაგრამ ზღვარს გადადის.კარგია რომ ამბობს ბრილიანტია,ზედა ზღვარი არა აქვს,მაგრამ მთავარი არსი მაინც თავისი თავის ქებაა.ამას კი ბევრი დასაცინი რამ მოაყოლა.წითელ ხაზებს კვეთს.ნაპოლიში მართლა გაბრაზდებიან,სპალეტი ენერგიას არ იშურებს ხვიჩა ტოპფეხბურთელად რომ აქციოს და ეს კიდევ თურმე რჩევა-დარიგებებს აძლევს ხვიჩას,თანაც რას ეუბნება ღმერთმა იცის.კოლეგიალობაც არ ცოდნია.მომავალში ხვიჩა 100 მლ.და მეტადაც შეიძლება გაყიდონ და სლუცკის უაზრო დარიგებები ვის ჭირდება.
გიგა
02:11 30-09-2022
1
სლუცკი მაგარი შებერტყ.ლია,თავის თავს პიარს უკეთებს,ხვიჩას კი დასაცინს ხდის.იცის ხვიჩა რა სიმაღლესაც შეწვდება და თავს იწონებს მე გავზარდეო.ტაქტიკური თამაში რომ ესწავლებინა ახლა სპალეტი აღარ იწვალებდა. მადლობა სლუცკის იმაში რომ ხელი არ შეუშალა ხვიჩას თვით განვითარებაში.სხვა რა,რა ბაგაჟითაც მივიდა ხვიჩა, იმ ბაგაჟით წამოვიდა.მესიჯიც მაგარი გაგზავნა,ხვიჩას ფეხებში ურტყით და თამაშს აღარ გაამწვავებს,მშიშარა და მტირალა არისო. ახლა მისი დარიგება ხვიჩას არ ჭირდება და თავი გაანებოს,მაგრამ ვიცი არ შეეშვება,არც სიომინი.ან ეს ვისღა დაკარგვია,არშავინს შეადარა ხვიჩა ნიჭით.ხვიჩა ანგრევს იტალიურ და ბრიტანულ სქემებს,ნახაზებს და ფეხბურთს ძველებურ სილამაზეს და ოსტატობას უბრუნებს.ცუდი იყო ჯორჯ ბესტის,თუნდაც მესხის,გუცაევის და სხვა დიდი გარემარბების ყურება? ახლა ფეხბურთი ბიზნესია და ფეხბურთელები კი არა სქემები დარბიან წინ და უკან.ევროპამ ძლივს ნახა ფეხბურთელი,რომელიც სხვა ფეხბურთელს ატყუებს და შედეგსაც დებს.ამიტომ გადაირივნენ.სტადიონზე ემოციებმა და გრძნობებმა იმატა,მარტო შედეგზე ორიენტირება ბიზნესია,მეტი არაფერი. ახლა ხვიჩასნაირებს აარჩევენ მოწინააღმდეგის სქემების დასანგრევად.ეს სხვათაშორის ნეიმარმა და მბაპემაც ვერ შეძლეს იმ დონეზე,როგორც ამას ხვიჩა აკეთებს.მალე სპალეტიც მიხვდება იმას,რომ ხვიჩას ენერგია დაცვით ფუნქციების შესრულებას არ უნდა შეწიროს.ხვიჩას თავისუფლება უნდა მისცე ისე,როგორც მესის აძლევენ.ხვიჩას ადგილას სლუცკის ვეტყოდი, ჩემს დაცინვას მოეშვი თორემ ერთ ადგილას გაგაგზავნითქო.ხვიჩა დიდ სიმაღლეებს რომ მიაღწევს სლუცკი იტყვის ახლაც ჩემი დარიგებებით თამაშობსო.ევროპაში უნდა ალბათ მწვრთნელობა და ყველა თამაშის შემდეგ მორიგ სისულელეს დაფრქვავს.მაგის პიარისტი თავი რა ვთქვი მე...
გიგა
01:47 30-09-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული