"გარდიანმა" ლუკა პარკაძე 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა

AutoSharing Option
17 წლის ქართველი ფეხბურთელი, ლუკა პარკაძე ცნობილმა და ავტორიტეტულმა გამოცემა The Guardian-მა 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა.

კლუბი: თბილისის "დინამო"

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ასაკი: 17 წლის

"რთული სათქმელია, რამ განაპირობა ევროპული კლუბების ყურადღება, გერმანიის 17-წლამდელებთან შესანიშნავმა თამაშმა, თუ ჩეხეთის 17-წლამდელებთან გამარჯვების მომტანმა გოლმა, თუმცა პარკაძე გრანდებმა მალევე შეამჩნიეს, ლუკა მრავალმხრივი ფეხბურთელია და ბევრი გამორჩეული უნარი აქვს, თანაბრად კარგია 8 ნომრისა და 10-იანის პოზიციაზე, როდესაც მის თამაშს დააკვირდებით, შეამჩნევთ თუ რა მარტივად შეუძლია მეტოქეების ჩამოცილება, ასევე საკვანძო პასის გაკეთება, დარტყმების
განხორციელება ორივე ფეხით შეუძლია, პარკაძის დებიუტი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 17 წლის ასაკში შედგა, "ბაიერნის" კამპუსის დირექტორმა იოხან ზაუერმა კი განაცხადა:

"ჩვენი სკაუტები, მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდნენ, ლუკამ ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა, როდესაც მიუნხენში სინჯებზე იმყოფებოდა, ამიტომ, მოხარულები ვართ, რომ მომავალ სეზონში (2023 წელს) ჩვენს რიგებს შემოეუერთდება" - განაცხადა ზაუერმა.

შეგახსენებთ, პარკაძე ამ სეზონს თბილისის "დინამოს" რიგებში გაატარებს, მომავალ ზაფხულს კი მიუნხენის "ბაიერნს" შეუერთდება.


მკითხველის კომენტარები / 7 /
"გარდიანის" არჩევანს რუსული მედიის გამოხმაურება მოჰყვა. Championat.com-მა შენიშნა, რომ პერსპექტიულ ფეხბურთელებს შორის არცერთი რუსი არ არის, მაშინ, როცა პოსტსაბჭოთა სივრციდან, იგივე ლუკა პარკაძის გარდა, აქ არიან სომეხი გარნიკ მინასიანი ("ურარტუ II") და ყირგიზი ბექნაზ ალმაზბეკოვი ("გალათასარაი U19").
ა.კ
21:58 29-09-2022
0
2-3 მაგარი ბიჭი გვინდა 2024 მდე.მიკვირს გოჩოლეიშვილს რატო არ აძლევენ შანსს,მე რასაც ვუყურებ მაგარი ბიჭია ეგ,კაკაბაძეს ბევრად ჯობია
Levani
19:25 29-09-2022
0

სიახლეები პოპულარული