სიომინი: ხვიჩას ფასი შეიძლება 100 მილიონი გახდეს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასმა შეიძლება 100 მილიონ ევროს მიაღწიოს.

"ტალანტის მიხედვით ხვიჩა არშავინის თანაფარდია. ფეხბურთის ასეთი ოსტატების ჩამოთვლა ხელის თითებზეა შესაძლებელი. შეიძლება 100 მილიონი ევრო ღირდეს. მთავარია მისი პროგრესი უწყვეტი იყოს.

საჭიროა აგრეთვე გუნდის ლიდერის როლთან გამკლავებაც ისწავლოს. ამას ყველა ვერ ახერხებს. ერთია, როდესაც რამდენიმეჯერ გაიბრწყინე და ყველა გააკვირვე და სრულიად სხვა, როცა გულშემატკივრები შენგან მუდმივად მაღალი დონის თამაშს ელიან. მოლოდინის გამართლება აუცილებელია, რაც რთულია", - ციტირებს სიომინს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 19 /
არშავინი ვინ ოხერია?
ერთი რუსი კომენტატორის სიტყვები გამახსენდა, - ყიფიანი გავრილოვის სტილში თამაშობსო...
ILIA
23:54 29-09-2022
1
რა არშავინი ხუმრობს? მაინც წაურუსა სიომინმა
ქართველი
22:57 29-09-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული