"სტრატოსფერულია" - როგორც იქნა, სპალეტიმ კვარაცხელია აღიარა!

AutoSharing Option
"ნაპოლის" "ტორინოსთან" გამარჯვებასა (3:1)  და ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ნეაპოლური კლუბის საიტი გამოეხმაურა:

"ნაპოლი" ცეცხლს ანგისასა და კვარაცხელიას საფირმო გოლებით ანთებს. შაბათ
დღეს "მარადონაზე" "ლაჟვარდოვნებმა" 40 წუთში შოუ მოაწყვეს. კვარაცხელიამ ჯადოსნურად თავისი ჩვეული პროგრესიით გაიბრწყინა, მეურვეებს დაუსხლტა, დრიბლინგისას თითქოს ბალახი "დაწვა" და განუმეორებელი გოლი დახატა. "ნაპოლიმ" სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, სამშაბათს ამსტერდამში თამაშობს და გუნდის წარმატებები მხოლოდ იწყება".

ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ქართველის შესახებ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპლეტიმ გააკეთა: "პირველ ტაიმში კვარაცხელიას იმიტომ დავუძახე, რომ მინდოდა უფრო მოედნის სიღრმეში
დაეწია, რათა ცენტრიდან შეტევის მეტი საშუალება ჰქონოდა. "კვარა" გასაოცარია, ბურთის დაფარვა, დრიბლინგი და თავისუფალი პარტნიორის მონახვა ეხერხება - ორჯერ ზილენსკის პასი გაუკეთა. ვარიანტებისას სათამაშო გადაწყვეტილების მიღებისას მართლაც სტრატოსფერულია".

მკითხველის კომენტარები / 26 /
სპალეტი ყოველთვის აღიარებდა და იცის რა ბრილიანტიც ყავს გუნდში ის კიდევ უფრო მეტად ზრდის კვარას როგორც პროფესიონალს მოტივატორიცაა ასე რომ შევეშვათ მის გაკრიტიკებას
BAGGIO
21:22 01-10-2022
4
მე სპალეტის უფრო ვრცელი და სიღრმისეული თარგმანი მაქვს კვარას შესახებ.


ლუჩანო სპალეტი - კვარა არის ფეხბურთელი, რომელზეც ფსონი შეიძლება დადო. მას შეუძლია მცველზე მარტო წასვლა და მომენტის შექმნა, რადგან ეს სრულყოფილად გამოსდის. ეს წარმოუდგენელად კარგი თვისებაა. ხვიჩამ დღეს ორი დრიბლინგი გააკეთა, ბოლოს კი ჟელინსკის ძალიან კარგი პასი მისცა. კვარა ამას იოლად აკეთებს, როდესაც სხვებს საამისოდ დიდი შრომა სჭირდებათ. სხვებმაც მეტი უნდა იმუშაონ, რომ იგივე გააკეთონ. ხვიჩა ფანტასტიკური მოთამაშეა, მაგრამ თუ ჩვენ არ შეგვიძლია შეტევა, როგორ აკეთებს ამას? ის უნდა შეუშვა შეტევის ხაზზე.
რატომ დავუყვირე კვარაცხელიას რამდენიმეჯერ? პოლიტანომ რამდენიმე სპრინტი გააკეთა, როგორც კვარაცხელიამ. ეს არის ის, რაც ჩვენს მნიშვნელოვან მომენტებში უპირატესობას გვიქმნის. კვარას ვთხოვე, ცენტრისკენ გაწეულიყო, რადგან „ტორინო“ გვიტევდა და ამ დროს კონტრშეტევის და კარში დარტყმის მეტი შანსი გაჩნდა, ხვიჩას კი კარგი დარტყმები აქვს. სადაც მეტოქის დაცვაში პრობლემებია, იქით უნდა წახვიდე“, – განაცხადა ლუჩიანო სპალეტიმ.
Anjelo
00:03 02-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული