"ოპტიმალური ფორმისგან შორს ვარ" - გიორგი ქვილითაია კვიპროსულ მედიასთან საუბრობს

AutoSharing Option
"აპოელის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ "ლიმასოლთან" მატჩის შემდეგ (0:0) კვიპროსულ გამოცემა Sport-fm-თან კომენტარი გააკეთა.

ქართველი ფორვარდის თქმით, ტრავმის გამო 5-თვიანი უთამაშებლობის შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში დასაბრუნებლად დრო სჭირდება.

"შედეგით და ჩემი თამაშით იმედგაცრუებული ვარ. ტრავმის შემდეგ, ვცდილობ, ფორმაში ჩავდგე. ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვსურს, უკეთესები უნდა გავხდეთ და საშინაო მოედანზე გამარჯვებების მოპოვება დავიწყოთ. დრო მჭირდება, ბევრს ვიმუშავებ და აუცილებლად დავბრუნდები" - განაცხადა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, გიორგიმ ამ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში 5 თამაში ჩაატარა და თავი 1 შედეგიანი პასით გამოიჩინა. მისი "აპოელი"
კი 8 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.

altგიორგი ქვილითაიამ "აპოელთან" კონტრაქტი გააფორმა

მკითხველის კომენტარები / 5 /
შენ ვინც ფეხბურთელობა დაგაბრალა..
status quo
19:01 03-10-2022
10
ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელია და უინტელეკტო,არაა ამის ადგილი ნაკრებში
dato
21:57 03-10-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული