დავითაშვილის ჩინებული საგოლე გადაცემა - "ბორდომ" გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთში ისევ გამოიჩინა თავი.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურში „ბორდომ“ გასვლაზე „ლავალი“ 2:1 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა დავითაშვილმა წინა ტურში, სადებიუტო მატჩში, გამარჯვების გოლი გაიტანა, ამჯერად კი საგოლე გადაცემა გააკეთა. როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ის კონტრშეტევისას საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, ფინტებით მარჯვნივ შეიწია და ჰონდურასელ თავდამსხმელ ალბერტ ელისს ქუსლით საგოლე პასი გაუკეთა. ზურიკო 82-ე წუთზე შეცვალეს, ჟირონდელებმა კი კვლავ გაიმარჯვეს.

„ბორდო“ 20 ქულით ლიდერია და 8 ოქტომბერს „მეცს“ უმასპინძლებს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე იცავს.

ლავალი. „ფრანსის
ლე ბასერი“

ლავალი - ბორდო 1:2
გოლები: 0:1 მაჯა (5), 1:1 მაჯიოტი (56), 1:2 ელისი (69)

altდებიუტიც ასეთი უნდა - ზურიკომ საფრანგეთში გამარჯვების გოლი გაიტანა! [VIDEO]

alt"ზურიკოსგან ეს ყველამ დავინახეთ... გეტყვით, მასში განსაკუთრებულად რა მომეწონა" - "ბორდოს" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა

alt"ლეო მესი არის არგენტინელი დავითაშვილი" - "ბორდოს" გულშემატკივარმა საქართველოს ჰიმნი შეძლებისდაგვარად იმღერა და ზურიკოც შეაქო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა კომენტარებია ვერ გავიგე ვინმეს მონაყოლით აკომენტარებთ?
ზურიკომ დიაგონალურად მთელი საჟარიმო და დაცვა "გადახნა" და მერე გააკეთა ქუსლით პასი - რა ვერ დაინახეთ?
ზურას ერთ ნაკლს ვამჩნევ: ფეხის ტერფებზე მყარად ვერა დგას, თითის წვერებით დარბის "ქართულის" მოცეკვავესავით, ამიტომ ხშირად ეცემა.
გაუსწოროს ვინმე სპეციალისტმა სანამ ახალგაზრდაა კარგი იქნება!
პლეხანოვზე გაზრდილი
04 ოქტომბერი 2022 13:54
2
ზურიკო საუკეთესო ხარ.
ლუკა
04 ოქტომბერი 2022 13:19
0
სრულ თამაშს ვუყურე და ძალიან ბევრი დაკარგვა ქონდა. ორთაბძოლებშიც იშვიათად გამოდიოდა გამარჯვებული. ისე აქტიური იყო და პასიც კლასნი გამუვიდა.წარმატებები ზურიკოს.
კობი 74
04 ოქტომბერი 2022 11:15
0
ყოჩაღ, საგოლე პასი მაგარი იყო.
ეს ერთი და სხვა მრავალი!
გიორგი
04 ოქტომბერი 2022 10:04
0
ნაკრებშიც რომ გააკეთოს პასები, არ იქნებოდა ურიგო. რაღა ნაკრებში ეძალებათ ეგოიზმი?
Რაგბის ფანი
04 ოქტომბერი 2022 09:47
4
კარგია ზურიკო, სუუულ ცოტათი თავი რო აეწია პრაგმატულ, 100% პასს დროულად მისცემდა, რაც იქნებოდა უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელის მოქმედება. იგივე მოხდა ნაკრებშიც, ვაკოზე არ მიცემული პასი, მჯერა გამოასწორებს.
დავით
04 ოქტომბერი 2022 09:44
0
ვერ მისცემდა.ჯერ ერთი იმიტომ,რომ თვითონ აპირებდა დარტყმას,მეორეც იმიტომ,რომ მცველებისაგან ბურთის დასაცავად,კორპუსი მარცხნივ ჰქონდა გადახრილი და ბურთს მარცხენა მხრით იცავდა.ასე წონასწორობა დაკარგული კი,მარჯვენა ფეხით,ზუსტ და რბილ პასს,სავარაუდოდ ვერ გაუკეთებდა.ხომ მისცა მეორე პარტნიორს პასი,თვითონ კი შეხტა,რომ დარტყმისათვის ხელი არ შეეშალა,თუმცა ელისმა დარტყმა ვერ გარისკა,ბურთი უკან დაუბრუნა და უკვე წონასწორობა აღდგენილმა ზურიკომ,ქუსლით დაუბრუნა ბურთი ელისს,რომელიც,ამ მომენტში,უკვე თავისუფალი იყო.მანაც დაარტყა და გაიტანა
რაც ტელევიზიაში აჩვენეს,ბორდოს კარში გაუქმებული გოლი,მეც მომეჩვენა,რომ თამაშგარე არ იყო,თუმცა შესაძლოა სხვა მიზეზით გააუქმეს.არ ვიცი.
სოსო
04 ოქტომბერი 2022 11:32
0
ამის მერე ლავალს ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს და პენალტიც არ დაუნიშნეს.მსაჯი 0
გოგა
04 ოქტომბერი 2022 01:22
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული