ნიდერლანდურმა De Telegraaf-მა მატჩამდე კომენტარი ამსტერდამული გუნდის ყოფილ ფორვარდ შოთა არველაძეს სთხოვა და რა თქმა უნდა, საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას შეეხო.
ირკვევა, რომ დაახლოებით 1 წლის წინ, 2021 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ქართველი შემტევის შეძენა "აიაქსს" შესთავაზეს, თუმცა ნიდერლანდელებს მოთხოვნილი თანხა ეძვირათ.
"გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხვიჩა ამსტერდამელებს შესთავაზეს, იმხანად "კვარას" რუსეთში არცთუ ისე კარგი სტატისტიკა ჰქონდა. რუსებმა 15 მილიონი ევრო მოითხოვეს, რაც ნიდერლანდელებს ეძვირათ,
"კვარას" უდიდესი კლასი აქვს. ის ტანმაღალია და ორივე ფეხით ძალიან ძლიერად თამაში შეუძლია. მას განსაკუთრებულობას ის სძენს, რომ როგორც მცირე, ისე დიდ სივრცეში, ძალიან კარგია.
რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოგივა, როგორც გინდა, მაგრამ ის მოედანზე ყოველთვის მართებულ გადაწყვეტილებებს იღებს.
კვარაცხელია ნამდვილი "ქილერია". ის თამაშს კითხულობს და მისი არასწორი გადაწყვეტილება არ მახსენდება. ის უბრალოდ მიდის ბურთთან და კლავს მას.
"აიაქსისთვის" უკეთესი იქნება, რომ ბურთი რაც შეიძლება დიდხანს აკონტროლოს და ქართველმა ის რაც შეიძლება იშვიათად მიიღოს. ერთი-ერთზე ფეხბურთელთან ის არ უნდა დატოვონ, რადგან ასეთ შემთხვევაში ხვიჩა ძალიან ძლიერია", - ამბობს არველაძე.