"კვარაცხელიასთვის მთავარი ახლა სწორედ ესაა" - რუსეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ხვიჩაზე

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დიმიტრი ბულიკინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

-ძალიან კარგია, რომ ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე გატანა მოახერხა. ის ძალიან მოტივირებულია და მუდმივად ცდილობს, რომ თამაში გააუმჯობესოს.

მთავარია, რომ არ გაჩერდეს! დიდი პოტენციალი აქვს და მან ეს რუსეთშიც დაამტკიცა.

- როგორ ფიქრობთ, რა არის ის ფაქტორი, რის გამოც კვარაცხელიამ ასე მალე მოახერხა "ნაპოლიში" ადაპტაცია?

- დიდი მოტივაცია, სპალეტის ნდობა და კარგი ფიზიკური ფორმა. კვარაცხელიასთვის მთავარია არ მოდუნდეს, თორემ შეიძლება ტრავმა მიიღოს, მერე კი მოთხოვნები შეუმცირო საკუთარ თავს.

- როგორ ფიქრობთ,
მოიგებს ის "ნაპოლისთან" ერთად ამ სეზონში სერია A-ს?

- შეიძლება, მაგრამ ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

altბოლო 58 წელში პირველად - კვარაცხელიას "ნაპოლიმ" აიაქსს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მარცხი აგემა

alt"ძალიან ბედნიერი ვარ, ოცნება ამიხდა!" - "კვარას" კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლის შემდგომ

alt"მატჩის შემდეგ ხვიჩამ ბოდიში მოიხადა" - სპალეტიმ "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 8 /
ხალხო, არ არის ჯანსაღი მდგომარეობა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სპორტულ ვებ-გვერდზე ყველა სიახლე კვარას ირგვლივ ტრიალებს - ვინ რა თქვა, როგორ შეხედა, როგორ გაუხარდა, ვის შეადარეს და ა.შ. აცადეთ იმ ბიჭს ცხოვრება, ნუ ჩამოვეკიდებით მთელი საქართველო მას. ნუ ავკიდებთ საქართველოს გაბრწყინების მისიას. ძალიან ახალგაზრდაა ჯერ, უზომო წნეხია მისთვის. შეიცოდეთ!
დავითი
15:22 05-10-2022
8
სად არიან ის უამრავი გამწარებული რუსი ვაი გულშემატკივარი, ხვიჩა ბათუმის დინამოს მეტს მაინც ვერ გაქაჩავს და იყოს მანდო. რა ნაპოლი, სკამის სახეხად მიდისო და სხვა უამრავი ღვარძლიანი კომენტარით. ბოღმისგან ხომ არ გასკდით უკვე?
გურჯი
16:39 05-10-2022
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული