"ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სტატია პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემამ, "დეილი ექსპრესმა" მიუძღვნა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:
"ჩელსის" ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო უპირატესობა აქვს. მან ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული თამაშით "მარადონას" მეტსახელი დაიმსახურა და პრემიერლიგის გუნდებს მომავალში ხელში ჩასაგდებად, ბრძოლის გარდა, სხვა არჩევანი არ დაუტოვა. საქართველოს ნაკრების წევრი პროგრესირების ამჟამინდელი ტემპით შეიძლება მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი გახდეს, რადგან დაცვის გარღვევას როგორც ევროპაში, ასევე კონტინენტური ევროპის სტადიონებზე აგრძელებს.
კვარაცხელია "ნაპოლიმ" 9 მილიონ ფუნტად შეიძინა და როგორც ჩანს, თუ მის გაყიდვას დათანხმდება, შეუძლია კიდევ ერთი ტრანსფერი განსაცვიფრებელ
ფასად განახორციელოს. 21 წლის ქართველმა, რომელმაც "ლივერპული" ნაწილებად დაშალა, მოწოდების სიმაღლეზე იყო სამშაბათს, როდესაც "ნაპოლიმ" გამაოგნებელ მატჩში "აიაქსი" ამსტერდამში 6:1 გაანადგურა.
საინტერესოა, რომ, როგორც ამბობენ, მაღალრეიტინგული ფეხბურთელის შეძენაზე ზაფხულში "ტოტენჰემმა" და "ლიდსმა" უარი თქვეს, მაგრამ თუ კვარაცხელიამ ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით თანმიმდევრითობისა და პროდუქტიულობის დონე შეინარჩუნა, სულ ცოტა ხნის შემდეგ პრემიერლიგის კლუბები ისევ დაუკავშირდებიან. ახლა ირკვევა, რომ თუ ოდესმე ტრანსფერის გაჩარხვას შეეცდებიან, ინგლისის "დიდი ექვსეულის" გუნდებიდან "ჩელსის" ნაკლებად სავარაუდო უპირატესობა ექნება.
სოციალურ ქსელებში "ამოტივტივდა" სურათი, რომელზეც კვარაცხელიას ბავშვობაში "ჩელსის" 2006-07-ის სეზონის მაისური აცვია, რაც გვაფიქრებინებს, რომ პატარაობიდანვე ლონდონური გუნდის გულშემატკივარი გახლდათ. "ჩელსი", გრემ პოტერის ხელმძღვანელობით, რევოლუციური ცვლილებებისთვის შეტევის გასაძლიერებლად ახალ ფეხბურთელებს ეძებს და "მილანის" თავდამსხმელ რაფაელ ლეაუს სამსახურით დაინტერესდა. ლონდონური კლუბი ყურადღებით აკვირდება სერია A-ს, სადაც უკანასკნელ ხანს მაღალი კლასის ფორვარდები გამოჩნდნენ და მათ შორის პირველ რიგში ლეაუ და კვარაცხელია არიან".

თვითონ იმდენად ჭკვიანია სათადარიგო მოთამაშეს არ წავა არსად.
ბავშვობაში ჩანაცმელი მაისურები თუა მაგ ჭორების საფუძველი, ეგრე მილანის მაისურითავ აქვს ბავშვობის ფოტო და ლივერპულისაც :)
რა თქვენი გადასაწყვეტია.