Daily Express: "ჩელსის" კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერისას უპირატესობა აქვს

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სტატია პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემამ, "დეილი ექსპრესმა" მიუძღვნა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:

"ჩელსის" ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო უპირატესობა აქვს. მან ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული თამაშით "მარადონას" მეტსახელი დაიმსახურა და პრემიერლიგის გუნდებს მომავალში ხელში ჩასაგდებად, ბრძოლის გარდა, სხვა არჩევანი არ დაუტოვა. საქართველოს ნაკრების წევრი პროგრესირების ამჟამინდელი ტემპით შეიძლება მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი გახდეს, რადგან დაცვის გარღვევას როგორც ევროპაში, ასევე კონტინენტური ევროპის სტადიონებზე აგრძელებს.

კვარაცხელია "ნაპოლიმ" 9 მილიონ ფუნტად შეიძინა და როგორც ჩანს, თუ მის გაყიდვას დათანხმდება, შეუძლია კიდევ ერთი ტრანსფერი განსაცვიფრებელ
ფასად განახორციელოს. 21 წლის ქართველმა, რომელმაც "ლივერპული" ნაწილებად დაშალა, მოწოდების სიმაღლეზე იყო სამშაბათს, როდესაც "ნაპოლიმ" გამაოგნებელ მატჩში "აიაქსი" ამსტერდამში 6:1 გაანადგურა.

საინტერესოა, რომ, როგორც ამბობენ, მაღალრეიტინგული ფეხბურთელის შეძენაზე ზაფხულში "ტოტენჰემმა" და "ლიდსმა" უარი თქვეს, მაგრამ თუ კვარაცხელიამ ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით თანმიმდევრითობისა და პროდუქტიულობის დონე შეინარჩუნა, სულ ცოტა ხნის შემდეგ პრემიერლიგის კლუბები ისევ დაუკავშირდებიან. ახლა ირკვევა, რომ თუ ოდესმე ტრანსფერის გაჩარხვას შეეცდებიან, ინგლისის "დიდი ექვსეულის" გუნდებიდან "ჩელსის" ნაკლებად სავარაუდო უპირატესობა ექნება.

სოციალურ ქსელებში "ამოტივტივდა" სურათი, რომელზეც კვარაცხელიას ბავშვობაში "ჩელსის" 2006-07-ის სეზონის მაისური აცვია, რაც გვაფიქრებინებს, რომ პატარაობიდანვე ლონდონური გუნდის გულშემატკივარი გახლდათ. "ჩელსი", გრემ პოტერის ხელმძღვანელობით, რევოლუციური ცვლილებებისთვის შეტევის გასაძლიერებლად ახალ ფეხბურთელებს ეძებს და "მილანის" თავდამსხმელ რაფაელ ლეაუს სამსახურით დაინტერესდა. ლონდონური კლუბი ყურადღებით აკვირდება სერია A-ს, სადაც უკანასკნელ ხანს მაღალი კლასის ფორვარდები გამოჩნდნენ და მათ შორის პირველ რიგში ლეაუ და კვარაცხელია არიან".

მკითხველის კომენტარები / 24 /
2 სეზონი მაინც უნდა დარჩეს ნაპოლიში.ეს გუნდი ჩემი აზრით კიდევ უფრო გაიზრდება და უფრო მაგარი გახდება.
Sake
07 ოქტომბერი 2022 17:35
0
არაერთხელ აქ ნათქვამი რო კრიშტიანოს და რეალის ფანია, რაის ჩელსის გულშემატკივარი :D
ხუან რომან რიკელმე
06 ოქტომბერი 2022 15:14
2
სანამ რუბინში იყო ყოველ დღე იდებოდა ჭორები, გასაგებიც არის ყველა ნიჭიერ ფეხბურთელზე იდება, მაგრამ ახლა კარგ გუნდშია ხვიჩა და მინიმუმ ორი წელი არსად წავა. რა ჩელსი და რეალი, დავანებოთ თავი რა, ბიჭი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და ოცნებას იხდენს.
თვითონ იმდენად ჭკვიანია სათადარიგო მოთამაშეს არ წავა არსად.
ბავშვობაში ჩანაცმელი მაისურები თუა მაგ ჭორების საფუძველი, ეგრე მილანის მაისურითავ აქვს ბავშვობის ფოტო და ლივერპულისაც :)
Winter
06 ოქტომბერი 2022 11:52
0
ხვიჩას აღარ ეკითხებით ?
რა თქვენი გადასაწყვეტია.
ქიტესა
06 ოქტომბერი 2022 10:47
0
ჩელსი არის ინგლისური გრანდებიდან ერთეერთი ყველაზე უსახური გუნდი... 3 წელი არსად არ უნდა წავიდეს, მერე ვნახოთ
papai
06 ოქტომბერი 2022 10:19
5
radio cope..zamtarshi realshi gadava.me vusmine samshabats
chiva
06 ოქტომბერი 2022 09:17
1
ის რო თქვა ხვიჩა კარგ ადგილზეა და პლიუს მისი სტილიდან გამომდინარე სარისკოა პრემიერლიგაში გადასვლაო მესმის. მაგრამ რამ გაგაბოროტათ რა ძალა გათქმევინებთ, რომ პრემიერლიგა სუსტი ტურნირია?? სერია ა-ს შეიაძლება ჰქონდეს ბევრი საინტერესო თამაში მაგრამ ლა ლიგაში ფეხბურთს 6-7 გუნდი თამაშობს დანარჩენების თამაში არს სვარკა.ჩემი მეგობარი რეალი ბარსას გულშემატკივრები აღარ უყურებენ ლა ლიგას. აქ ვიღაცამ დაწერა შარშან ვოტფორდს მეტი შემოსავალი ჰქონდა ვიდრე იუვენტუსსო თანაც ამით აკნინებდა პრემიერლიგას. თუ იმის Გეშინიათ რო NBA-სავით გაიჩითება ეგ აღარ ვიცი.
დავით 2101
06 ოქტომბერი 2022 08:42
1
პრემიერლიგა კაარგია მაგრამ მეტი ინდივიდუალიმია იტალიაში თან ნაპოლი საუკეთესოა ჯერჯერობით ვნახოთ რას იზამს გრანდებთან
ჯუზეპე
06 ოქტომბერი 2022 07:11
0
ტოდ ბოელის ხელში საერთოდ ჩელსის რა ეშველება?
ჯაბა
06 ოქტომბერი 2022 07:03
1
რა იდიოტები არიაან @ მე შარშანწინ ნიუ იორკ-იანკის ბეისბოლის ქუდი მეხურა და ანუ ბეისბოლის თამაში რომ მოვინდომო იანკებს უპირატესობა ექნებათ ჩემთან კონტრაქტის ? DDDD
zura222
06 ოქტომბერი 2022 05:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული