ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროტურნირების მესამე ტურში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა და თავი გიორგი ჩაკვეტაძემ გამოიჩინა.

ევროპა ლიგა

„შტურმი“ გრაცში „ლაციოს“ უგოლოდ გაეყარა. მასპინძელთა გუნდში 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ოთარ კიტეიშვილი. „შტურმი“ F ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილზეა და 13 სექტემბერს „ლაციოს“ რომში დაუპირისპირდება.

„ცრვენა ზვეზდამ“ ბელგრადში 4:1 დაამარცხა „ფერენცვაროში“. ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა) და გიორგი ხარაიშვილი (ფერენცვაროში) განაცხადში არ იყვნენ.

„ყარაბაღმა“, რომლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი მწვრთნელმა კვლავ სათადარიგოთა შორის დატოვა, პირეოსში „ოლიმპიაკოსი“ 3:0 დაამარცხა.

კონფერენს ლიგა


„ლეხი“ სახლში „ჰაპოელს“ დაუზავდა - 0:0. პოზნანელთა
რიგებში 61-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი. „ლეხი“ C ჯგუფში 4 ქულით მეორე პოზიციაზეა და 13 სექტემბერს ბეერ შევაში „ჰაპოელს“ შეხვდება.

„სლოვანმა“ H ჯგუფში შვეიცარიაში მოულოდნელად 2:0 სძლია ლიდერ „ბაზელს“. პირველ ტაიმში ბრატისლაველებმა ორივე გოლი გიორგი ჩაკვეტაძის პასებით გაიტანეს - 35-ე წუთზე ლუკას პაუშეკმა და 45+1-ეზე ალეკსანდარ ჩავრიჩმა. გიორგიმ 59-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს, ხოლო გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. „სლოვანი“ 4 ქულით მესამე ადგილზეა და 13 სექტემბერს „ბაზელს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩაკვე 8-10 თამაშის შემდეგ სულ სხვა დონეზე იქნება. მიუხედავად იმისა რომ ხვიჩა მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული ახალგარდა ფეხბურთელებში მოწინავეა იგივე დიდი ინტერესი იქნება ჩაკვეს მიმართ, მისი საფეხბურთო აზროვნება და ტექნიკა არაფრით ჩამოუვარდება ხვიჩასას. მამარდაშვილს, ხვიჩას და ჩაკვეტაძეს განსაკუთრებული მომავალი ექნება, მთავარია ტრამვებს აარიდონ თავი.
nika
07 ოქტომბერი 2022 01:47
3
ციდან ვარსკვლავები რომ მოსწყვიტოს ჩაკვემ,სამწუხაროდ ვერ იქნება მის მიმართ მსგავსი ინტერესი რაც კვარას მიმართ, გიოს ისეთი მძიმე ტრავმა აქვს გადატანილი და იმდენად მიდრეკილია ტრავმებისკენ,რომ არცერთი ნაპოლის დონის გუნდი არ გადაიხდის დიდ თანხას და არ გარისკავს მსგავსი ფეხბურთელის ყიდვას.ფეხბურთი ბიზნესი გახდა დიდი ხანია, მძიმედ ნაავარიები მანქანას იყიდდით,რომ იცოდეთ ფაქტის შესახებ?
საქართველო
07 ოქტომბერი 2022 02:40
26
ვაუ მეორე საგოლე პასის მომენტამდე რაც გააკეთა ეს ნამდვილად ძველი ჩაკვეტაძე იყო აღფრთოვანება ვერ დავმალე ორ კცს შუა ისე გაძვრა როგორც იცოდა ხოლმე პირველი პასიც გამოძერწა მიხარია ძალიან მიხარია ეს თუ ძველი ჩაკვე გახდება ისევ ნებისმიერს დატოვებს ჩრდილში სადაც მივა გოლები უნდა შეყაროს ეხლა უნდ ა დაიწყოს გატა რომ მალე მოახდინოს დაინტერესება დიდი კლუბებიდან შიში ბოლომდე უნდა გააქროს თავის გონებიდან და თავის თავს ისევ ისე ბოლომდე უნდა ენდოს და ირწმუნოს რომ კიდევ შეუძლია მე ჩაკვესს სტილი ყველაზე მეტად მომწონს გოლები აკლია რაზეც ძალიან ბევრი შრომა მოუწევს ზუსტად ურტყავს ისევ მაგრამ სუსტად სამაგიეროდ და ჯანი უნდა დაუმატოს როცა ურტყავს. წარმატებები ჩვენო ბრილიანტო მალე გვენახე შენც შენი ძმაკაცებივით ტოპ კლუბში და ის ნატვრაც აგვიხდინეთ ქართველებს როგორ აწიოკებთ მეტოქის დაცვას და მეკარეს შენ დავითა კვარა და დანარჩენები კიდევ თქვენი ერთას ხილვა მთელ საქართველოს უნდა ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული
T.q
07 ოქტომბერი 2022 01:24
3
სად მიყავდათ ეს აზაროვი თუ არ ათამაშებდნენ საერთოდ? საღოლ მაგარი ტრანსფერია. მაგრამ მასეთი ფიზიკის პატრონი ძაან დაიჩაგრება ნებისმიერი მაღალი დონის ჩემპში, მცველისთვის ძაან სუსტია
nedved
07 ოქტომბერი 2022 01:06
2
დღეს მართლაც ძალიან კარგი მატჩი ქონდა იდეალურად წარმოაჩინა თავისი თავი წარმატებები შემდეგ თამაშებში ვფიქრობ არაფერია სერიოზული საკუთარი ფეხით დატოვა მოედანი მაგრამ მაგასაც უნდა მიეჩვიოს რამდენს ურტყამენ ფეხებში ხვიჩას მაგრამ ჩვეულებრივად აგრძელებს თამაშს სამწუხაროდ დღევანდელ ფეხბურთი საკმაოდ კონტაქტურია და უნდა მიეჩვიოს.
ლევან
07 ოქტომბერი 2022 01:05
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული