ჩვენებურმა სკუდეტოზე, ლუჩიანო სპალეტიზე და ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა:
"ჩვენ ძალიან ძლიერი მოთამაშებიით, ერთიანი გუნდი ვართ. ვფიქრობ, თუ ასე გავაგრძელებთ, იმაზე მეტს მივაღწევთ, ვიდრე ამის მოლოდინი იყო.
ჩემთვის ყოველი ტიტული და ყოველი გამარჯვება ახდენილი ოცნებაა. ამსტერდამში, ისევე როგორც მარადონას სტადიონზე ვთამაშობთ, შესანიშნავად ვიასპარეზეთ, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.
ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა მიწევს, ამიტომ ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვშრომობ. ჩემთვის ერთი რამ ცხადია - მინდა, რომ უმაღლეს დონეს
ზედმეტსახელი "კვარადონა"? - ამ საკითხზე ბევრს არ ვფიქრობ. ეს უბრალოდ შეუძლებელია... მარადონა ყველაზე და ყველაფერზე უფრო დიდია...
უბრალოდ ბედნიერი ვარ როგორც მომმართავენ - "კვარა" და მორჩა, სულ ესაა...
სპალეტისთან ურთიერთობა? - შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ის ძალიან კარგი მწვრთნელია. ის მიყურებს გარედან და მეუბნება რა შეცდომებს ვუშვებ, რა ასპექეტში მაქვს გამოსასწორებელი თამაში, რაც ძალიან მეხმარება.
ის ნამდვილი მასწავლებელია და მასთან ერთად გაუმჯობესება კიდევ უფრო შემიძლია.
რა თქმა უნდა, სკუდეტოს მოგება უდიდესი ოცნებაა. ჩემპიონთა ლიგასა და სკუდეტოს შორის არჩევანი? - მინდა, ორივე მოვიგო!
ჩემი ბავშვობის იდეალი კრიშტიანო რონალდოა. ჩემი პირველი სიყვარული კი მადრიდის "რეალიდან" გუტი იყო. თბილისში ბავშვები ვთამაშობდით თეთრი მაისურებით, სადაც ჩემივე ხელით მაისურზე გუტის სახელი მქონდა დატანილი.
მთავარი მოწინააღმდეგე სკუტედოს ბრძოლაში? ბევრი ძლიერი გუნდია, ამიტომაც ძალიან რთული იქნება... "მილანი", "ინტერი", "იუვე", "ლაციო", "რომა", "ატალანტა", "უდინეზემაც" მშვენივრად დაიწყო სეზონი.
ოჯახი თითქმის ყოველთვის აქ არის ჩემთან ერთად. მშობლები და ორი ძმა, ერთი უფროსი, ერთიც უმცროსი.
უმცროსი ძმა თორნიკე საქართველოში ფეხბურთს თამაშობს და ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდის. ერთ დღეს ისიც "ნაპოლიში" რომ გადმოვიდეს?! - რატომაც არა!
ჩემი შეყვარებული? ის თბილისში ცხოვრობს და სწავლობს და ზოგჯერ ჩემთან ჩამოდის.
ლოჩოშვილი? ჩვენ "დინამოში" ერთად ვთამაშობდით, ბავშვობის მეგობრები ვართ, ახლა კი ეროვნულ ნაკრებში ვასპარეზობთ. ძალიან მიხარია აქ მისი ნახვა, მაგრამ მის წინააღმდეგ თამაში არა...
ნეაპოლი? აქ სპორტულ ცენტრთან ახლოს ვცხოვრობ და სიმართლე გითხრათ, ქალაქი ჯერ ისე არ დამითვალიერებია, როგორც მსურს, მაგრამ რაც ვნახე, შესანიშნავია. არაჩვეულებრივი, თბილი ხალხი ცხოვრობს... ზუსტად ისეა, როგორც მითხრეს...
ასევე ძალიან კარგად იკვებებით. მაკარონი საქართველოშიც ძალინ მიყვარდა და ამ მხრივაც აქ იდეალურად ვგრძნობ თავს", - ამბობს "კვარა".
კვარაცხელია სასტარტოში სეზონში მეორედ არ დაიწყებს? - ქართული დუელის მოლოდინში
გუტი იყო ხელოვანი. ხატავდა მოედანზე, მუსიკას ქმნიდა, ხელოვნებას ქმნიდა.
რამდენჯერ მიყურებია რეალის თანაშის დროს მხოლოდ გუტისთვის. ხანდახან უბრალოდ მხოლოდ გუტის ვუყურებდი თამაშის დროს და ბედნიერი ვიყავი რომ ეს სპორტი შემაყვარა თავის დროზე მამაჩემმა
მგონი აქ დაავიწყდათ ეს ჭეშმარიტება :)
წხლა მესის გოლები არ ეტანა რას უტყოდიყ შემოქმედია და გოლის გამტანს მირჩევნიაო? :)
ჰალანდი ძალიან ძლიერია მაგრამ რათქმაუნდა რონის დონეზე ვერ ავა ვერასადროს. არ აქვს ქარიზმა და ის რის გამოც ხალხი შეიყვარებს
ვწუხვარ, რომ ჩემი კომენტარი უმრავლესობამ ამასწორად გაიგეთ.
0:0 რომ მთავრდება ისეთ თამაშებზე ვგიჟდები და გოლების გატანის წინააღმდეგი ვართქო სად დავწერე? :))
გოლების გამტან და სტატისტიკაზე დაგეშილ ფეხბურთელებს, ყოველთვის მირჩენია, ის ვინც ლამაზად ქმნის საგოლე მომენტს და თუნდაც სხვას ატანინებს.
არვიცი რაიყო აქ გაუგებარი.
ეგრე მესის enano hormonado ეძახდნენ მაგრამ რა.
გოლს რომ ქმნის ის ფეხბურთელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკვე შექმნილის გამტანითქო ეგ დავწერე. შექმნა სხვა არის და შესრულება სხვა.
მაგალითად ლივერპულთან სიმეონეს გოლი მთლიანად ხვიჩამ შექმნა, სიმეონემ მხოლოდ ფეხი დაახვესრა უკვე შექმნილს. ტაბლოზე ვისი გვარიც არის ალბათ ის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შემქმნელი? :)
შემქმნელი თავადვე რომ ასრულებს ეგ კიდე მთლად უკეთესი. ცუდია, რომ ასე უნდა ავხსნა, რადგან გაგების პრობლემა არსებობს!
და კიდევ,ჩამოყალიბებული ვარსკვლავი ამბობს ზუსტად, რომ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ვინც იმას ამბობს, უკვე ყველაფერი ვიცი და საკუთარი თავი ამოვწურეო, იმის ვარსკვლავობის რა მოგახსენოთ :))
იმედია გასაგებ ენაზე ავხსენი.
წარმატებებს გისურვებთ!
ხვიჩა სხვაა.
მე ჰოლანდის სანახავად ღამეებს ვერ გავათენებ
ხვიჩა კი, მისი თამაშის დროს რა დაგაძინებს, უყურე და ისიამოვნე.
სტატისტიკის დათვლა არაა მნიშვნელოვანი, როცა თამაშს უყურებ და ისე გსიამოვნებს, თითქოს მაგარ მუსიკას უსმენ ან მაგარ ხელოვნების ნიმუშს ათვალიერებ ჩემი აზრით ეგ არის ფეხბურთის ფენომენი. არავინ იფიქროს, რომ ამით გოლის გამტანს ვაკნინებ, რა სისულელეა, ბოლო დროს ჰალანდის მიმართ წამოვიდა ჰეითი, ტიპი სასწაული შემსრულებელია, და ეგ როგორ არ უნდა მოგწონდეს მაგრამ მე შემქმნელი ფეხბურთელები უფრო მიყვარს და მიყვარდა ყოველთვის. გემოვნების საკითხია და ამაზე დავაში თუ ვინმე სტატისტიკას მოიშველიებს უბრალოდ სისულელე იქნება.
ხვიჩას ამ ინტერვიუს რაც შეეხება, არვიცი, უკვე ჩამოყალიბებული ვარსკვლავივით ისაუბრა და არის კიდეც უკვე ვარსკვლავი. ბავშვობიდან ჩემი კუმირი ფეხბურთელების ინტერვიუებს არ ვტოვებდი და ყველა ვიცი ვის რა დონის საუბარი შეეძლო.
წარმატებები!