კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში? - საბა საზონოვი შესაძლოა, "ლაციოში" გადავიდეს

AutoSharing Option
Sport24-ის ინფორმაციით, მოსკოვის "დინამოს" 20 წლის ქართველი მცველის საბა საზონოვის დამატებით სერია A-ს ბინადარი "ლაციოა" დაინტერესებული.

"საზონოვი იყო "ლაციოს" სპორტული დეპარტამენტის სიაში, მაგრამ მისი კანდიდატურა ჯერჯერობით უარყოფილია გუნდში არსებული ლეგიონერების ლიმიტის გამო", - ეუბნება Sport24-ს რომაული კლუბიდან წყარო.

შეგახსენებთ, რომ საზონოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა და მან 21-წლამდელთა რიგებში 2 შეხვედრა უკვე ითამაშა.

მას "დინამოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და "ტრანსფერმარკეტი" მის ღირებულებას 1 მილიონ ევროდ აფასებს. 

შეგახსენებთ, რომ სერია A-ში ორი ქართველი ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) და ლუკა ლოჩოშვილი
(კრემონეზე) უკვე ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვის რად უნდა ეს რუსი რომელიც უკრაინაში შეჭრას ამართლებს..ყველა რუსი საქართველოს მტერია.
emigranti
23:35 08-10-2022
28
Memgoni cotaxanshi italielze meri qartveli iqneba seria A shi:))) xumroba diet ikos da warmatebebi!!!
Givi
15:23 08-10-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული