"ვათამაშებ თუ არა "კვარას?" - სპალეტიმ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
სერია A-ს მეცხრე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "კრემონეზეს" დაუპირისპირდება, რომლის ღირსებასაც ლუკა ლოჩოშვილი იცავს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა.

სპალეტიმ აღნიშნა, რომ ოსიმენი მომჯობინდა, მაგრამ არ გარისკავენ და დაასვენებენ, აღებული ტემპის შესანარჩუნებლად და გულშემატკივართა გასახარებლად ფეხბურთელები თავს არ დაზოგავენ, გუნდში ეიფორია არაა, მხოლოდ იმის შეგრძნება აქვთ, რომ მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვება შეუძლიათ, წინ კარგად მიიწევენ, თუმცა შეიძლება ყველაფერი უცბად შეიცვალოს, "კრემონეზე" მხოლოდ დაცვაში ღრმად კი არ ჩაიკეტება, არამედ შეტევაზეც იფიქრებს და ყველაფრის მიუხედავად, თუ ინტენსივობას შეინარჩუნებენ, მოგების
კარგი შანსი აქვთ.

"ნაპოლის" თავკაცმა ხვიჩა კვარაცხელიაა შესახებაც გააკეთა კომენტარი: "თქვენ ხშირად საუბრობთ ცალკეულ ფეხბურთელებზე, ჩემთვის კი მთავარი ერთად მებრძოლი გუნდია და არა ინდივიდუალისტები. ყოველი ფეხბურთელი პარტნიორისათვის მსხვერპლს იღებს. ეს ჩვენთვის პრეროგატიული უნდა იყოს. ზილენსკი და კვარაცხელია მწყობრში არიან, "კვარა" კარგადაა, ივარჯიშა, მისი დასვენების შესახებ კი იმას გეტყვით, რომ როდესაც მეორე ტაიმში რამდენიმეჯერ შევცვალე, გამაკრიტიკეს. დაცვაში ჩამდგარ გუნდებთან ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, როგორიც კვარაცხელიაა. ვითარებას გავაანალიზებ და შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ".

მკითხველის კომენტარები / 18 /
ალნათ ექიმებმაც შეამოწმეს და კოჭზე არანაირი პრობლემა არა აქვს ! მე ვუყურე ვარჯიშს და ჩვეულებრივად დარნოდა დაც დაქროდა და რატომ არ უნდა ათამაშოს ? აუვილებლად ათამაშენს ! ყოველ შემთხვევაში 70 წუთს მაინც და ისიც იმიტომ შეცვლის რომ მალე აიაქსთან აქვთ სათამაშო და დაასვენებს ხვიჩასაც და სხვა ლიდერებსაც
zura222
19:56 08-10-2022
0
მემგონი პირველივე წუთებიდან შეუტევს კვარა
ბაჩო
19:56 08-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული