ნახეთ, საიდან გაიტანა ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საბერძნეთის სუპერლიგის მეშვიდე ტურში, სახლში "ვოლოსთან" წაგებულ მატჩში (2:3), გოლი"პანეტოლიკოსის" თავდამსხმელმა ლევან შენგელიამ გაიტანა.

შენგელიამ მეოთხე წუთზე ცენტრში მიიღო ბურთი, კარიდან წინ გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ დაგომ მასპინძლების უპირატესობა გაზარდა. თუმცა, საბოლოოდ გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 44-ე წუთზე "პანეტოლიკოსის" ფორვარდი კარელისი გააძევა.

შენგელია 72-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 7 მატჩში 2 გოლია.

"პანეტოლიკოსი" 10 ქულით მეექვსე ადგილზეა და 16 ოქტომბერს გასვლაზე "ასტერასს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
წელს მუდმივი პრაქტიკა აქვს. იმედი მაქვს ნოემბრის ამხანაგურ თამაშებში (რომელიც იმედია გაიმართება) დააბრუნებენ ნაკრებში, ისევე როგორც ბერიძეს მისცემენ შანსს.
მოიწვიეთ ნაკრებში
09 ოქტომბერი 2022 00:03
0
საგოლ ლევა კარგი შეასრულა
ბაჩო
08 ოქტომბერი 2022 22:05
0
უკყოჩაღ. უკეთეს გუნდს იმსახურებს!
ირაკლი
08 ოქტომბერი 2022 21:52
0
ბელგია არის ქართველების სასაკლაო!ბოლო წლებში შენგელია იყო ბელგიაში საუკეთესო ქართველი ლეგიონერ რომელმაც საწყის ტურებში გოლი გოლიზე გაქონდა. დღეს კი სადაც არის ვხედავთ. ჩაკვეტაძეზეც ნევრად კარგი სტასისტიკით წამოვიდა.
Beqa
08 ოქტომბერი 2022 23:46
2
როგორ წააგეს ეს თამაში.. ვახ რა გუნდშია რაარის ეს..
ილია
09 ოქტომბერი 2022 05:33
0
Adrec vtqvi da gavimeoreb,rom cud formashi mkofi lobjanidzis gamodzaxebas es bichi unda gamoedzaxat nakrebshi bolo or tamashze...
Givi
09 ოქტომბერი 2022 12:57
3

სიახლეები პოპულარული