ხვიჩას მოპოვებული პენალტი და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ამ სეზონში მესამე თერტმეტმეტრიანი მოუპოვა და მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა, „კრემონეზეში“ კი ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და რაჰმანის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მასპინძლებმა სწრაფი კონტრიერიშით უპასუხეს და ძანიმაკიას დარტყმული ბურთი მერეტის კარის ხარიხას მოხვდა. 26-ე წუთზე კვარაცხელია საჯარიმოში ბიანჩეტიმ წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა და პოლიტანომ „ნაპოლი“ დააწინაურა.

შესვენების შემდეგ დესერსმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულმა სიმეონემ 76-ე წუთზე ნეაპოლელები წინ გაიყვანა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას
პასით ლოზანომ გაიტანა, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ ოლივეირამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ნაპოლი“ 23 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ატალანტას“ 2 ქულით უსწრებს და 12 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“, 16 ოქტომბერს კი იტალიის პირველობაზე „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - ნაპოლი 1:4
გოლები: 0:1 პოლიტანო (26, პენ), 1:1 დესერსი (48), 1:2 სიმეონე (76), 1:3 ლოზანო (90+3), 1:4 ოლივეირა (90+6)

მკითხველის კომენტარები / 78 /
სასტიკად არ ვიზიარებ იმ ე.წ.მოსაზრებას, რომ ხვიჩას გარეშე ნაპოლი სოფლის გუნდია და ა.შ. მაგრამ მის გარეშე დღეს ნაპოლი არ იყო ამ თამაშის მომგები... ასევე სასტიკად არ ვიზიარებ იმ აზრსაც, რომ სპალეტი ცუდი მწვრთნელია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იმდენი ეწუწუნა კოლექტიურობაზე და გუნდურობაზე, რომ ახლა ხვიჩას გარდა ყველა კარში დარტყმაზე ფიქრობს... თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენებური ამით არაფერს კარგავს, პირიქით....
ვოოტ
22:57 09-10-2022
3
გეთანხმებით,ნაპოლის ძალიან გაუჭირდება თამაშების მოგება კვარას გარეშე,ეს აქსიომაა და მან ეს მრავალჯერ დააუმტკიცა მავანთ,თუნდაც დღევანდელ მატჩში,ნაღდი პროფესიონალია,ჭკვიანია და მგელმუხლაა.
უფალი შეგეწიოს ბაბუ,შენს ჭკუაგონებას და ფეხებს ვენაცვალე.
ღმერთო!დაიფარე და დაიცვე ეს ბიჭი:ავისაგან,ბოროტისაგან,ეშმაკის მოსწრაფებისაგან,ცოდვებში დაცემისაგან,ყველგან გამარჯვებები აზეიმე,დიდი საფეხბურთო მწვერვალები დააპყრობინე,საქართველოს სადიდებლად და მოყვასის გასახარად ამინ!
თერჯოლელი
22:55 09-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული