სპალეტი: ხვიჩას ამას არ დავუვიწყებთ - სიკეთე დაუბრუნდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი სერია A-ს მეცხრე ტურში "კრემონეზესთან" სტუმრად გამარჯვებამ (4:1) გაახარა, განაცხადა, რომ საქმისადმი ფეხბურთელების ასეთი დამოკიდებულებით ყველაფერი მარტივი და სასარგებლო ხდება და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი განსაკუთრებით იმით დარჩა კმაყოფილი, რომ მეკარესთან პირისპირ გასულმა ქართველმა თავად კი არ გაიტანა, არამედ უკეთეს პოზიციაზე მყოფ ირვინგ ლოსანოს გადააწოდა ბურთი. მისი თქმით, ეს კვარაცხელიას გოლია, ამას არ დაუვიწყებენ, სიკეთე უკან დაუბრუნდება, ხოლო რაც შეეხება პენალტს, "კვარას" სულ ეუხეშებოდნენ და იმ ეპიზოდშიც წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი.

მოკლედ, რაც უნდა
მეურვეობდნენ ხვიჩას, რაც უნდა ეუხეშებოდნენ, რაც უნდა უგულებელყონ მატჩისას პარტნიორებმა, ის თავისას მუდამ აკეთებს და გადამწყვეტ მომენტში "თამაშსაც აკეთებს" - მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა. ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი შედეგია, მით უმეტეს, დებიუტანტისთვის.

მკითხველის კომენტარები / 50 /
ვფიქრობ კვარა უფრო მეტს აკეთებს გუნდისთვის ვიდრე გუნდი მისთვის აქ ბალანსი უნდა გათანაბრდეს, ხო გამოჩნდა უკვე მერამდენედ რომ კვარა ამ გუნდის კრეატივი, შემოქმედების უმთავრესი ისკრაა კრიტიკულ "ჩაკეტილ" გუნდებთან. სპალეტი იმდენად ენდობა მას რომ რისკავს და მაინც ესოდენ გადაღლილ კვარას ამჯობინებს დასვენებულ მის კონკურენტებს ეს პასუხს ყველაფერზე ცემს. როცა ნაპოლის თამაშში ქუფრი და ავდარია სწორედ კვარას ამოჰყავს მზე და მისი სხივებით ფანტავს ციდან ბურუსს და ღრუბელს.
Charley
02:35 10-10-2022
6
დაუფასება ის იქნება თავისი მოპოვებილი პენალტი მაინც რო დაარტყმევიოთ
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული