"ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" წარმატებების მთავარი შემოქმედია" - ცნობილი იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ში ბრწყინვალედ ასპარეზობას განაგრძობს და მუდამ იტალიური პრესის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად "ნაპოლისა" და "კვარას" შესახებ ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello sport-ი წერს და "პარტენოპეის" წარმატების მთავარ შემოქმედად სწორედ ჩვენებურს ასახელებს.

"ნაპოლიმ" ისტორიაში პირველად მოახერხა ზედიზედ 8 გამარჯვების მოპოვება (ყველა ტურნირზე). რეკორდი შემთხვევითობა არ არის, აღსანიშნავია, რომ კაპიტანი დი ლორენცო და მისი თანაგუნდელები უკვე 13 მატჩია, რაც დაუმარცხებლები არიან. ნეაპოლელებს უკეთესი შედეგი ბოლოს 2017 წელს მაურიციო სარის ხელმძღვანელობისას ჰქონდათ. ლუჩანო სპალეტის გუნდს კიდევ რამდენიმე რეკორდი ეკუთვნის, კერძოდ,
6 მოპოვებული პენალტი ყველა ტურნირზე, რაც მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

"კრემონეზესთან" თამაშის (1:4) შემდეგ "ნაპოლის" რიგებში გოლი უკვე 12 მოთამაშეს აქვს გატანილი, რაც ევროპის მასშტაბით ასევე საუკეთესო შედეგია, ეს რეკორდი კი, უპირველესად, ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა, ქართველი "პარტენოპეის" გატანილ 7 გოლში მონაწილეობდა (5 გოლი, 2 საგოლე პასი). გარდა ამისა, "კვარამ" ამ სეზონში უკვე მეორე პენალტი მოიპოვა და ამ მაჩვენებლით "ბოლონიას" შემტევს ნიკოლა სანსონეს გაუთანაბრდა" - წერს გამოცემა.

"ნაპოლიმ" გუშინდელი გამარჯვების შემდეგ 23 ქულა დააგროვა და სერია A-ს ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მორიგ შეხვედრას 12 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს.

altსპალეტი: ხვიჩას ამას არ დავუვიწყებთ - სიკეთე დაუბრუნდება

alt"ხვიჩა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო" - ცნობილი გამოცემა ქართველების თამაშს აფასებს

alt"ნაპოლის" ისტორიული რეკორდები! - ხვიჩას დიდი წვლილით სპალეტის გუნდი დაფრინავს!

მკითხველის კომენტარები / 8 /
სრული თანხმობა!… - მრავალი კრიტიკა შეხვდა სპალეტის ქართველებისგან, ისევე როგორც სანიოლს. თუმცა, ორივე საქმით ამტკიცებს, რომ სწორ გზას ადგანან და ფაქტები დასტურად შეგვიძლია მოვიშველიოთ. ვაცადოთ ამ ხალხს მუშაობა. დავტკბეთ მიღწეული შედეგით და თუ ღმერთმა არ ქნას და აუგად წავიდა საქმე, მერე მივითითოთ. გვეყო გასული წლების ნეგატიური განწყობები და რადგან წინსვლა სახეზე გვაქვს, პოზიტივისკენ გავიხედოთ. ეს ერთგვარი თხოვნაც არის ჩემგან, უარყოფითად განწყობილი პირებისთვის…
ირაკლი
21:27 10-10-2022
4
შარშან, ნაპოლის ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა.12 ტურში 10 გამარჯვება და 2 ფრე.მხოლოდ მე-13 ტურში დამარცხდა,თუმცა შემდეგ,ტრავმები მოეძალათ და საკმაოდ ბევრი მატჩი წააგეს.წელს ჩემპიონატში,ჯერჯერობით,9 თამაშში 7 გამარჯვება და 2 ფრე აქვს,მაგრამ ამის გარდა,ჩემპიონთა ლიგაზე აქვს კიდევ 3 გამარჯვება და ვფიქრობ მათი ჩათვლაც შეიძლება.ამრიგად,წელს ნაპოლიმ უკვე გაიმეორა შარშანდელი ბრწყინვალე სტარტი და ახლა,გაუმჯობესებას შეეცდება.ჯერჯერობით არც ტრავმების ეპიდემია იგრძნობა და იმედია,წარმატებულ სერიას კიდევ უფრო გააგრძელებენ.რაკი ნაპოლი რეკორდებს ამყარებს,ალბათ დროა,ჩვენც ვენდოთ სპალეტის და ჩვენი კერძო ინტერესები,ცოტა მოვთოკოთ.ხვიჩა გუნდის ნაწილია და გუნდის ინტერესები,უფრო მაღლა დგას.მასზე პასუხისმგებელი კი,სწორედ სპალეტია და სწორედ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს იმას,რასაც აკეთებს.
სოსო
19:00 10-10-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული