ხვიჩა ტოპჩემპიონატებში ყველაზე დიდი პროგრესით - როცა ქართველს ვარსკვლავების გვერდით განიხილავ

AutoSharing Option
ევროპის ტოპჩემპიონატებში 8-9 ტური მიილია. თანამედროვე ფეხბურთში ყველა დეტალს აკვირდებიან და ითვლიან. შესაბამისად, საუკეთესოს განსაზღვრა არაერთი კომპონენტით ხდება. თუმცა გულშემატკივრებს გოლი და შეტევა უყვართ. აქედან გამომდინარე, წინა ხაზის მოთამაშეები ძალიან ფასობს.

ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რთულია, როცა ის სათამაშო ქვეყანასა და ჩემპიონატს იცვლის და თამაშს მაშინვე ძველებური წარმატებით აგრძელებს. Sportall.ge წარმოგიდგენთ 4 შემტევს, რომლებიც ახალ გამოწვევაში მშვენიერ გამოსვლას აგრძელებენ.

Sportall.Ge

რობერტ ლევანდოვსკი - "ბაიერნიდან" "ბარსელონაში"

პოლონელმა ფორვარდმა, რომელიც ბოლო წლებში "ოქროს ბურთის" ფავორიტებში მუდმივად ფიგურირებდა, "ბაიერნი" დატოვა და კრიზისში მყოფ "ბარსელონაში" გადავიდა. სეზონის
ასე ცოტაა გასული, რობერტმა კი ახალი კლუბის მაისურით 9 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა. თუკი კატალონიურ გუნდს გრანდად დაბრუნება კვლავ სურს, დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდებთან ერთად ეს სწორედ ისეთ მოთამაშესთან ერთად უნდა შეძლოს, როგორიც ლევანდოვსკია.

34 წლის ფორვარდი ნამდვილი გოლეადორია და ამას თითქმის ყოველ მატჩში ამტკიცებს. კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგაზე უჭირთ და ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევაში ლევანდოვსკის კლასსა და მარიფათს ბევრი რამ შეუძლია. რობერტს უკვე 2 შეხვედრაა არ გაუტანია, ამის საშუალება კი ძალიან მნიშვნელოვან დაპირისპირებაში, "ინტერთან" მიეცემა.

Sportall.Ge

სადიო მანე - "ლივერპულიდან" "ბაიერნში"

სენეგალელი ფეხბურთელი იურგენ კლოპის სათამაშო სქემას იდეალურად იყო შერწყმული, სალაჰთან ერთად, მისი სწრაფი შეტევები მოწინააღმდეგეებისთვის მომაკვდინებლად იქცეოდა ხოლმე. მანემ ახალი გამოწვევები დაისახა, რაც ასე მარტივი სულაც არაა.

სადიოს მიუნხენული გრანდის საწყის მატჩებში ცოტათი არ უმართლებდა, მაინც აკლიმატიზაციის პროცესი იყო გასავლელი, თუმცა ბოლო შეხვედრებში მას გააქვს და ის მუხტი დაიჭირა, რაც ასე სჭირდებოდა. "ბაიერნს" ძალიან სწრაფი, მოძრავი და ტექნიკური შემტევები ჰყავს, რომელთა გადაადგილება მეტოქეებისთვის ბევრ ამოცანასა და სირთულეს ქმნის.

Sportall.Ge

ერლინ ჰოლანი - "ბორუსიადან" "სიტიში"

ნორვეგიელზე რაღა უნდა ვთქვათ, ინგლისში უკვე ბევრი ფიქრობს, ის ადამიანია თუ რობოტი. "სიტის" ფორვარდი, რომელიც ფართო საზოგადოებამ "ზალცბურგში" გაიცნო, რასაც დორტმუნდის "ბორუსიაში" გოლების ნამდვილი წვიმა დაერთო, ამჟამად ინგლისის პრემიერლიგაში რეკორდს რეკორდზე ხსნის, უკვე 3 ჰეთ-თრიკი შეასრულა, მათ შორის, "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში, ჩემპიონთა ლიგაზე კი დუბლი მისთვის ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

უკვე ცნობილია, რომ 22 წლის მონსტრს თბილისში (სავარაუდოდ), საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, მომავალი წლის მარტში ვიხილავთ.

ხვიჩა კვარაცხელია -  ბათუმის "დინამოდან" "ნაპოლიში"

ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე, ჯერ ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი ნახტომი განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ, მან იტალიურ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატიდან შეაბიჯა. გასაგებია მაშინ არსებული სიტუაცია, თუმცა ეს კარიერული პროგრესი ყაზანის "რუბინიდანაც", რომელიც ევროტურნირებზე ვერ გადიოდა, ძალიან დიდი იყო.

ხვიჩამ ისე დაიწყო, არავის უფიქრია, რომ ის "ახალი" იყო, პირველსავე თვეში ჩემპიონატში საუკეთესოდ დაასახელეს. კვარაცხელია ყველა მატჩში გამორჩეულია, გააქვს, საგოლე პასებს არიგებს, პენალტის მოპოვებასაც ახერხებს. ამის გარდა, კვარაცხელია ტაქტიკურად ყოველდღიურად უკეთესი ხდება, ბევრს მოძრაობს, დაცვას ეხმარება და ართმევასაც ცდილობს. რაც მთავარია, "ნაპოლი" საოცარ სვლაზეა და მართლაც არცერთ მეტოქეს არ ინდობს. "კვარამ" თავი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა, ჯერ "ლივერპულის" მცველებს "შავი დღე" დაუყენა, შემდეგ კი "რეინჯერსთან" და "აიაქსთანაც" შესამჩნევი იყო. 

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში ასეთი სტატისტიკა აქვს: 6 გოლი, 4 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი (კონკრეტულად სერია A-ში 9 მატჩი, 5 გოლი, 2 პასი და 2 გამომუშავებული პენალტი).

ცოტა ხნის წინ, ალბათ, ეს რთულად წარმოსადგენი იყო - ქართველი ფეხბურთელის განხილვა ვარსკვლავების გვერდით და, გარკვეული ასპექტებით, მათზე წინაც შეგვიძლია.

alt"ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" წარმატებების მთავარი შემოქმედია" - ცნობილი იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ვარსკვლავებს შორის ყველაზე კაშკაშაა და მოწინააღმდეგეს შიშის ზარს სცემს მისი მთავარი ღირსება კი მუდმივად მეტოქის საჯარიმოში შევარდნაა და კარგათ ვხედავთ შედეგად ნაპოლის წარმატებულ წინსვლას და საქართველოს ნაკრების ასევე წარმატებულ გამოსვლებს მას აქვს იმის ნიჭი რომ თანაგუნდელებს მისცეს ძლიერი მოტივაცია მოგებისათვის და კიდევ ბოლოს მისი ყველას ეიმედება გუნდში რომ უიმედოდაც რომ იყვნენ ხვიჩა თავის თავზე აიღებს თამაშს და შეუძლებელს შეძლებს წარმატებები ჩვენს მგლისმუხლა ბიჭს!!!
ზაზა
14:12 11-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული