"ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" წარმატებების მთავარი შემოქმედია" - ცნობილი იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ში ბრწყინვალედ ასპარეზობას განაგრძობს და მუდამ იტალიური პრესის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად "ნაპოლისა" და "კვარას" შესახებ ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello sport-ი წერს და "პარტენოპეის" წარმატების მთავარ შემოქმედად სწორედ ჩვენებურს ასახელებს.

"ნაპოლიმ" ისტორიაში პირველად მოახერხა ზედიზედ 8 გამარჯვების მოპოვება (ყველა ტურნირზე). რეკორდი შემთხვევითობა არ არის, აღსანიშნავია, რომ კაპიტანი დი ლორენცო და მისი თანაგუნდელები უკვე 13 მატჩია, რაც დაუმარცხებლები არიან. ნეაპოლელებს უკეთესი შედეგი ბოლოს 2017 წელს მაურიციო სარის ხელმძღვანელობისას ჰქონდათ. ლუჩანო სპალეტის გუნდს კიდევ რამდენიმე რეკორდი ეკუთვნის, კერძოდ,
6 მოპოვებული პენალტი ყველა ტურნირზე, რაც მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

"კრემონეზესთან" თამაშის (1:4) შემდეგ "ნაპოლის" რიგებში გოლი უკვე 12 მოთამაშეს აქვს გატანილი, რაც ევროპის მასშტაბით ასევე საუკეთესო შედეგია, ეს რეკორდი კი, უპირველესად, ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა, ქართველი "პარტენოპეის" გატანილ 7 გოლში მონაწილეობდა (5 გოლი, 2 საგოლე პასი). გარდა ამისა, "კვარამ" ამ სეზონში უკვე მეორე პენალტი მოიპოვა და ამ მაჩვენებლით "ბოლონიას" შემტევს ნიკოლა სანსონეს გაუთანაბრდა" - წერს გამოცემა.

"ნაპოლიმ" გუშინდელი გამარჯვების შემდეგ 23 ქულა დააგროვა და სერია A-ს ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მორიგ შეხვედრას 12 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს.

altსპალეტი: ხვიჩას ამას არ დავუვიწყებთ - სიკეთე დაუბრუნდება

alt"ხვიჩა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო" - ცნობილი გამოცემა ქართველების თამაშს აფასებს

alt"ნაპოლის" ისტორიული რეკორდები! - ხვიჩას დიდი წვლილით სპალეტის გუნდი დაფრინავს!

მკითხველის კომენტარები / 8 /
რედაქცია ცუდათ არ გაიგოთ, ხვიჩას გაუმარჯოს მაგრამ ეს საიტი ნუ გადააკეთეთ ხვიჩა.გე-თ სხვა საინტერესო სპორტული მოვლენებიც ხდება გარშემო და ისინიც გააშუქეთ
მამუკა
09:01 11-10-2022
6
სრული თანხმობა!… - მრავალი კრიტიკა შეხვდა სპალეტის ქართველებისგან, ისევე როგორც სანიოლს. თუმცა, ორივე საქმით ამტკიცებს, რომ სწორ გზას ადგანან და ფაქტები დასტურად შეგვიძლია მოვიშველიოთ. ვაცადოთ ამ ხალხს მუშაობა. დავტკბეთ მიღწეული შედეგით და თუ ღმერთმა არ ქნას და აუგად წავიდა საქმე, მერე მივითითოთ. გვეყო გასული წლების ნეგატიური განწყობები და რადგან წინსვლა სახეზე გვაქვს, პოზიტივისკენ გავიხედოთ. ეს ერთგვარი თხოვნაც არის ჩემგან, უარყოფითად განწყობილი პირებისთვის…
ირაკლი
21:27 10-10-2022
4

სიახლეები პოპულარული