Geo Team: "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, უნგრულმა "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს მინიმუმ იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე მეორე გუნდში ვარჯიში მოუწევს.

წყაროს ცნობით, ამის მიზეზი "უიპეშტთან" მარცხის შემდეგ ყოფილი თანაგუნდელისთვის გაცვლილი მაისური გახდა.

მოგვიანებით ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმაც დაადასტურა.

"ორშაბათს, "უიპეშტთან" მარცხის შემდეგ, ჩვენი გუნდის ფორვარდმა აშკარად უპატივცემულობა გამოავლინა კლუბის, ჩვენი გულშემატკივრებისა და თავისი თანაგუნდელების მიმართ. ამიტომ ის პირველი გუნდიდან გაძევებულია. დამატებითი კომენტარის გაკეთება ამ თემასთან დაკავშირებით არ გვსურს" - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ზივზივაძე "ფეჰერვარის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს. ამ სეზონში
ქართველი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდა, რის გამოც მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გატანილი გოლია.

altზივზივაძე სკანდალში გაეხვია - ქართველის ქმედებებმა "ფეჰევარის" ფანებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია

მკითხველის კომენტარები / 35 /
ფეჰერვარში რომ ითამაშებ უარესის ღირსი ხარ მაგას ჯობია დინამო ბაუმში ან თბილისში ითამაშო
გიორგი
13 ოქტომბერი 2022 00:45
0
სამწუხარო შემთხვევაა!!! იმედია, მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ბუდუ აუცილებელია ჩვენი ნაკრებისთვის!!!
tngh
12 ოქტომბერი 2022 14:33
0
თუ იცოდა, რომ იმ გუნდის მაისური არ უნდა ჩაეცვა, მართლა დიდი უპატივცემულობა გამოუჩენია. ეგეთი შეცდომა 27 წლის კაცს არ უნდა მოსვლოდა.
ფეხბურთის ქომაგი
12 ოქტომბერი 2022 13:06
11
ცოტა მეტი ტვინი უნდა, რომ ისედაც მარცხით გაღიზიანებულ გულშემატკივარს არ აჩვენო თუ რამდენად ფეხებზე გკიდია...
დათო
12 ოქტომბერი 2022 14:36
3
დაახლოებით იგივე ქნა კაჭარავამაც. წაგების შემდეგ მითუმეტეს - ვის მოეწონებოდა ასეთი დამოკიდებულება? ე.ი გუნდის შედეგი ფეხებზე კიდია და ასეთი ფეხბურთელებით რთულია წარმატებაზე იფიქრო. შეხედეთ 40წლის რონალდოს როგორი მოტივირებულია და როგორ განიცდის თითოეულ წარუმატებლობას. ყველა რონალდო ვერ იქნება, მაგრამ ხასიათი ხომ შეიძლება გქონდეს? არც ხასიათი, არც კლასი და არც ტვინი... რა თქმა უნდა, ქართველია და მეცოდება. თუმცა ძალიან ნეგატიურად განვეწყვე და შეიძლება სანიოლიც დაფიქრდეს მომავლის გუნდში ასეთები გვინდა თუ არა (მიუხედავად იმისა ბოლო თამაშებში თავი არ დაუზოგავს)
ზურა
12 ოქტომბერი 2022 14:35
8
ყველა გამოხმაურება
იზიკური მომზადბა იმდენად არა, რაც ბუნებრივი სიძლიერე, ქართული გენის სიძლიერეზე მაქვს ლაპარაკი, ჩვენ ქსრთველები ხომ ნიჭიერები ვართ, მაგრამ ზარმაცები, დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა ბუნებრივი მონაცემების წყალობით ყველა წინაღობას დავძლევს, ეს ესეცაა, მაგრამ ხვიჩამ ისიც იცის, რომ დისციპლინით და ვარჯიშით იმაზე ცხრაჯერ მეტის მიღწევა შეიძლება, რასაც მის გარეშე მიაღწევს კაცი..
,თელი ისტორიის მანძილზე ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავის იმედად ვიყავით და ღმერთმაც ბუნებრივ სიძლიერით დაგვაჯოლდოვა. მადლობა უფალს და მადლობა ბიძინას თავის ზებრასთან ერთად.. „ზებრა“ ოცნების ნატვრისთვალია, ასევეა უფალიც და .... ყველა მასზე ლოცულობს. მის ხსენებაზე ხელებს ცისკენ ავიშვერთ და ვამბობთ ოოო! და კიდევ ერთხელ ოოოოო! დაიდო მესიას მსხვილო მაყუთო!
მისმა სიჯიუტემ შახსაც კი ათქმევინა; ოოოოო გიაუროოოო! მაგრამ; უუუხ შე გნიდა კასანჯოღლიიი! შენ სისხლს დავლევ, თუ ვყოფილვარ ჯავა ჰარლალ ნერუ ჩომბე დე ჩოყლაყ ენდ მონსურო.! აი ასე ასწავლიდა კამოს და ბოლშევიკებს ჩია კაცი პო კლიჩკე ლენინი...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი
12 ოქტომბერი 2022 12:40
5
ჯერ რა სახელი აქვს ამ გუნდს?! და ესენი რომ მეორე გუნდში გაგიშვებენ... ერთი ნორმალური გუნდის ღირსი როგორ არაა, ვენაცვალე კაცობაში
იღბალო
12 ოქტომბერი 2022 12:20
1
იანვარში დატოვებსო კლუბს და იმედია სადაც გადავა სათამაშო დროს მიცემენ ვნახოთ როგორ ფორმაში იქნება მარტისთვის ნაკრებს ჭირდება
beqa
12 ოქტომბერი 2022 10:59
0
არ აფასებს ეს კლუბი ბუდუს.რამდენი ბურთი გაიტანა ჯერ კიდევ იჯარით გაშვებამდე.მერე იჯარა და ფანტასტიკური თამაში უიპეშტში,მერე ისევ დაიბრუნეს,ზედიზედ 6 თამაშში გაიტანა და მაინც სათადარიგოთა სკამზეა.როგორც კლუბი სცემს პატივს ისე სცემს პატივს ბუდუც.ან რაარი მაგაში დასაძრახი თუ ნაცნობები მოინახულა და მაისური გაუცვალა.უნადურობა გამიგია,მაგრამ ასეთი?იდიოტი კლუბია თავის მწვრთნელიან,ხელმძღვანელიან,გულშემატკივრიანად.
master
12 ოქტომბერი 2022 10:12
0
კაი ფეხბურთელი და კაი ადამიანია ბუდუ.ვისურვებდი მალე ტოპ ლიგაში მენახოს, სადაც აუცილებრივ გაქაჩავს რადგან აქვს პოტენციალი
kaxa
12 ოქტომბერი 2022 08:39
0
ნარემ ისიც დაგეწერათ კონტრაქტი როდემდე აქვს ? იანვარში თუ არ გაყიდიან მაშინ უნდა უჩივლოს იმ ნა...ბს ! სად გაგონილა ამისთვის ვინმეს რომ სჯიდნენ ??? ბოლო ბოლო თუ საჭირო გახდა ლიბერალიზმს უნდა მიაწვეს--კაცთმოყვარეობა მეგობრობა და რამე (ცოტა ხნით 1-2 თამაშში ლგბტ სამკლაურის გაკეთებაც შეიძლება--მიზანი ამართლებს საშუალებას) და 100 % მთელი ევროპის არასამთავროები დაუდგებიან გვერდით DD
zura222
12 ოქტომბერი 2022 04:07
26
მახსოვს სულ ახალგაზრდა იყო ბუდუ, სამტრედიაში თამაშობდა ცეცაძესთან, დაფრინავდა ბიჭი ულამაზესი გოლები გაქონდა, საქართველოს ჩემპიონიც გახდა, ევროთასებზეც ითამაშა და გოლიც გაიტანა. შემდეგ დანიაში წავიდა მაგრამ იქ ვერ დაიმკვიდრა ძირითადში ადგილი, სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და ფორმიდან ამოვარდა. ბოლოს საქართველოში დაბრუნდა, დინამოში და ტორპედოში თამაშობდა მაგრამ უკვე ის ბუდუ არ იყო, რაც სამტრედიაში. იმის თქმა მინდა რომ ნორმალური აგენტი რომ ყოლოდა და შესაფერის გუნდში წაეყვანა ნორმალური მწვრთნელის ხელში, დარწმუნებული ვარ გაცილლებით დიდ ფეხბურთს ითამაშებდა და ახლა რომელიმე გრანდში იქნებოდა. შანსი ჯერ კიდევ აქვს და ახლა ჭირდება დახმარება რომ მოცილდეს ამ გუნდს რომ იგივე არ განმეორდეს.
სამტრედია
12 ოქტომბერი 2022 03:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული