Geo Team: "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, უნგრულმა "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს მინიმუმ იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე მეორე გუნდში ვარჯიში მოუწევს.

წყაროს ცნობით, ამის მიზეზი "უიპეშტთან" მარცხის შემდეგ ყოფილი თანაგუნდელისთვის გაცვლილი მაისური გახდა.

მოგვიანებით ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმაც დაადასტურა.

"ორშაბათს, "უიპეშტთან" მარცხის შემდეგ, ჩვენი გუნდის ფორვარდმა აშკარად უპატივცემულობა გამოავლინა კლუბის, ჩვენი გულშემატკივრებისა და თავისი თანაგუნდელების მიმართ. ამიტომ ის პირველი გუნდიდან გაძევებულია. დამატებითი კომენტარის გაკეთება ამ თემასთან დაკავშირებით არ გვსურს" - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ზივზივაძე "ფეჰერვარის" ღირსებას 2020 წლიდან იცავს. ამ სეზონში
ქართველი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდა, რის გამოც მის ანგარიშზე მხოლოდ 1 გატანილი გოლია.

altზივზივაძე სკანდალში გაეხვია - ქართველის ქმედებებმა "ფეჰევარის" ფანებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია

მკითხველის კომენტარები / 35 /
ჭკუა ხომ უნდა ისწავლო როცა მსგავსი მაგალითი უკვე იყო კვიპროსიდან?
ზურა
11 ოქტომბერი 2022 22:37
5
მადლობის მაგიერია.იქეთ უნდა მოეფეროთ,რომ თქვენი მაიკა ვიღაცას მისცა.უიპეშტს ისტორია მაინც ააქვს უნგრულ ფეხბურთში თქვენი გუნდისგან განსხვავებით
კახა ქ.
11 ოქტომბერი 2022 21:58
2
ბუდუ ჩემი ქალაქიდანაა, ქუთაისელი... ტირპედოშიც უთამაშია... მაგას ვენაცვალე, მაგრამ ობიექტურად თუ შევხედავთ, ბუდუ არის საშუალოზე დაბალი დონის თავდამსხმელი... ისე ნუ ვიტყვით, რომ თითქოს ხვიჩა კვარაცხელია არის და ფერენცვაროშში ჩაგრავენ... კლუბის მესვეურებსაც კი უნდათ რომ მაღალი დონის თავდამსხმელი იყოს, მაგრამ რეალურად ხო ასე არ არის... ჩვენ რომ უკეთესი ცენტრი არ გვყავს ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაღალი დონისაა... სამწუხაროდ ესაა რეალობა... მიქაუტაძეს რომ უფრო დაეყრდნობოდეს სანიოლი უკეთესი იქნება... მიქაუტაძეს აქვს კიდე უფრო მომატების პოტენციალი.
ქუთაისი
11 ოქტომბერი 2022 21:49
46
რა მიქაუტაძე.ბუდუს მშვენიერი გოლის ალღო აქვს და საგოლე მომენტებსაც იყენებს მაღალი პროცეტობით. და მაგ ბიჭს პატრონი რომ ყოლოდა თავიდან ახლა მაღალი დონის გუნდში ითამაშებდა
kaxa
12 ოქტომბერი 2022 08:36
0
მე არა ვარ ქუთაისელი, თბილისელი ვარ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ბუდუ დღეს და საერთოდ, ბოლო წლებში არის საუკეთესო ქართველი ცენტრფორვარდი. ნუ, მთლად შოთა არველაძე რომ ვერ არის, იმას არ ნიშნავს, რომ საშუალოზე დაბალი დონეა. ჩვენს ნაკრებში ამინდს არ აფუჭებს და იმედია, კიდევ მოუმატებს
მერაბი
11 ოქტომბერი 2022 22:17
2
იმედია ბუდუს ტრანსფერის ამბები დიდი ხნის მოგვარებული აქვს და ასე წაეკაიფა იმ ახვრებს, ფეჰერვარი რა გუნდია, ბუდუ რომ სკამზე იჯდეს, იმიტომაც არ ათამაშებენ, რომ იციან წამსვლელია და ასე წაკბინეს. ისე შანსი დიდი გაქვთ ფეჰერვარელებს: ბუდუ მაღალია და ერთ ადგილას თუ უკბენთ
წატით თქვენი
11 ოქტომბერი 2022 21:21
1
იმედია ბოლოსდაბოლოს ეს იქნება ბუდის გუნდიდან წამოსვლის შედეგი... მაგრამ უთამაშებლობა ფორმიდან ამოაგდებს, იქნებ ვარჯიშს მაინც გულიანად მოეკიდება მომავლის იმედით.
ლაშა
11 ოქტომბერი 2022 21:11
0
ეს წყაროები მაგარი ვიცით ისეთი ლოგიკას აცდენილი მიზეზია თან იანვრამდე რა ამიტო აყენებენ ტრანსფერზე? მესის და რამოსის ჩახუტება არ გინახიათ? ამიტო რაღაც სხვა ამვაბი მგონია
ნოდო
11 ოქტომბერი 2022 20:45
5
ყველაზე სანდო წყაროა :დდდდდ როდესმე დადეს მცდარი ინფო? ნუ ინტრიგნობთ რა
._.
11 ოქტომბერი 2022 22:50
2
მიზეზი სწორად წერია და იმედია მოშორდება მაგ ბანძ ჩემპიონატს
tem
11 ოქტომბერი 2022 22:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული