მატჩის დღე - რას მოიფიქრებენ ხვიჩას შესაჩერებლად? - ნუ იქნება უხეშობა!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მე-2 სათამაშო დღეს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ამსტერდამის "აიაქსს", ერთი კვირის წინ რომ (6:1) გაანადგურა, საკუთარ "სტადიო მარადონაზე" უმასპინძლებს. ნიდერლანდელთა მთავარ მწვრთნელს, ალფრედ შრიოდერს, რაღაც განსხვავებულის მოფიქრება დასჭირდება, რათა მისი გუნდი ნეაპოლელთა შეტევებს გაუმკლავდეს, მათ შორის კი, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც ამ გუნდების წინა დაპირისპირებაში ჯერ ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა, შემდეგ კი, დაზიანების მიუხედავად, ჯაკომო რასპადორისთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა და 38 წლის რენკო პასვეერის კარი აიღო.

Sportall.Ge

ლუჩანო სპალეტის გუნდს 9 ქულა აქვს და მერვედფინალთან ძალიან ახლოსაა. ამის გამო
გარკვეულ როტაციას ისევ ელიან. იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ჯოვანი სიმეონემ გოლი მნიშვნელოვან დროს გაიტანა და შესაძლოა, ის სასტარტოში ვიხილოთ. არადა, გვახსოვს, ამსტერდამში მისი კონკურენტი რასპადორი გამორჩეული იყო. ხვიჩა კვარაცხელიას როტაციაზე "კრემონეზესთან" მატჩის წინაც იწერებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ქართველი გულშემატკივრების სურვილი "კვარას" სათადარიგოთა შორის ყოფნა ნამდვილად არაა, მაგრამ გუშინ ვნახეთ, რომ "მანჩესტერ სიტიმ" ქულები დაკარგა, ამის მიუხედავად, ერლინ ჰოლანს დასვენების საშუალება მაინც ბოლომდე მიეცა.

ვიქტორ ოსიმენი მომჯობინდა. ყველაზე ცუდი, რაც იტალიური კლუბის თავსაა, კოსოვოელი ცენტრალური მცველის, ამირ რაჰმანის საკმაოდ დიდხნიანი ტრავმაა. არადა, კიმთან ერთად, მან ძალიან საიმედო ცენტრალური დაცვის დუეტი ჩამოაყალიბა. გამოცდილი ბრაზილიელი ჟოან ჟესუსი დიდი ხანია, არ გამოჩენილა, სასტარტოში 22 წლის ნორვეგიელს (საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მომავალი მოწინააღმდეგე) ლეო ოსტიგარს მოიაზრებენ.

Sportall.Ge

ამსტერდამელებს დუშან ტადიჩი დააკლდებათ, რომელიც წინა მატჩში ძალიან უხეშობდა, მათ შორის, კვარაცხელიას წინააღმდეგ. "აიაქსმა" შაბათს საკუთარ ჩემპიონატში "ვოლენდამი" (4:2) დაამარცხა და ცუდი სერია დაასრულა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე (3 ქულა აქვთ), მათ დღეს ფრეც კი არ აძლევთ ხელს და იძულებული იქნებიან, მოსაგებად შეუტიონ, ეს კი საკმაოდ ბევრ სივრცეს დატოვებს, რის გამოყენებასაც ხვიჩა კვარაცხელიაც ეცდება. მთავარია, ამსტერდამელებმა ისევ უხეშობას არ მიმართონ. 12 მატჩი, 6 გოლი, 4 პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა ყველა ტურნირზე.

დღევანდელი შეხვედრა ადრე ჩატარდება, თბილისის დროით 20:45 საათზე. შესაძლებლობა გვაქვს, ჯერ ჩვენებურის თამაშით ვისიამოვნოთ, შემდეგ კი ტურის სხვა შეხვედრებზე გადავერთოთ.

altნეაპოლში "აიაქსის" ფანი დაჭრეს - ხვალ "მარადონაზე" საგიჟეთი იქნება

მკითხველის კომენტარები / 23 /
ხვიჩა არის შეუჩერებელი! გაიგეთ ბოლოს და ბოლოს მისი შემჩერებელი ჯერ არ დაბადებულა! მას მხოლოდ აკრძალული ილეთით თუ შეაჩერებს ვინმე ესეც კი რთულია დღეს ამას დაამტკიცებს კიდევ ერთხელ !!!
ზაზა
12 ოქტომბერი 2022 11:40
3
რა ჩასაფრებული ხალხო!!, რა ვახო სანაია!!, ან რითი სჯობიხართ ვახო სანაიას და სხვა კიდევ მრავალს, რომლებიც შეიძლება თქვენგან განსხვავებულად ფიქრობდეს და სხვაგვარად აღიქვამდნენ მოვლენებს მათ შორის ფეხბურთში. მეორეც რა შუაშია აქ კვარა მე მხოლოდ სტატიის სათაური შევაფასე ნახევრად ხუმრობით, ისე თუ ძაან გაინტერესებთ სრულადაც არ მგონია რასპადორი კვარაზე მაგარი. კიდევ... რატომ გგონიათ ზოგიერთებს რომ ხვიჩას წარმატება მარტო ქოცებს უხარიათ და ნაცებს სწყინთ ან კიდევ პირიქით..... რა ხალხი ხართ ვერ გავიგე.............ყველაფრის გადატა ნაცურ-ქოცურ ჭრილში ....არ ვიცი, სრული სიგიჟეა.....
ბორია
12 ოქტომბერი 2022 15:22
10
ჩასაფრებული თვითონ სანაია და ძმანი მისნია და ამიტომაც არ ევასება ხალხს, აცადეთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში, ფეხებზე კიდია თქვენი პოლიტიკა და შეეშვით!
ბორიას:
12 ოქტომბერი 2022 20:07
0
წინა შეხვედრაში თუ საუკვეთესოდ რასპადორი აღიარეს და ხვიჩას ერთი გატანილის გარდა კიდევ 5 გაუშვეს, საინტერესოა რატომ უნდა იმტვრიოს თავი რა მოიფიქროს აიაქსის ტრენერმა თუ როგორ შეაჩეროს კვარა და არა რასპადორი და დანარჩენი 5 გოლის გამტანი ნეაპოლელი.
boria
12 ოქტომბერი 2022 11:38
18
70%-ზე მეტი მისგან მოდის საფრთხე,ალბათ იმიტომ
ზაზა
12 ოქტომბერი 2022 13:05
1
მგონი, შენ უფრო იმტვრევ თავს იმაზე ფიქრით, თუ რატომ უნდა იმტვრიოს თავი აიაქსის მწვრთნელმა... არადა, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, მაგრამ ნუ ფაბრკოლდები, თავის მტვრევით თავი ვის გაუტეხავს?!...
დდდ
12 ოქტომბერი 2022 14:34
0
ქოცისტებო, ნუ დაიხვიეთ ვახო სანაია, ხვიჩა ყველას უვარს, ვახოსაც, პეტრესაც და პავლესაც, ყველა ქართველს, თუ ვინმემ შენიშვნა მისცა, კეთილი რჩევა იყო, ხვიჩაც გაიგებს, რომ რჩევებს საყვარელ ადმიანს აძლევენ, მას კი მადლობა იმ სიხარულისთვის, რასაც გვანიჭებს,როცა მესხს გოლები გაჰქონდა ლუჟნიკებში და მთელი სტადიონი-100 ათასი კაცი გაჰკიოდა ერთხმად-მესხი, მესხი, ახლა მთელი ნაპოლი გაჰყვირის- კვრაცხელია, კვარაცხელია, ჩვენ ქართველებს კი სიამაყით გვევსება გულები და ტანში გვბურგძლავს
პატრიოტი
12 ოქტომბერი 2022 16:39
9
ერთი წლის წინ,ხვიჩას წინააღმდეგ ძალიან ბინძური კამპანია ააგორეს და უამრავი ადამიანი,დღეს რომ ვაშას გაიძახის,მაშინ დედას აგინებდა.ვინც ეს სიბინძურე ააგორა,მათ მოიხსენიებენ ცუდად და თუ ეგ არ იცი,ან არ გახსოვს,ამაში მათ ნუ გაამტყუნებ,ვისაც ეს კარგად ახსოვს.
სოსო
12 ოქტომბერი 2022 19:34
0
ჩასაფრებულო ვახო სანაია, გიცანით
Boria-ს
12 ოქტომბერი 2022 12:27
12
იმედია, დღეს ხვიჩას 90 წუთით არ დატვირთავენ და უხეშობასაც გაექცევა... ზედმეტი გადატვირთავა არ არის საჭირო!!!
tngh
12 ოქტომბერი 2022 14:39
3
დღეს უნდა დაისვენოს ხვიჩამ. 4 დღეში უფრო მნიშვნელოვანი თამაში აქვს Napoli - Bologna.
ქ. გ.
12 ოქტომბერი 2022 12:48
5
მემგონი ზოგს ხელფასი აქ ხალხის ნერვების მოშლაში. დაწერენენ რაღაც მზეობას, მერე დააკვირდებიან ხალხის რეაქცია როგორია, თუ აყვა მასა, ხომ კარგი და უფრო მოუმატებს მსგავს მავნებლობას! ტესტავს ჯერ, ასე ვთქვათ. და თუ დაახურა მასამ მერე ეგრევე ცვლის პლასტიკას , რომ თურმე მასე არ უთქვია და არ უფიქრია, როგორ გვეკადრება, გეთაყვა!!! /:: ვაი ვაი, ხვიჩას აკოცეთ ერთ ადგილზე!!!!
Vasili
12 ოქტომბერი 2022 16:40
0
რასპადორი ძირითადშიც არ იქნება და შეეშვით ამ ჩასაფრებებს. კი, კვარაცხელიას ყველაზე მეტად უნდა უფრთხოდნენ!
Boria
12 ოქტომბერი 2022 12:30
1
Ise ra iko erti mainc daweret chakveze, bolo tamashze travma mingo,rogor aris xval tu itamashebs?
Givi
12 ოქტომბერი 2022 15:27
0
საკმაოდ დიდი და კარგი სტატია იდო. ისე, ვაისმა მაშინვე თქვა,რომ ფეხბურთელებს ისევ ბაზელისთვის დაასვენებს
ჩაკვეს ფანი
12 ოქტომბერი 2022 16:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული