ქართველების ტალანტი ევროპაში კვლავ აღიარეს! - "ეს ქართული ფეხბურთის აღმავლობას ჰგავს!"

AutoSharing Option
On beIN Sports-ის კონსულტატმა და კომენტატორმა რობერტ მალმა ქართველი ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა.

მან გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია გამოყო და აღნიშნა, რომ ქართველებს ნიჭი მართლაც აქვთ.

"ეს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ფეხბურთის აღმავლობას ჰგავს... როგორც ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომელიც საქართველოს ნაკრების მწვრთნელია, ამ ქვეყანაში ტალანტები არიან.

მივიღეთ ორი სრულიად განსხვავებული ფეხბურთელი... მიქაუტაძე "ლიონის" აკადემიაში გაიზარდა და იცის, თუ რა მოთხოვნები აქვს ევროპულ დონეს... ზურიკო დავითაშვილი კი წელს აღმოვაჩინეთ. არ ვაპირებ, ტყუილი ვთქვა, რომ მის შესახებ ბევრი ვიცოდით, მაგრ
ამ აღმოვაჩინეთ! ამ ბიჭებისგან ბევრს ველით.

ასევე - ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც "ნაპოლიში" ბრწყინვალედ ასპარეზობს. ასე რომ, ტალანტები არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში არიან", - ამბობს რობერტ მალი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტალანტი რა არის ქართულად? ან როგორ უნდა აბრუნო?
წერე ქართულად
09:01 15-10-2022
0
ეს ქართვშლი ფეხბურთელები უცხოეთში ყალიბდებიან, ასე.რომ ეს ქართველი ფეხბურთელების, მაგრამ არა ქართული ფეხბურთის შედეგია.

მაგ. სლუცკი არ წარმოადგენს ქართულ ფეხბურთს. ქართული ფეხბურთი მაშინ იქნება საქები ქართული კლუბები რომ ათამაშდება, ფეხბურთელი აქ რომ დადგება მაგარ მოთამაშედ.
ანდრი
20:09 14-10-2022
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული