მან გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია გამოყო და აღნიშნა, რომ ქართველებს ნიჭი მართლაც აქვთ.
"ეს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ფეხბურთის აღმავლობას ჰგავს... როგორც ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომელიც საქართველოს ნაკრების მწვრთნელია, ამ ქვეყანაში ტალანტები არიან.
მივიღეთ ორი სრულიად განსხვავებული ფეხბურთელი... მიქაუტაძე "ლიონის" აკადემიაში გაიზარდა და იცის, თუ რა მოთხოვნები აქვს ევროპულ დონეს... ზურიკო დავითაშვილი კი წელს აღმოვაჩინეთ. არ ვაპირებ, ტყუილი ვთქვა, რომ მის შესახებ ბევრი ვიცოდით, მაგრ
ასევე - ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც "ნაპოლიში" ბრწყინვალედ ასპარეზობს. ასე რომ, ტალანტები არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში არიან", - ამბობს რობერტ მალი.