უნგრული გამოცემა Nemzetisport.hu ბუდუს შესახებ წერს და "ფეჰერვარიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებს.
"საქმე საკმაოდ უცნაურ შემთხვევასთან გვაქვს, ზივზივაძემ გასული სეზონის იჯარის წესით "უიპეშტში" გაატარა, ორშაბათს კი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა, ქართველი მათი გუნდის გულშემატკივრებს მიესალმა და მოედანი დატოვა მაისურით, რომელიც ყოფილმა თანაგუნდელმა გაუცვალა, ამ მიზეზების გამო, კლუბმა გადაწყვიტა გუნდიდან გაეძევებინა, "ფეჰერვარის" ქომაგებმა გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს, რადგან ბუდუს ეს
ზივზივაძის ამგვარი ქმედება გარკვეულწილად გასაგებია, "უიპეშტში" იჯარამდე "ფეჰერვარში" თამაშში საშუალოდ გოლი 0.29-ჯერ გაჰქონდა, "იისფერ-თეთრებში" გადასვლის შემდეგ კი მაჩვენებელი 0.87-ამდე გაიზარდა და წარმატებული სეზონი ჩაატარა, კლუბში დაბრუნების შემდეგ კვლავ მეორე არჩევანი გახდა და მწვრთნელის ნდობა ვერ მოიპოვა, იყო მცდელობა მას და კენან კოდროს ერთად ეთამაშათ, თუმცა ტაქტიკამ არ გაამართლა, ბუდუმ გამოთქვა სურვილი, რომ კვლავ "უიპეშტში" დაბრუნდეს, ქართველის გაყიდვის წინააღმდეგი არც "ფეჰერვარი" იქნება, თუმცა უნგრულ კლუბებს ასეთი დონის ფეხბურთელების შეძენა პირდაპირი ტრანსფერით, არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო, უჭირთ.
ოთხშაბათს, "ფეჰერვარის" წარმომადგენლებს ვკითხეთ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ქართველი ფეხბურთელის სარეზერვო გუნდში ყოფნა და არსებობს თუ არა გამოსავალი, მათგან პასუხები ვერ მივიღეთ, თავად ფეხბურთელმა ფაქტთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ უნგრული კლუბის ქომაგებისთვის შეურაცხყოფის მიყენება არც კი უფიქრია, დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ბუდუს იჯარით გაშვება განიხილება, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით" - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ზივზივაძემ ამ სეზონში "ფეჰერვარის" მაისურით 10 მატჩი ჩაატარა, მატჩებში ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა, ამიტომ თავი მხოლოდ 1 გატანილი გოლით გამოიჩინა.
Sportall.ge ბუდუ ზივზივაძეს მხარდაჭერას უცხადებს
Geo Team: "ფეჰერვარმა" ბუდუ ზივზივაძე პირველი გუნდიდან გააძევა