ვფიქრობ, მალე "ნაპოლის" დატოვებს, რადგან უმაღლესი დონის მოთამაშეა" - ანტონიო კასანო კვლავ ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
"რომასა" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ "ინსტაგრამზე" ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 

იტალიელი "კვარას" თამაშით კვლავ აღფრთოვანებულია და მისი აზრით, მალე "ნაპოლის" დატოვებს.

"ყველაზე შთამბეჭდავი არა მისი თამაში, არამედ პიროვნული მხარეა, როდესაც 22 წლის ხარ და საქართველოდან სრულიად განსხვავებულ ჩემპიონატში ასეთ შედეგებს აფიქსირებ, წარმოუდგენელია, დიდი პატივისცემა "ნაპოლის", თუმცა მალე მსოფლიოში ყველაზე ძლიერ კლუბში ითამაშებს, რადგან უმაღლესი დონის მოთამაშეა, თუ ჯეკ გრილიში "მანჩესტერ სიტიში" ასპარეზობს, მას შეუძლია ინგლისელს ცალი ფეხით აჯობოს, რადგან უფრო დიდი ხარისხი აქვს და მეტად კრეატიულია, ვიდრე
გრილიში, ეს ბიჭი ძალიან მომწონს" - განაცხადა კასანომ.

"ნაპოლი" მორიგ მატჩს 16 ოქტომბერს, "ბოლონიას" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

alt"სასწრაფოდ იყიდეთ კვარაცხელია!" - როგორ ეტრფის მაურიციო სარი ხვიჩას 2019 წლიდან

alt"თუ "რეალი" კვარაცხელიას ყიდვას მოისურვებს და "ნაპოლის" მიმართავს..." - პრემიერლიგაში ნამუშევარი სკაუტი ხვიჩაზე


მკითხველის კომენტარები / 10 /
დიახ, "უმაღლესი დონის მოთამაშეა" და თანაც ქართველი, აი სად გაგედოთ ყველას!!!
იიიიშშშშშშ.....
ისე მაინც
14 ოქტომბერი 2022 22:58
2
ანტონიო ეგ ბიჭი უკვე ყველას მოგწონთ მაგ ბიჭმა ნაპოლი უნდა გახადოს ყველაზე ძლიერი ასე აჯობებს შენ სიტი ან რეალი გგონია ყველაზე ძლიერი მე კი ნაპოლი რანაირი პატრიოტი ხარ ვერ გავიგე დაე მოხდეს რაც მოსახდენია მე არ შევცდები მე ხვიჩას იმედი მაქვს შენ კი უკვე შეცდი!!!
ზაზა
14 ოქტომბერი 2022 22:48
2
რა გახდა ეს რეალი. უცხო პლანეტელები ხო არ არიან? რეალი არაა პანაცეა, ფულის ცეხია. ნაპოლი შეცვლის მაგ ამპლუაში რეალს სულ მალე და გახდება პირველი გუნდი.
ჰმ
15 ოქტომბერი 2022 11:18
0
ადამიანი რეალობას როდესაც ასცდება ის შიზოფრენიკი ხდება და არა პატრიოტი !!! რა თქმა უნდა შიზიკების პატრიოტობაში ცუდი არაფერია …უბრალოდ რეალობის დაკარგვაა ცუდი !!!კასანოს რომ დაეტაკე რა თქვა ცუდი …?! ტიპმა ის თქვა რომ გრილიში უნდა თამაშობდეს სიტიში ( და მილიონებს იღებდესო ) და კვარა კი ნაპოლშიო …სიტის რა ვთქვა და ნაპოლი მარადონას დროსაც სოფლის გუნდი იყო მის მერეც და სულ ეგეთი იქნება…ორი ჩემპიონობა და უეფას თასი დიდი ვერაფერი მიღწევაა…უბრალოდ ეს მარადონამ მარტომ შეძლო თითქმის …ნაპოლის ამ სეზონში ( თუ ასე გააგრძელა რა თქმა უნდა) ჩემპიონობის მაგარი შანსი ლიგაზე მინიმუმ ნახევარფინალის შანსი აქვს …და ეს ასე მოხდა ის გიჟი ბაბუა ამ გუნდს მაინც დაშლის 70-80% ფეხბურთელებს გაყიდის ასე რომ რა ნაპოლი რის ნაპოლი …( დასაწყისისთვის კარგი იყო )კვარას მაგარი შანსი ექნება უფრო მაგარ კლუბში უკეთეს ჩემპიონატში უფრო მაგარ ხელფასზე გადავიდეს …ლიგის ნახევარფინალი კი არა მოიგოს ლიგა კიდეც …!!!
მდააა
15 ოქტომბერი 2022 00:37
11
მე მხოლოდ ის ვთქვი კასანოს ნათქვამზე რომ არ სჯერა იტალიელს იტალიური ნაპოლისა არადა წესით უნდა სჯეროდეს.მე ისევ გავიმეორებ: ამ სეზონზე ნაპოლი მოიგებს სკუდეტოს და მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ! ასე რომ ნაპოლი იქნება ყველაზე ძლიერი გუნდი და ჩვენი ხვიჩა იქნება მთავარი ამ გამარჯვებებში და სადღა უნდა გადავიდეს უფრ სუსტ გუნდში? სად არის აქ ლოგიკა ? და როცა ეს მოხდება მას ნეაპოლელებო არსადაც აღარ გაუშვებენ არანაირ ფასად და ისე დააფასებენ როგორც მას ეკადრება.ეს ასე მოხდება!!!
ზაზა
15 ოქტომბერი 2022 11:27
0
მადრიდის რეალი, რომლის გულშემატკივარი ვიყავი 1959 წლიდან, უკვე აღარ არსებობს. დღეს მას მადრიდის "შავი რეალი" ჰქვია. ამასწინათ, რომელიღაც თამაშში, შემდგენლობაში ერთდროულად ცხრა ფერადკანიანი კლიენტი თამაშობდა. ჰაალანდსაც იმიტომ ამჯობინეს მბამპე, რომ ფერადკანიანია და საბოლოოდ კარგი ჩიტიც დაიჭირეს. ყველამ იცის, რომ გუნდის ემბლემაზე გამოსახულ გვირგვინს პატარა ჯვარი ამშვენებს, ჰოდა რამოდენიმე წლის წინ, რეალის რომელიღაც სულელი მაღალჩინოსანის ცარიელ თავში, აზრი დაიბადა - ჯვარი მოვაცილოთ ემბლემას, მუსულმანებს წყინთო ??? ჰოდა, თქვენ გინდათ ჩვენი ხვიჩა ამ იდიოტების გუნდში გადავიდეს ? გუნდში, საიდანაც იერო, გუტი, ალონსო, რაული, კასილიასი, რონალდო და ბევრი სხვა, თეთრკანიანი ესპანელი თუ არაესპანელი, ისე გააგდეს, რომ მადლობის თქმაც არავის მოსვლია გოგრაში აზრად. ასე რომ, შეეშვით ხვიჩას გასავლელ გზაზე მარჩიელობას, თქვენი ბრიყვული აზრების ფრქვევას და თუ აცლით ხვიჩას ფეხბურთის თამაშს კარგს იზამთ, თუ არა და . . . . . . . . . . . . ! ! ! ! ! !
დ.დ.
15 ოქტომბერი 2022 17:53
5
ისე, კასანომ ისიც თქვა, რომ ჰალანდმა თამაში არ იცის და მე მას ვეთანხმები. მან თქვა, რომ ის მხოლოდ ცხრიანია და მეტი არაფერი. ის სიტის ნახევარმცველების ხარჯზე აღწევს წარმატებებს, თორემ თვითონ ვერ ქმნის თამაშსო... ამიტომ ნორვეგიის ნაკრები ვერ იკვეხნის დიდი წარმატებებით!
ლაშა
15 ოქტომბერი 2022 17:12
1
მასე მანჩესტერის გერბი ე.შ.მაკისაა
გიორგი
18 ოქტომბერი 2022 21:03
0
არ გადავა არსად
გიორგი
22 ოქტომბერი 2022 17:37
0
ჩემი აზრით თუ გადავა კვარაცხელია სადმე ინგლისის ჩემპიონატი ჯობია ოღონდ არა ჩელსი.
გიორგი
17 ოქტომბერი 2022 09:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული