"სასწრაფოდ იყიდეთ კვარაცხელია!" - როგორ ეტრფის მაურიციო სარი ხვიჩას 2019 წლიდან

AutoSharing Option
იტალიური Il Messaggero წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში თურმე ჯერ კიდევ 2019 წელს შეიძლებოდა გადაბარგებულიყო.

აღნიშნული წყაროს ცნობით, მაურიციო სარის (იმ დროს "იუვენტუსს" წვრთნიდა) მაშინ "რუსთავის" საკუთრება კვარაცხელია შეუმჩნევია და სასწრაფოდ მისი გადაყვანა მოსურვებია, თუმცა ეს ამბავი არ გამოვიდა, ხვიჩა კი შემდეგ "რუბინში" აღმოჩნდა.

Il Messaggero წერს იმის შესახებაც, რომ სარის "კვარას" წაყვანა ამ ზაფხულსაც სურდა, თუმცა "ლაციოზე" უკეთესი "ნაპოლი" აღმოჩნდა. 

აქვე გეტყვით, რომ Football Italia-ს ცნობით, ხვიჩა ტოპ 4 ევროპულ ჩემპიონატში გატანილი ბურთებითა და ასისტებით საუკეთესოთა შორის მეექვსე ადგილზე
იმყოფება. 

ექვსეული ასე გამოიყურება:

ერლინ ჰოლანი - 20 გოლი, 3 ასისტი
ნეიმარი - 11 გოლი, 9 ასისტი
რობერტ ლევანდოვსკი - 14 გოლი, 2 ასისტი
ლიონელ მესი - 8 გოლი, 8 ასისტი
ჯამალ მუსიალა - 7 გოლი, 7 ასისტი
ხვიჩა კვარაცხელია - 7 გოლი, 5 ასისტი.


მკითხველის კომენტარები / 12 /
ჰალანდთან ხუმრობა არ შეიძლება, არავის არ ვაშინებ მაგრამ იმის იმედზე ნუ ხართ რომ პასის მიმცემი ჭირდება. პასის მიმცემი კი ჭირდება მაგრამ მთლად ეგრეც არაა, იმდენად ძლიერია რომ თვითონაც შეუძლია გატანა და პასი კი არა ბურთს სადაც ჩაიგდებს იქიდან შეუძლია გატანა. ძალიან ცოტა, მინიმალური დახმარება ჭირდება. თუ გინდა რომ გოლი არ გაატანინო, მაგისკენ მარტო პასები კი არ უნდა გადაკეტო არამედ საერთოდ მაგის ნახევარხე ბურთი არ უნდა გავარდეს. ბურთი უნდა დაუმალო. ხვიჩა მაგისგან განსხვავებით არის ტეხნარი გამრღვევი პასის მიმცემი და შემქმნელი. გოლის გატანაშიც საკმაოდ მაგარი და ფხიანი.

ხვიჩა არი გამრღვევი, გამჭრელი. ჰალანდი არის დამრტყმელი. ხვიჩას შეუძლია მისი დამარცხება გუნდურად. მაგისი გუნდის წინააღმდეგ საჭიროა როგორც ფიზიკა ტაქტიკა და დაცვაში მაგარი თამაში, ასევე უკიდურესად თავხედური და ტექნიკური თამაში. ნერვების მოშლა და ყვითლების აკიდება მაგათზე. ის რაც ესპანეთმა გააკეთა გერმანიის წინააღმდეგ 2010 წლის მსოფლიოს ნახევარფინალში, დელ ბოსკესგან ქონდათ დავალება მაქსიმალურად ტექნიკურად ეთამაშათ და წყობიდან გამიეყვანათ როგორც მატადორი და ხარები.
1
ჰაალანდი რა თქმა უნდა მაგარი თავდამსხმელია,მაგრამ მგონია ხვიჩასთან ახლოსაც ვერ მივა! ჰაალანდი არის საჯარიმოს ფეხბურთელი,ცენტრფორვარდი-ანუ ბოლო დამრტყმელი კარისკენ,რაც ნამდვილად კარგად გამოსდის. აი ხვიჩა კი არის ვირტუოზი,შემქნელი,დრიბლიორი,ფეთქებადი,ჭკვიანი და კიდევ მშრომელი! ხვიჩას თამაშს უდიდესი სიამოვნება მოაქვს მაყურებლისთვის,რაც თანამედროვე ფეხბურთში ფუფუნებაა.
ჰაალანდს მარტო გოლების გატანა შეუძლია.ლამაზი თამაშით მისგან არ ვართ განებივრებული. ალბათ იტყვით,გოლის გატანა არის მთავარიო და ასეც არის,მაგრამ ფეხბურთი გვიყვარს ხვიჩასნაირი ფეხბურთელების გამო და არა კიბორგ-რობოტა ჰაალანდისნაირების გამო...
gulshematkivari0703
23:19 14-10-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული