"თუ ხვიჩა იმავე სულისკვეთებით გააგრძელებს მუშაობას, რა თქმა უნდა, შეუძლია, ევროპის ტოპ-დონის ფეხბურთელი გახდეს.
იტალია მისთვის ბოლო გაჩერება არ იქნება, მაგრამ რამდენიმე წელიწადი აპენინებზეც უნდა აჩვენო მაღალი დონის ფეხბურთი.
რა იქნება შემდეგ? - მას შეუძლია ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდეს, სადაც ფიზიკურად უფრო ძლიერი უნდა იყო. ჩემი შეხედულებით, ხვიჩა "ლივერპულში" ძალიან კარგი იქნება.
ასევე მას შეუძლია მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონაში" თამაშიც. ეს ყველაფერი დამოკიდებულია კვარაცხელიას, როგორც
თუ "რეალი" "ნაპოლის" შეთავაზებას გაუკეთებს, იტალიელებს უარის თქმა გაუჭირდებათ.
აბსოლუტურად რეალურია, რომ თუ ხვიჩა ჩავარდნების გარეშე გააგრძელებს თამაშს, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ 50-60 მილიონი ევრო შეადგინოს.
ამავდროულად, ვფიქრობ, რომ ის ახლა კომპლიმენტებით არ უნდა ავავსოთ. მას სჭირდება ბევრი მუშაობა და სტაბილური თამაში", - ამბობს კუჩეროვი.