მატჩის დღე - კვარაცხელია მე-14 შეხვედრაში მერვე გოლის გასატანად!

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის გამო დაჩქარებული საფეხბურთო გრაფიკი ქართველი გულშემატკივრებისთვის მშვენიერი გამოდგა - ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ხილვა ხშირად გვიწევს. უკვე იმაზე ვფიქრობთ, თვით მუნდიალის დროსაც როგორ მოვიწყენთ, როცა "კვარას" შეხვედრების ნახვის შესაძლებლობა არ გვექნება. ნეაპოლელთა მორიგი გაჩერება ისევ "სტადიო მარადონაა", სადაც დღეს, 16 ოქტომბერს (20:00 სთ), იტალიის ჩემპიონატის მე-10 ტურში ლიდერები ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბოლონიას" მიიღებენ.

სტუმართა რიგებში ჩვენთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი, 33 წლის ავსტრიელი ფორვარდი, მარკო არნაუტოვიჩი გამოდის. თუკი მან 11 სექტემბრამდე 6 გოლი გაიტანა, იმის შემდეგ, სანაკრებო შეხვედრების ჩათვლით, 5 "მშრალი"
მატჩი დაუგორვდა. ვეტერანი ახლა ტრავმირებულია. ბოლონიელებს 7 ქულა აქვთ და არასტაბილური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა სახიფათოები არიან.

Sportall.Ge

მას შემდეგ, რაც "ატალანტამ" მოიგო, პირველ ადგილზე გადავიდა. "ნაპოლის" 23 ქულა აქვს, გამარჯვების შემთხვევაში კი 2 ქულით გალიდერდება. მოგეხსენებათ, მათ ჯერ მარცხი არ განუცდიათ. ვიქტორ ოსიმენი გუნდს ძალიან ენერგიულად და შედეგიანად დაუბრუნდა, თუმცა სასტარტოში მაინც მშვენიერ ფორმაში მყოფი ჯაკომო რასპადორი უნდა იყოს. ლუჩანო სპალეტის გუნდს, ტრავმის გამო, ანდრე ზამბო ანგისა არ ეყოლება, რაც სერიოზული დანაკლისია, თუმცა ტანგი ნდომბელე ძირითად შემადგენლობაში თავისი შანსის მოლოდინშია. ამირ რაჰმანის არყოფნაში ცენტრალური მცველი 22 წლის ნორვეგიელი, ლეო ოსტიგარდი უნდა იყოს. მოსალოდნელია, რომ მარცხენა ფლანგზე ამჯერად მარიო რუი ითამაშებს და არა მატიას ოლივერა.

ხვიჩა კვარაცხელია მართლაც შეუჩერებელია და მისი კიდევ ერთი კარგი შეხვედრის მოლოდინში ვართ.

Sportall.Ge

ბოლონიელებს სინიშა მიხაილოვიჩი წვრთნიდა, ახლა კი არანაკლებ ცნობილი ექსფეხბურთელი, ტიაგო მოტა თავკაცობს. გუნდის ტაქტიკური სქემაც შეიცვალა და უკანა ხაზში 4 მოთამაშეა. ქართველი გარემარბის წინააღმდეგ უშუალოდ ან 34 წლის ლორენცო დე სილვესტრიმ უნდა ითამაშოს, ანაც 22 წლის ანდრეა კამბიასომ. კვარაცხელიას შეჩერება სტუმართა მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი იქნება.

13 მატჩი, 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი - ასეთია ჩვენებურის სტატისტიკა ყველა ტურნირზე.

altუალტერნატივო კვარაცხელია, რომლის სამოტივაციო კრიტიკაც გართულდა - ხვიჩა გამაერთიანებელი სიხარულით...

მკითხველის კომენტარები / 24 /
ვთხოვოთ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას,ვინაიდან ქართველებს ლოდინი არ შეგვიძლია 16-ში დანიშნული თამაში ერთი დღით ადრე ათამაშონ.
ზურაბ
18:36 16-10-2022
0
სად ვუყუროთ, დაწერეთ, ან ლინკი ჩააგდეთ.
ტარიელი
18:19 16-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული