მამარდაშვილის შეცდომა, კავანის დუბლი - ვალენსიამ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-9 ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ „ელჩესთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

25-ე წუთზე მასპინძელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ბურთზე ბრძოლისას მეტოქე გუნდის მცველ ბიგასს ხელი უნებურად თავში ჩაარტყა, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, პენალტით კი სტუმრები მილიამ დააწინაურა. თან, გიორგიმ ყვითელი ბარათი მიიღო. ტაიმის დასასრულს კავანიმ დუბლი შეასრულა და „ღამურები“ წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში მილიამ ისევ დალაშქრა ქართველის კარი და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

„ვალენსია“ ამ მომენტისთვის 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 18 ოქტომბერს გასვლაზე „სევილიას“ შეხვდება.

ვალენსია. „მესტალია“.
41 805 მაყურებელი

ვალენსია - ელჩე 2:2
გოლები: 0:1 მილია (29, პენ), 1:1 კავანი (41, პენ), 2:1 კავანი (45+7), 2:2 მილია (65)

მკითხველის კომენტარები / 24 /
გოლი ნამდვილად ლამაზი იყო, მაგრამ მიქელთაძის სირბილი სად ჩანს აქ გამაგებინეთ.
0
ადრე დავწერე როცა ვალენსიაში გადავიდა რომ ბევრი შეცდომა ექნება თქო, 22 წელი არ არის მეკარისთვის ის ასაკი რაც მაგალითად თავდამსხმელუსთვის ან შემტევი ნახევარმცველუსთვის, მეკარეს სჭირდება წლების გამოცდილება,მთავარია რომ გიორგიმ ეს წლები სწორად გამოიყენოს და განვითარება შეძლოს აი 25 წლიდან უკვე შეიძლება მეკარის შეფასება, ისევე როგორც მცველების. უშეცდომო არავინ არის, მთავარია რომ ისწავლოს შეცდომებზე, საქართველოს აასოდეს არ ჰყოლია უმაღლესი კლასის მეკარეები, გიორგი ერთადერთია ვინც შეძლო ტოპ ლიგაში თამაში ასე რომ ყველაფერს ეშველება, მთავარია არ გაჩერდეს და იშრომოს
მამუკა
16:48 16-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული