მოგეხსენებათ, მაშინ იწერებოდა, რომ ჩვენებურის დამატება მანჩესტერულ გრანდებს, ასევე, "ტოტენჰემსაც" სურდათ, თუმცა, როგორც ჩანს, გარიგების დახურვასთან ყველაზე ახლოს ამსტერდამული გუნდი იყო.
მოკლედ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირას "აიაქსის" წარმომადგენლები ვალენსიაში იმყოფებოდნენ და "ღამურების" ბოსებთან მოლაპარაკებებს მართავდნენ.
ირკვევა, რომ ნიდერლანდელები მზად იყვნენ ქართველი კიპერის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევრო გადაეხადათ, თუმცა მათი მიზნები სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში შეიცვალა.
მათ ეს თანხა "სევილიადან" ლუკას ოკამპსოის დასამატებლად გაიღეს, კარი
relevo.com-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა და გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახდა, ის "აიაქსის" დაკვირვების ქვეშ კვლავ არის და ნიდერლანდური კლუბი მის ტრანსფერს კვლავ ეცდება. წყარო წერს, რომ მამარდაშვილი მომავალ სეზონში "აიაქსის" კიპერობის მთავარ კანდიდატად განიხილება, რადგან სეზონის დასრულების შემდეგ ვეტერანი პასვეერი და სტეკელენბურგი წავლენ...