ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში პირველად გაიტანა გოლი.
გრაცულმა გუნდმა მეთორმეტე ტურში სახლში 3:2 დაამარცხა "ვოლფსბერგერი". კიტეიშვილი შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 48-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (1:1). მან ტრავმა მოირჩინა და მიმდინარე ტურნირზე მეოთხე მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"შტურმი" 27 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ზალცბურგს" 2 ქულით ჩამორჩება და ამ გუნდს 22 ოქტომბერს სტუმრად დაუპირისპირდება.