მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ჩაკვეტაძის მორიგი ასისტი და შესანიშნავი მატჩი "სლოვანში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "სლოვანის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე კარგ ფორმაში შედის, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა.

ჩვენებურმა სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში გასვლაზე "მიხალოვცესთან" მატჩში საგოლე გადაცემა იურაი კუცკას მიაწოდა, სლოვაკმა შეაგდო და ბრატისლაველებმა 1:0 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძე უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრაში აკეთებს საგოლე გადაცემას. ის გუშინდელ დაპირისპირებაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და საუკეთესო იყო.

ის ვლადიმირ ვაისმა 86-ე წუთზე შეცვალა, კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, კაშია კი მეორე ტაიმის დამატებულ წუთებზე ჩაერთო შეხვედრაში. 

"სლოვანს" 29 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ "ტრნავას" 4 ქულით
უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ყოჩაღ ჩაკვე. ძალიან მოუმატა ბოლო შეხვედრებში. საოცარი ბიჭია, მთავარია სტაბილურად ითამაშოს. ჩაკვე და კიტე მარტში დიდი ბონუსი იქნება ნაკრებითვის. მთვარია სანიოლმა შეძლოს და ჩაკვე, ხვიჩა და კიტე ერთად გამოიყენოს. საოცრებებს ჩაიდენენ.
kicha_r9
17 ოქტომბერი 2022 14:02
0
ყოჩაღ ჩაკვე❤️
მარი
17 ოქტომბერი 2022 13:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული