იტალიელი მოდელი: კვარაცხელიაზე, სერია A-ს პრინცზე, შეყვარებული ვარ

AutoSharing Option
ლოს-ანჯელესში მცხოვრებ იტალიელ მოდელსა და მსახიობს, პაოლა საულინოს, როგორც ადრე თავად თქვა, სასიყვარულო რომანი და ავტომობილში სექსი ჰქონდა "ჩელსის" ფეხბურთელთან (ჟორჟინიო იგულისხმა), მაგრამ ის კარგად არ მოექცა და ურთიერთობა შეწყვიტეს. საულინო "ნაპოლის" დიდი გულშემატკივარია და რადიო Kiss Kiss-ის ეთერში, გადაცემა La città del Pallone-ში, საყვარელ გუნდსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"კვარაცხელია? მასზე შეყვარებული ვარ. ჯორჯო ალბერტაცის (მსახიობი და კინორეჟისორი) მაგონებს, ვინაიდან რთულ რაღაცებს აკეთებს და გაიძულებს, ისე მარტივად მოგაჩვენოს. რატომ არ ვიყავი ორი წელი სოციალურ ქსელებში? "ინსტაგრამზე"
დაბლოკილი გახლდით. ჟორჟინიო და მისი პარტნიორი? ჟორჟინიოსთან რომანი მქონდა, არ ვიცოდი, თუ ისევ დანიშნულები არიან.

რას ვიზამ, თუ "ნაპოლი" სკუდეტოს მოიგებს? მე ძალიან ცრუმორწმუნე ვარ და გამარჯვებებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ აუცილებლად რამეს მოვიფიქრებ, რადგან ჩემპიონობას აღნიშვნა სჭირდება. ვისთან ვივახშმებდი? კვარაცხელიასთან, სერია A-ს პრინცთან. წარმოუდგენელია, მასში ისე ცოტა გადაიხადეს. ყოჩაღ დე ლაურენტისსა და ჯუნტოლის. "ოლიმპიკოზე" წავალ, რათა "ნაპოლი" "რომას" წინააღმდეგ ვნახო".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ისეთი ამაზრზენი კომენტარები იწერებოდა ფეისბუქზე ამ გოგოს მიმართ, ააყროლეს სოც. სივრცე მოღლიცინე კაცებმა. დავრწმუნდი, რომ კიდე დიდი ხანი არაფერი გვეშველება და ასე დავრჩებით ჩეჩნეთის დონეზე...
რადგან ქალი სექსუალურად გამოიყურება ყველაფერი უნდა ამოუშვა პირიდან მისი მისამართით ხო? მითუმეტეს როცა ვინმეზე (თან ქართველზე) თქვა მომწონსო.
ქალმა ხო მისი გრძნობები არ უნდა გამოხატოს, თუ გამოხატა და პლიუს გამომწვევად აცვია, უკვე ღლიცინის და დამცირების ობიექტია ბრბოსთვის.
ცუდი არაფერი უთქვამს ამ გოგოს, თუ საერთოდ ფეიკი არ არის ეგ ინფორმაცია.
არავინ მოიტაცებს კვარაცხელიას და ძალით არავინ წაიყვანს სადილზე. როგორ გაუკვირდათ ამ უნახავებს.
წარმატებული, გავლენიანი, ლამაზი ქალი კომპლიმენტს ამბობს ვინმეს მიმართ და ამ დროს ქართველი კაცები: იიი კვარა მიდი არ ააცილო, ამას სადილი რადუნდა პირდაპირ უნდა...
ღმერთო რატომ ვცხოვრობ ამ ჯუნგლებში.

პ.ს რათქმაუნდა განვითარებული ნაწილის მჯერა, მაგრამ იმდენად უმცირესობაში არიან, ზედაპირზე მხოლოდ ნაგავი ჩანს.
10
ძვირფასო პაოლა ხვიჩა დაკავებულია თავისუფალი მხოლოდ მე ვარ ჯერ ჯერობით!!!
ზაზა
08:10 18-10-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული